ეშმაკს აცვია პრადა!

ცხოვრების 180 გრადუსით შეცვლა გადაწყვიტეთ და არ იცით მაგალითი ვისგან აიღოთ?!! გაინტერესებთ  დადებით თუ  უარყოფით მხარეებს  გამოიღებს თქვენი გადაწყვეტილება?!! დასაკვირვებელი ობიექტი გესაჭიროებათ?!!  მე დაგეხმარებით. .. მომყევით  ასეთი ობიექტი კარგა ხანია მეგულება.  დიახ მეგულება და ეს ობიექტი  ახალბედა ჟურნალისტი  New York-ის წიაღში დაკარგული,  უბრალო გოგონა ანდრეაა.მან ახლახანს დაამთავრა უნივერსიტეტი . მის მთავარ ოცნებას New York times წარმოადგენს და ცდილობს როგორმე მისი სტატიები რედაქტორამდე მივიდეს. თუმცა  მიზნის მისაღწევად ანდრეას დათმობებზე წასვლა და ცხოვრებისა და საკუთარი პიროვნების ძირფესვიანი გარდაქმნა მოუწევს.

წავყვეთ ანდრეას მირანდა პრისლის ოფისში , გასაუბრებაზე . იქნებ გაუმართლოს და “ყველა გოგონასთვის საოცნებო  სამსახურში” აიყვანონ . ვაკანსია ხომ თვით მირანდა პრისლის  თანაშმეწის ადგილისთვისაა გამოცხადებული.

ვინ არის მირანდა?!!  მირანდა პრისლი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მაღალტირაჟიანი მოდების ჟურნალის მთავარი რედაქტორია. New York-ის ელიტარული  საზოგადოებსი წევრი   40 წელს  მიტანებულიქალბატონია, რომელიც  მართავს ჟურნალ “პოდიუმს” და მოდის სამყაროს ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.

ანდრეას გაგზავნილმა CV-მა მოწონება დაიმსახურა და გოგონა გასაუბრებაზე დაიბარეს.  ანდრეა გაუთვითცნობიერებლად გაემართა ბედის საცდელად და წარმოდგენაც კი არ ჰქონდა სად ყოფდა ცხვირს. ..სამყაროში რომელსაც ჩათრევა სჩვევია,,   იქედან თავის დაღწევა კი  რთულია.

მაშ ასე აი ანდრეაც მოემზადა და  გასაუბრებაზე წავიდა…

         გოგონა არაჩვეულებრივი CV-ით  ასე წარსდგა მირანდასთან ოფისში,”მოლაჟვარდისფრო” ტომარაში გამოწყობილი,როგორც  სვიტერს მირანდამ უწოდა.  ოფისში სადაც შანელს, ივ სენ ლორანს, კრისტიან ლოუბოტინს,ფრანკო მოსკინოსა და კელვინ კლეინს მილიონობით საათი დაუხარჯავს იმაზე ფიქრში თუ რა ეწოდებინათ ფერისთვის,რომელიც ახლა ენდრეას სვიტერს ამკობდა, მაგრამ თუ ანდრეას კითხავდით მას არანაირი შეხება არ ჰქონდა მოდასთან და სრულიად უკუპროპორციულ დამოკიდებულებაში იყო  მასთან.

პირველადი ეფექტი ჩავარდა, ანდრეას ჩაცმულობამ  კატასტროფული  წინაპირობა შექმნა. მირანდას ცივი გამოხედვა, მკაცრი და მეტყველი თვალები და აი ანდრეას სხეულში სისხლი გაეყინა, მიხვდა რომ ცუდად იყო  საქმე, უკან შეტრიალდა , ოთახიდან გასასვლელი კარი გააღო და აი ესმის ხმა:  ” სცადეთ”…  მოდის ქალღმერთის ეს სიტყვა ანდრეასთვის  ახალი ცხოვრების დასაწყისი აღმოჩნდა და ამგვარად იქცა “ეშმაკის მხევლად” გოგონა არაჩვეულებრივი CV-ით.

