ჩვენც ბრმები ვართ !!!

იცით რაზე ოცნებობენ ყველაზე მეტად?- თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის განცდაზე.იცით რას არიან მოკლებულნი?- ყველაფერ ამქვეყნიურ განცდას.იცით რა სურთ? – ის, რაც ჩვენთვის ყველაზე უბრალო და ელემენტარულია.გგონიათ ფიზიკურად დატყვევებულ,პატიმარ ან უფლებაშელახულ ადამიანებზე ვაპირებ საუბარს? მაშინ ცდებით!..
ან იქნებ არ ცდებით?!! ტყვეობა,რომელშიც ისინი მთელ ცხოვრებას ატარებენ,ხომ ყველაზე დიდი სასჯელია. ყველაზე ბინძურ,ბნელ და ჯოჯოხეთურ საპყრობილეზე უარესია. 😦 ეს ადამიანები განგების პატიმრები არიან და ისჯებიან არაამქვეყნიური სისასტიკით… განა მართალს არ ვამბობ?!! განა ყველაზე მეტად არ იტანჯება ის ადამიანი, ვისაც ‘ბრმას’ ვუწოდებთ?

დიახ! ჩემი დღევანდელი პოსტი სწორედ მათ ეძღვნებათ.(მეხამუშება სიტყვა ‘ბრმების’ გამოყენება 😦 )

ერთი წუთით თვალები დახუჭეთ!……………..აბა, რა იგრძენით,რა დაინახეთ? -სიცივე,სიბნელე და უსასრულო, უკუნი სამყარო არა?რომელიც ცარიელია, უგრძნობი…
ეს ერთი წუთიც კი რომელიც თვალ დახუჭულებმა დავყავით,საუკუნედ მოგვეჩვენა და მოგვენატრა ჩვენი ნათელი,ფერადი სამყარო,რომელშიც ვბინადრობთ,მაგრამ რას გრძნობენ ის ადამიანები,რომელთაც შავი სიცარიელის გარდა არაფერი უნახავთ,რომელთაც მთელი თავიანთი ბედკრული ცხოვრება ისე უნდა გაატარონ რომ ვერ იხილონ: <მზე,რომელიც სიცოცხლის წყაროა და ხალისს გვმატებს.


ცა, გამჭვირვალე სარკე,რომელიც სამყაროს სულში გვახედებს.


ახლად ამოსული ბალახის სიმწვანე,რომელიც ყველაზე რეალურ ფერთა გამას ქმნის და არ შეიძლება ადამიანისთვის შთაგონების წყაროს არ წარმოადგენდეს.

ბობოქარი,დაუცხრომელი წყლის მასა,რომელსაც ადამიანზე ბატონობაც კი ძალუძს,რომლის წინაშეც უძლურია თვით შემოქმედი.


ხმელეთი^ ,რომლისთვისაც უფალს არ დაუშურებია სილამაზე.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ იმ ადამიანის ცხოვრება,რომელმაც არ იცის როგორია გარემო,სადაც არსებობს;არ იცის როგორია ადამიანთა მოდგმა; არ იცის როგორია გარეგნულად და ეს ყოველი შინაგანი ‘მე’-ს სიღრმისეულ აღქმაშიც უშლის ხელს, ბრმათა უმრავლესობას საკუთარი თავის პოვნა და ამ სასტიკ სამყაროში დამკვიდრება ძლიერ უჭირს. ისინი ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან,რომლებიც დამოკიდებულნი არიან გვერდშიმდგომ ადამიანებზე ან საერთოდაც >
<- ჯოხზე,რომლის დანიშნულება ამ შემთხვევაში ბრმებისთვის "გზის" გაკვლევაა,თუმცა საინტერესოა რა ან ვინ შეძლებს მათთვის იმ გზის გაკვლევას,რომლითაც ამქვეყნიურ სამყაროში მათ თავიანთი როლი უნდა შეასრულონ.

😦 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დედა,რომელმაც არ იცის როგორია თავისი შვილი?!! იგი მთელ სიცოცხლეს დათმობს, თუნდაც წამის მეასედით რომ შეავლოს თვალი უსაყვარლეს,უძვირფასეს არსებას,რომელიც მისი ნაწილია.
ვერ ხედავენ,თუმცა მთელი არსებით შეიგრძნობენ,შეითვისებენ,იყვარებენ. უყვართ ზებუნებრივად, მისტიურად.

უწევთ ატარონ სათვალე! შავი, მუქი, გაუმჭვირვალე,არაფრისმთქმელი,მოუხეშავი. მალავენ თვალებს…. თვალებს,რომელიც ადამიანის სულის სარკეა,შინაგანი სამყაროს ხილული გამოვლენაა, სამყაროსთან უხილავი ძაფით გადაბმული ორი მნათობია,სადაც ჩვენი
თითოეული ინტერესი,პოზიცია,სიტყვა,შეხედულება,ტკივილი,სიხარული,ბედნიერება, სევდა, წუთი და წამი აისახება.

ისინი თვალებს მალავენ=ჩვენ მათთან კავშირი გვიჭირს=? ?

