ადამიანი ქმნის ეპოქას, თუ თავად ეპოქა ქმნის ადამიანს -საკითხავი აი ეს არის?!!

ადამიანი და ეპოქა ! ორი ურთიერთშეჭიდული ფაზა. ადამიანი ქმნის ეპოქას! – თუ თავად ეპოქა ქმნის ადამიანს? ამ ღია საკითხზე დაუსრულებელი დავა შეიძლება. მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვინც ეპოქის შექმნას სწორედ ადამიანებს მიაწერს…
ეპოქა…. დაუსრულებელი ცნებაა.. მაინც როგორ ქმნიან ადამიანები ეპოქას? ან ვინ ქმნის? ეპოქას ჩვეულებრივ მოკვდავთ შორის გამორჩეული, ნიჭით დაჯილდოებული  კაცობრიობის ნაწილი ქმნის,ქმნიდა და შექმნის… სხვაგავრად არ გამოვა, ეს ჩვენს მიერ დაწესებული კანონზომიერებაა და მას ვერ გავექცევით !


ჩვენი ქვეყნის ეპოქის ნაწილი მათ ^ შექმნეს, ჩვენს წარსულს სწორედ მათმიერ შექმნილი ეპოქა წარმოადგენს.ჩვენ კი ბრძოლებით, გარდატეხებით, თავდადებით(ზოგჯერ კი ღალატით), შეუპოვრობით, დაუცხრომლობით, დაუმარცხებლობით გაჯერებული
წარსული გვაქვს!
ეს კონკრეტული მაგალითი იმისთვის მოვიყვანე,რომ ნათელი გახდეს, ყველა ეპოქას განსხვავებული ადამიანები ქმნიან, ამ განსხვავებას კი, სწორედ ეპოქა ქმნის.

თუ ჩვენი ერის წარსული ეპოქა ^ჩოხოსანმა და წვერ-ულვაშით დამშვენებულმა ადამიანებმა შექმნეს, დღევანდელობას ჩვენ ვქმნით , ახალი თაობა, მერე რა რომ დახეული ჯინსებითა და “ჩინური კედებით” ვიწონებთ თავს 😀 , მომავალი მაინც ჩვენია და გზა გაგვიხსენით! აი ასე !

ეპოქას ზოგჯერ ადამიანი ქმნის, ზოგჯერ მისი შემოქმედება !

მაგალითისთვის რენესანსი ავიღოთ,იგი გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას.აღორძინების ხანის შემოქმედნი :ლეონარდო,რაფაელი,მიქელანჯელო,ბოტიჩელი,პეტრარკა,ბოკაჩო,დანტე ალიგიერი დარჩნენ ისტორიას, როგორც ეპოქის ავტორნი..ხოლო მათი შემოქმედება ისტორიამ ეპოქის შემქმნელად შერაცხა!

ბოტიჩელი

^ ლეონარდო დავინჩი

რაფაელი

მიქელანჯელო

ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთი, ამათუიმ ცივილიზაციას ეკუთვნის… ცივილიზაციას კი ევოლუციონერი ერები, შემოქმედნი და შემოქმედებანი ქმნიან.

^ ადრე გრძნობებისთვის ასე იბრძოდნენ… 🙂 დღეს კი …………. 😀 დღეს “იბრძვიან” !

ადრე ასე თამაშობდნენ

ახლა ასე

ადრე ადრე იყო ახლა კი მხოლოდ ადრეა,მოკლედ ადრეა ! 😛

მეც ადრიანად გემშვიდობებით !
ნია ჭუმბურიძე(anoonymouss)

Advertisements

About anoonymouss

https://anoonymouss.wordpress.com/ Be my follower
This entry was posted in თანამედროვე ეპოქა. Bookmark the permalink.

9 Responses to ადამიანი ქმნის ეპოქას, თუ თავად ეპოქა ქმნის ადამიანს -საკითხავი აი ეს არის?!!

  1. donaldo2191 ამბობს:

    shen girchevnia adre adre iyoos?

  2. glamtaia ამბობს:

    რა თქამ უნდა ადამიანი ქმნის ეპოქას მაგრამ ერა ერთი ადამიანი არამედ მთელი ჯგუფი, ნელ-ნელა . . . დროთა განმავლობაში :))

  3. agatako ამბობს:

    კარგია ნია 🙂

  4. გრაფინია ამბობს:

    ძალიან საინტერესო პარალელებია, მომწონს : )

  5. Sgt. Pepper ამბობს:

    საინტერესო და ინფორმატიული ექსკურსია… მომეწონა 🙂

  6. გამოხმაურება: ოთარ ჭილაძე: “ქართული მწერლობა მონობაშია შექმნილი, მხოლოდ თავისუფალი ადამიანებისთვის”. « &q

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s