აი ანდრეას პირველი სამუშაო დღეც…         STUR BUCKS-ების   კურირება, მირანდას  ზარებისა და შეტყობინებების მიღება, მირანდას საუზმესა და სადილზე ზრუნვა, ახალი კოექციებისთვის ქალაქის ერთი თავიდან მეორე თავში სირბილი, ამას ბოლოს მირანდას ტყუპი გოგონებისთვის საშინაო დავალებსი შესრულებაც დაერთო თან,     პირველი ჯოჯოხეთური დღე 11 საათზე დასრულდა.

   

   გადაღლილი ანდრეა სახლში გვიან დაბრუნდა . პირველი სამუშაო დღე და პირევლი უსიამოვნება პირად ცხოვრებაში.

ანდრეასთვის მოდის სამყარო სრულიად უცხო აღმოჩნდა, ირგვლივ ქუსლებზე ამხედრებული ქალების არმია ეხვია, ყველა მხრიდან მაცდუნებელი სურნელი უღიტინებდა, ყველა კარი მოდის წიაღისკენ ეპატიჟებოდა, ყოველი ახალი დღე ეშმაკის ქვას აჩეჩებდა ხელში, აი ანდრეასაც წასძლია სულმა და მორჩა ისიც ჩაება მოდის ფერხულში. 

სწორედ  ამ  დღეს გაიღო ანდრეასთვისაც   ” მაცდური” სამყაროს კარი.  ^_^

: ხარი ხარტან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო :    აქ რა მოსატანია ,მაგარმ სწორედ  გარემოცვის წყალობით შეცვალა ანდრეამ თავისი ცხოვრების წესი, რაც მისთვის  ფაქტობრივ შეცდომად იქცა.

AFTER                                                                   BEFORE

  •  ანდრეამ გარეგნობის შეცვლითა და დაუღალავი შრომით მირანდას მოწონება დაიმსახურა, მისი ნდობაც მოიპოვა  და რამდენიმე ხანში “გოგონა არაჩვეულებრივი CV-ით ” ჟურნალი პოდიუმის ერთ-ერთი პატივსაცემ და წარმატებულ პერსონად იქცა. ეს გარედან ჩანდა ასე, ვინ იცის რის ფასად უჯდებოდა ანდრეას ეს წარმატება.  პირად ცხოვრებაზე უარის თქმად და მირანდას ფინიად ქცევად. აი ეს იყო სიმართლე,თუმცა “ეს სიმართლე” ანდრეას დიდ წარმატებას უქადდა და ოცნების ასრულების წინაპირობასაც ქმნიდა.

მაგარმ  ვინ იცის უღირდა ანდრეას ასეთი წარამტება?!!  უღირდა ოცნება?     სამსახურში გასწორებული დღე და ღამე ,  მირანდას   ბრძანებების ასრულება,   ცხოვრების წესის ცვლილება და  მოუცლელობა ანდრეას პირად ცხოვრებას მიწასთან ასწორებდა.  ანდრეა ყოველდღიურად დგებოდა არჩვენის წინაშე ან საყვარელი ადამიანი ან სამსახური.  მეგობრებსა და ანდრეას შორის  დიდი უფსკრული გაჩნდა.

ელიტარულ საზოგადოებაში ტრიალი,  სასურევლი სამოსის გორები ახალი კოლექციებიდან, მირანდას შეუზღუდავი ძალაუფლების გაზიარება, მსოფლიო ტურნეები და წამყვან დიზაინერებთან  შეხვედრები, წვეულებები

<<,        აი ამ ყველაფერს უქადდა  ანდრეას  კარიერა რომელსაც იგი მირანდას სურვილების ამსრულებლის თანამდებობაზე იქმნიდა.  ეს იყო კარგად შენიღბული მაგრამ ჯოჯოხეთური სამსახური, რომელმაც სრულიად გაანადგურა  ახალგაზრდა გოგონას პიროვნება, პირადი ცხოვრება წაართვა და უსასრულობისკენ მიმავალ გზას გაუყენა იგი.

ანდრეამ ხომ ეს სამსახური მხოლოდ 1 წლით დაიწყო, რომ როგორმე New York Times რედაქციამდე  მიეღწია, ამ უზარმაზარ ქალაქში  ხომ თითქმის  უხილავი ხარ.

თუმცა ეს გადაწყვეტილება [1 წლით დაეწყო სამუშაო მოდის სფეროში]  ანდრეას კარიერული წინსვლის სურვილში გადაეზარდა  და  იგი სულ სხვა ადამიანი გახდა.

