ადამიანი, სამყარო, ცხოვრება და უსასრულობა !

PS:ეს პოსტი მრავალფეროვნებითა და ორაზროვნებით იქნება გაჯერებული. შეიძლება ზოგჯერ თემას გადავუხვიო, თუმცა ხომ არვნიშნე მრავალფეროვანი იქნებათქო და ალბათ სუბიექტურიც… ხო კიდევ ერთი პოსტს მუსიკას დავურთავ და აუცილებლად მისი თანხლებით მოუსმინეთ… <- ასე სულ სხვა ხიბლი ექნება, მერე მიხვდებით რატომაც!

გონიერი ადამიანი “(ლათ. Homo sapiens) ” ! კაცობრიობის ისტორიას ჩვენ ვქმნით, ჰომინიდების ჯგუფის წარმომადგენელნი ადამიანთა მოდგმისა,ოდითგან შთაგონებული იმით,რომ ადამიანი იმისთვის კი არ არის მოწოდებული,რომ იყოს მხოლოდ ერთ-ერთი ცოცხალ ქმნილებათაგანი,თუნდაც ყველაზე მშვენიერი,არამედ ადამიანი მოწოდებულია გარდაქმნას ღვთის ქმნილი ბუნება ისე,რომ ეს ყოველი შემდგომ უფლის შემოქმედებას შეერწყას,რათა ყოველივე მარადისობით გაბრწყინდეს.
^ ადამიანთა მოდგმამ თავისი როლი ზედმიწევნით გაითავისა-დიახ ზედმიწევნით და გაზვიადებით! ჩვენ ყოველგავრ ზღვარს გავცდით, დღეს ჩვენთვის ზღვარს მხოლოდ ჩვენსმიერვე დადგენილი წეს-კანონები და უფლებები წარმოადგენენ. ადამიანი გასცდა ყოველგვარ კანონზომიერებას, გასინჯა ყველა აკრძალული ნაყოფი,რომლის მოპოვებაც კი შეძლო, მაგრამ სულ მალე ჩვენთვის მიუწვდომელი და დამაბრკოლებელი აღარაფერი იქნება,აღარ იქნება ის “აკრძალული ნაყოფიც ^”,რომლის მოპოვება დღეს არ გვძალუძს!….. კაცობრიობა განვითარებისკენ მიმართულ, სინათლით გაჟღენთილ უსასრულობაშია ჩაძირული და სწორედ აქ ისმის კითხვა > ნუთუ დაუსრულებლად განვითარებისკენ სწრაფვა წინგადადგმული ნაბიჯია?? ნუთუ ეს წინსვლაა? ჩვენთან , ჩვენს წუთისოფელში მარადიული ხომ არაფერია?!! ყველაფერი ხომ ბრუნვადია, განმეორებადია, და ვინ იცის იქნებ უსასრულო სივრცეში მწვერვალისკენ მიმავალი მატარებელივით,რომელსაც წინ საგზაო ბილიკი არ დაუხვდა და უკან გამობრუნება მოუწია, ადამიანებსაც იგივე მოგველის, იქნებ დაბრკოლებების გარეშე, წინ მიმავალთ,რომელთაც ‘საბოლოო დანიშნულებამდე’, ერთი საფეხური გვაშორებს უეცრად გავარდნილმა მეხმა, უკანასკნელი საფეხურიდან, უკიდეგანო სივრცის უმაღლესი წერტილიდან-პრიმიტიულ , უჰაერო, უგანაჩენო,ანტიინოვაციურ, ბნელ უფსკრულში გადაგვიძახოს… განა ეს წინგადადგმული ნაბიჯიაა? განა ეს წინსვლაა? დიახ- სამყარო ბრუნვადია, უგანაჩენოა, უსამართლოა და საზოგადოების ღვაწლი მისთვის, არაფერია,ცდილობს თავიდან მოიშოროს,უკან დახიოს და კვლავ თავად გაბატონდეს ამ …….