ნუ დავტოვებთ მათ ასეთ მკაცრ გარემოში ^. ნუ მივცემთ საშუალებას იგრძნონ თავი განსხვავებულად და მიტოვებულად. დავეხმაროთ მათ იცხოვრონ სრულფასოვნად,შევუვსოთ ის სიცარიელე,რომელიც მათ ბუნებამ უსახსოვრა.

სინამდვილეში ჩვენც ბრმები ვართ! ვერ ვხედავთ რეალობას, გვიჭირს გარემოს ნიჰილისტური აღქმა, ვერ ვამჩნევთ ჩვენს გარშემო არსებულ ღირებულებებს. ვერ ვამჩნევთ ნათელ გზას ,რომელსაც უფალი მიგვითითებს და ამის მიუხედავად მაინც გზააცდენილნი დავხეტიალობთ.

გავუწოდოთ დახმარების ხელი ერთმანეთს, ყველანი ხომ ბრმები ვართ.მართალია განსხვავებული ასპექტებით,მაგრამ მაინც, ყველანი ერთნაირები ვართ, დიახ ჩვენ ბრმები ვართ !!!

ნია ჭუმბურიძე(anoonymouss)

Advertisements

About anoonymouss

https://anoonymouss.wordpress.com/ Be my follower
This entry was posted in რეალობა! and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to ჩვენც ბრმები ვართ !!!

  1. tsotnee ამბობს:

    ეჰ! საქმეც ეგაა, რომ ბრმა არ ვარ! ზოგს გონია თუ კი მყარად ვდგავარ დედამიწაზე და ვიცი რა არის რეალობა და არა ზოგადად ცხოვრება, დაუნახავი ვგონივარ! რაც შეეხება ასეთ ბრომობას! ნამდვილად გეთანხმები! კაი ხანია საბრამავებულია ჩევენი სამყარო! 😉

  2. ♥ Miss.Catalan.. ♥ ამბობს:

    იმენა გიჟი პოსტია,ყოჩაღ :))

  3. kamikadze ამბობს:

    mtlianobashi mainc kaia

  4. მოლი ბლუმი ამბობს:

    იშვიათი ემოციით დატვირთული პოსტია.

    ყოჩაღ!

  5. nancygaladriel ამბობს:

    არ ვიცი რა დავწერო,იმდენად მომეწონა.

  6. glamtaia ამბობს:

    მეც მიცდია გამეგო მათი. არ ვიცი გახსოვთ თუ არა მაგარმ იმედზე გადიოდა გადაცემა “დროება” ეს ჰქონდა სიუჟეტი ბრმებზე. მაშინ პატარა ვიყავი და როცა დავხუჭე თვალები, შემეშინდა , რომ ვერასდროს გავაღებდი .

    • anoonymouss ამბობს:

      საშინელებაა,როცა მთელ ცხოვრებას შავბნელ სამყაროში ატარებ…. არა წარმოუდგენელია მაინც როგორ მტკიცედ ეგუებიან თავიანთ რეალობას 😡

      • glamtaia ამბობს:

        ეეეეჰ, გავახელდის მაგივრად გავაღებდი დამიწერია 😉 პირადად მე ვერ შევეგუებოდი . .. შეიძლება თავი მომეკლა

      • glamtaia ამბობს:

        შესაძლებელია . . . მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ბნელში.

  7. glamtaia ამბობს:

    არა, არ მთხოვს არაფერს. ყველაფერი რიგზეა :))

  8. agatako ამბობს:

    ნია ძალიან მომეწონა ❤ ძალიან ემოციური იყო ))
    სად იყავდი აქამდე? :დ ადრე უნდა გაგეკეთებინა ბლოგი 🙂

  9. Sgt. Pepper ამბობს:

    ბრმა-ეს ჩვენ ვუწოდებთ მათ ასე, ისინი-არა. თუმცა მათ შეუძლიათ დაინახონ ის, რასაც ჩვენ ვერასოდეს დავინახავთ, იგრძნონ ის, რაც ჩვენთვის უცხოა. ისინი ხედავენ, მაგრამ ამისთვის თვალები არ სჭირდებათ და თავსაც არასრულფასოვნებად ნამდვილად არ თვლიან. ხანდახან ვფიქრობ, იმ მწარე რეალობას, რაც ირგვლივაა გამეფებული როგორ გავექცე? მე ხომ მისი შეცვლა არ შემიძლია? ამიტომაც ახალ, ჩემ სამყაროს ვიგონებ. მათ ეს არ სჭირდებათ. მათი რეალობა, მათ მიერვე შექმნილი გარემოა.

    • Sgt. Pepper ამბობს:

      ზოგჯერ წარმოდგენა არ გვაქვს ხილულ სამყაროში როგორ ვიცხოვროთ და შავ სამყაროზე ხომ ლაპარაკიც კი ზედმეტია….

  10. faithandyourfuture ამბობს:

    ძალიან მომწონს თქვენი ბლოგი. ორ გვერდს ვეწვიე და ორივე მომეწონა. ნეტავ ბევრი დრო მქონდეს სუყველაფერი დამეთვალიერებინა. 🙂 ლამაზი ფიქრებია ამ გვერდზე…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s