  დილემა- გააკეთო არჩვევანი 2 უსიამოვნო ფაქტს შორის.

სწორედ დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდა ადნდრეა. არჩევნის გაკეთება კი საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

ერთი მხრიდან მას საყვარელი ადამიანი და მეგობრები ექაჩებოდნენ რომელთა გარეშე ცხოვრება მისთვის უკვე კატასტროფად იქცა, მეორე მხარეს კი თვალუწვდენელი წარმატება, კარიერა და საოცნებო New York Times  უქნევდნენ ხელს.

ანდრეას  რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდა.  ან ხაზი უნდა გადაესვა მისი პიროვნებისთვის და პირადი ცხოვრებისთვის ან უარი უნდა ეთქვა ცხოვრებისეულ ოცნებაზე ” გამხდარიყო ცნობილი ჟურნალისტი”.   დილემა…  დილემაა…

      ანდრეამ მირანდა პრისლი პარიზის  ჩვენებაზე მიატოვა, გამოექცა, უკან მოუხედავად გამოფრინდა,თავი ლაღად იგრძნო, თავი ბედნიერად იგრძნო,თავი თავისუფლად იგრძნო რადგან ერთხელ და სამუდამოდ შეძლო გამოღწევა   სამყაროდან, სადაც  მის ცხოვრებას ეშმაკის მხევლები დიდი,ფერადი,სურნელოვანი საშლელით შლიდნენ. საშლელის ნარჩენს კი ქარს ატანდნენ.  

ანდრეა იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე წარმოგვედგინა.

სამსახურის  დატოვებიოს შემდეგ მან პირდაპირ New York Times-ის რედაქციისკენ გასწია, სადაც რედაქტორმა მას დახასიათება მოსთხოვა მირანდა პრისლისგან.იცით როგორი დახასიათება მიიღო რედაქტორმა მირანდასგან?!!      >>>  ”   მან ყველაზე მეტად გამიცრუა იმედები ჩემს ასისტენტებს შორის თუმცა იცოდეთ  თქვენ  ყველაზე დიდი სულელი იქნებით თუ მას  რედაქციაში არ აიყვანთ”

  კიდევ დიდხანს საუბრობდნენ  პოდიუმის ოფისში გოგონას შესახებ,რომელსაც ჰქონდა “არაჩვეულებრივი CV”.   

იცით  რა  უთხრეს ანდრეას ადგილას მოსულ ახლა თანამშრომელს? >>>  იშრომეთ და დაიმახსოვრეთ  ,  თქვენ აქ შეუცვლელის ადგილას ხართ…

ასე და ამგავრად “გოგონ არაჩვეულებრივი  CV-ით” დაუბრუნდა ყოფილ ცხოვრებას, ჩვეულ რიტმსა და სტილს, საყვარელ ადამიანსა და მეგობრებს.

როგორ მოიქცეოდით თქვენ?  დათმობდით  საკუთარ ოცნებას პირადი ცხოვრების გამო?     გარისკავდით?      “საკითხავი აი ეს არის”

ნია ჭუმბურიძე(Anoonymouss)

Advertisements

31 Responses to ეშმაკს აცვია პრადა!

  1. katerina ამბობს:

    ეჰ, ამ გადასახედიდან მაინც მგონია, რომ ანდრეა აუცილებლად ინანებდა ამ ნაბიჯს წლების მერე… მიყვარს ეს ფილმი

  2. kevana ამბობს:

    არ ვიცი, პლუს დავამატებდი, ეგ ფილმი საიმონ ბეიქერის (Simon baker) გამოც მომწონს, იმ ჟურნალისტის ვინც გოგოს ეხმარება ^^

  3. donaldo2191 ამბობს:

    მომწონს ეს ფილმი :))

  4. ნაცი ამბობს:

    მე კი ვფიქრობ, რომ ანდრეამ წვალება, მიღწევა და სამსახური წყალში გადაყარა. ვეთანხმები კატერინას, და ვფიქრობ, რომ წლების შემდეგ ანდრეა ამ უაზრო საქციელს ინანებდა 🙂

    • anoonymouss ამბობს:

      მეც ეგ საკითხი მაქსვ დასმული, ანუ დილემის განხილვაა. მოკლედ მე ის ადამინაი ვარ ვიცნ პირევლ ადგიალას კარიერას აყენებს , მაგარმ ამ შემთხევვაში მართლა რა ვიიც როგორ მოვიქცეოდი წარმატების წყალში გადაყრა ერთია და იქნებოდა.. მოკლედ მან გარისკა და სასურველი სედეგი მიიღო, მოხვდა საოცნებო სამსახურში, მას გაუმართლა. :())

  5. shoka♥ ამბობს:

    ამ პოსტის ჩაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ მომინდა ამ ფილმის ყურება.
    ჩემი აზრით არ უნდა მიეტოვებინა ასე ერთბაშად ყველაფერი, ის რასაც ძალიიან ბევრი შრომით მიაღწია. ფაქტიურად ყველაფერი წყალში ჩაეყარა. ვინიცის, რომელიმე თავის მეგობარს რომ გამართლებოდა ესე, ისიც თუ ამგვარად მოიქცეოდა, ნაკლებად მჯერა…
    კარგი პოსტია ^ ^

    • anoonymouss ამბობს:

      მადლობა ,, იცი ძალიან უცნაურია თითქოს მარტივი ფილმია მაგრამ რთული გადასაწყვეტია ფაქტობრივად. 🙂

  6. kavteli ამბობს:

    არც ფილმი მაქვს ნანახი და არც მგონია, რომ საზოგადოდ სწორად მოიქცა გოგონა… და საერთოდ ყველანაირი სამსახური ასეა, დღესდღეობით კარიერა, წარმატება იმხელა ძალისხმევას მოითხოვს, რომ სხვა არაფრისთვის გრჩება დრო.. ამიტომ, ვფიქრობ, ისიც სისულელა, თითქოს ერთი წლის შემდეგ მიხედავდა პირად ცხოვრებას.. კარიერა დაუსრულებელი კიბეა და უფრო და უფრო მეტი დრო და ენერგია უნდა, სამაგიეროდ მიმზიდველობაც სულ იზრდება.

    მაგრამ, საბოლოოდ წარმატებულ და მარტოსულ პიროვნებად ყოფნას ისევ წაუმატებლობა ჯობია, მთავარი ხომ ბედნიერებაა, ცხოვრებით კმაყოფილება, რასაც ფული და წარმატება აპრიორულად სულაც არ გულისხმობს… მოკლედ,მივედ-მოვედები რაღაცას, მადლობა თუ ამხელა კომენტარს წაიკითხავთ :დდ

    • kavteli ამბობს:

      ჰოო, დილემა რომაა, მაგიტო დავაფიქსირე პოლში ”არ ვიცი” :დ ისე, უფრო დავაზუსტებდი, რომ თითქმის ყველაფერი სიტუაციურია, ამ შემთხვევში ეტყობა, რომ სწორად მოიქცა გოგონა.. ისე გააჩნია რის ან ვის გამო ტოვებ სამსახურს, ან რა სამსახურს ტოვებ..

      ჩემთვის პირადად ფულსა და კარიერაზე მეტად საყვარელი საქმიანობაა მთავარი ანუ შეიძლება არც თუ ისე პოპულარული ან მაღლა მდგომი პერსოან ვიყო, მაგრამ ვაკეთებდე საყვარელ საქმეს.. ამ შემთხვევაში თაიმსის ჯურნალისტობას ალბათ არ გავცვლიდი, მაგ სამსახურს კი სავარუდოდ მივატოვებდი : )) ღა თქმა უნდა, რთული საკითხია და დილემა მართლაც.. : ))

      პ.ს. კეთილი იყოს ჩემი პირველი კომენტარი ამ ბლოგზე : )) :დ (ისე მეორეა, მაგრამ პირველი მოცულობითი)

  7. teomamulashvili ამბობს:

    საკმაოდ კარგადაა აღწერილი ერთი ფილმი , ასევე საინტერესო კუთხით წაყვანილი. :* წარმატებები

  8. Kejeradze ამბობს:

    ერთ-ერთი უსაყვარლესი ფილმია 🙂 კარგ ხასიათზე “დამყენებელი”
    რაც შეეხება კითხვას, ანდრეაზე ბევრად ადრე გავუშვებდი “ჯანდაბაში” მირანდას (ბოდიში მერილთან) 😀 აქეთ იზრუნონ ჩემს საუზმესა და სადილზე 😀