^ აქ… უკუნეთ სიბნელეში…. ჰმმ… ის კი არ იცის,რომ თავისას მაინც ვერ მიაღწევს, ადამიანზე ვერ გაბატონდება, შეიძლება უკან დახიოს, მაგარმ არა სამუდამოდ. ადამიანი ხომ ღმერთმა ისე შეიყვარა,რომ მოკაზმა იგი თავისი მადლით და სამყაროზე საბატონოდ გაამწესა დედამიწაზე.ერთი შეხედვით ეს დიადი მოვალეობა,რომელიც უფალმა ჩვენ დაგვაკისრა სინამდვილეში არაფერია, ჩვენ დედამიწა გვაბარია, ღმერთს კი ეს>
ახლა შეგიძლიათ დაფიქრდეთ რას წარმოვადგენთ ამ უკიდეგანო სამყაროში? – წერტილს,რომელიც ნებისმიერ წამს გაქრობას ლამობს! არ გვაქვს უფლება გვქონდეს ამდენი ამბიცია, ამდენი წუხილი, ამდენი ვაება, დაუკმაყოფილებლობის დაუსრულებელი განცდა, არ ღირს უფლის შეწუხება ჩვენი უფერული სურვილებით. არ ვიყოთ ქედმაღალნი და გვეამაყებოდეს მხოლოდ ის ფაქტი, რომ უფალმა ამხელა სიყავრული ჩააქსოვა თოთოეული ჩვენგანის შექმნაში! ჩვენ დედამიწაზე მსახიობებს წარმოვადგენთ, უზარამზარ სცენაზე მიმოფანტულთ, რომელთა მთავარი მოვალეობა როლისთვის თავის წარმატებით გართმევაა, სხვა არაფერი გვევალება ნუთუ ასე გვიჭირს
დავიცალოთ ამბიციებისგან, მერყევი მიდრეკილებებისგან და სწორხაზოვნად გავყვეთ ჩხოვრების ჩვეულ რიტმს!

დიახ, ჩვენ მსახიობები ვართ, განსხვავებულ ნიღბებს ამოფარებულნი, რომლებიც ჩვენს შინაგან სამყაროს ცივი რეალობისგან იცავს, რათა არ გაიყინოს და არ იქცეს უგრძნობ ყინულის ნამცეცად,რომელიც წამებში ქრება, ჩვენი ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და რატომ გადავიყვანოთ ისინი წამებში . დავტკბეთ წამებით, გავიადვილოთ ყველაფერი, ეს ხომ უბრალოდ ცხოვრებაა !

მე ადამიანი ვარ, მე მსახიობი ვარ, მე ვთამაშობ, მე ვცხოვრობ როგორც მნათობი, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იელვარებს, მაგრამ მაინც ჩაქვრება… ჩაქვრება არა იმიტომ რომ დამარცხდა, არამედ იმიტომ, რომ წუთისოფლის კანონზომიერებას დაემორჩილა !

ნია ჭუმბურიძე (anoonymouss)

Advertisements

About anoonymouss

https://anoonymouss.wordpress.com/ Be my follower
This entry was posted in რეალობა!. Bookmark the permalink.

5 Responses to ადამიანი, სამყარო, ცხოვრება და უსასრულობა !

  1. Ani Matiashvili ამბობს:

    dzalian momewonaa … <3<3<3

  2. Ani Matiashvili ამბობს:

    dzalian kargi temaa . warmatebebii ❤

  3. tsotnee ამბობს:

    ნამდვილად სიბნელეში მოსიარულე მრავალნიღბიანი არსებები ვართ – ადამინები! კარგი პოსტია, დამაფიქრებელი და საინტერესო. 🙂
    პ.ს. ბლოგი და აზრი ყოველთვის სუბიექტურია ასე რომ ამაზე ბოდიშის მოხდა არ ღირს. 🙂 🙂 🙂

  4. Tako Benidze ამბობს:

    Nia dzalian momewona, sheni rcheva gavitvaliswine da musikastan ertad wavikitxe upro efecturi iyo da upro sigrmeebshi wavedi :**<3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s