    • katerina ამბობს:

      ნუ ამ შემთხვევაში, თვითონ მირანდა გიჩენს იმის განცდას რომ ანდრეა სწორად იქცევა. მაგრამ კარიერა და წარმატება მარტო აქ ხომ არ იყო? და თუ სწორად მახსოვს, კიდევ უფრო წინსვლის და ნამდვილი ჟურნალისტიკით დაკავების შანსიც ჰქონდა. ასე რომ მაინც ინანებდა… გამოცდილი მაქვს მე ეგ 🙂

  9. faifuris angelozi ამბობს:

    1წელი ვიმუშავებდი და შემდეგ მეც წამოვიდოდი.ასეთ ადგილას მუშაობით გზა ყველგან ხსნილი გაქვს,რა დაკარგა ანდრეამ? პირიქით ოცნება აისრულა ნიუ ორკ თაიმსში მოხვდა თვით მირანდას რეკომენდაციით და რაც მთავარია ჩაცმის გემოვნებაც დაეხვეწა))

    • faifuris angelozi ამბობს:

      ახალ სამსახურში აღარ სჭირდებოდა,თუმცა არც ისე ძველ იერს,გაიხსენე ბოლოს შეყვარებული რას ეუბნება:” ასე ჩაცმული მიდიხარ გასაუბრებაზეო?”-დახვეწილია უკვე.

  10. anoonymouss ამბობს:

    New York Times-ში ანდრეა გასაუბრებაზე ადრინდეი სტილით წავიდა. თუმცა რაღათქმაუნდა შინაგანად გემოვნება ჩამოუყალიბდა და დაიხვეწა თუმცა ამას გარეგნულად არ ამჟღავნებს სამსახურის მიტოვებსი შემდეგ .

  11. მოლი ბლუმი ამბობს:

    არა მგონია, რეალურ ცხოვრებაში დილემა ასე ხისტად დაისვას – შუალედის მოძიება ყოველთვის შეიძლება. კომპრომისულის, რა თქმა უნდა. რაღაცას შენ დათმობ, რაღაცას – სამსახური დაგითმობს. ან-ან ნებისმიერ შემთხვევაში წამგებიანია. ერთს მაინც კარგავ. არ ჯობია, ორივე გქონდეს?

  12. unbroken1243 ამბობს:

    თვითონ ფილმი ძალიან მომწონს ❤ ენ ჰეთევეი არაჩვეულბრივია და ძალზედ აქტუალური თემაა… ალბათ საჭიროა ჩემი ცხოვრებაც 180 გრადუსით შევცვალო თუმცა სრულ;იად სხვა ზგებით :*:* პოსტი მომეწონა ! პოოსტიდან პოსტამდე უფრო და უფრო იზრდები 3

  13. Ani Matiashvili ამბობს:

    kargadaa yvelaperi agwerili: )) albat me ase moviqceodi გავაგრძელებდი სამსახურს 1 წლით და პირად ცხოვრებას შემდეგ მივხედავდი :))) ❤

  14. Ani Matiashvili ამბობს:

    xoo getanxmebi dzalian dznelia magram archevans mxolod amaze gavaketebdi : ))

  15. marishcaa ამბობს:

    ჩემი საყვარელი ფილმია

  16. saaal :D ამბობს:

    au uzomod miyvars es pilmi ❤ eshamks acvia prada ❤ es pilmic miyvars da pradac 😀 ❤

  17. saaal :D ამბობს:

    xooo 😀 tan dzaan kargi da cxovribesiulia 😀

  18. Barbie ამბობს:

    =)))) ძალიან კარგი ფილმია ,ძალიან მიყვარს….ძალიან კარგი ბლოგერი ხარ Anonymous!

  19. lashaworld ამბობს:

    ეს არის ჩემი უსაყვარლესი ფილმი, რომელიც N რაოდენობით მაქვს ნანახი ❤
    და ეს არის საუკეთესო განხილვა, რაც კი ოდესმე მინახავს! ყოჩაღ!!!

  20. დულსინია ამბობს:

    mtavriaaa piradii piradiiiiiiiii cxovreba:) ar gavkari samsxurss

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s