ქალბატონებო და ბატონებო დღევანდელი პოსტი მინდა სახალისო იყოს და ამავდროულად მინდა ის ჩემს საუკეთესო მეგობარს მივუძღვნა.
შენ გეძღვნება დაოო!
ზუსტად 10 წლის წინ.. 2002 წელი/1 სექტემბერი / დილის 9 საათი..
პირველი დღე,პირველი აურზაური,პირველი საფეხური,პირველი მასწავლებელი,პირველი წიგნი,პირველი სიხარული(ეჰ რა გვიხაროდა ეგ ვიცოდე?!!) მოკლედ მიხვდით ალბათ ჩემი და სკოლის პირველ პაემანზე რომ ვწერ. 😀
სკოლის ეზოში უამრავი ჭყიპინა,ლაწირაკა პირველკლასელი ირეოდა.. <მეც მათ შორის გახლლდით… ხო რა იყო? რომელი არ ყოფილხართ ლაწირაკიი? 😀 თვალებს დაბნეულად ვაცეცებდი,მაინტერესებდა სად მოვხვდი (ნეტა წინასწარ ეთქვა ვინმეს 😀 ) ხოდა ამ დაბნეულობაში ერთმა (ჩემნაირმა ლაწირაკმა) გოგონამ მიიქცია ყურადრება,რომელსაც შევატყე არც ისე ძალიან უხაროდა ამ საგიჯეთში მოხვედრა როგორც დანარჩნებს. 😀 … მერე, უეცრად ჩემი პირველი მასწავლებელი გამოვიდა ორ-ორად დაგვაწყო და საკლასო ოთახისკენ გაგვიძღვა. მე და “იმ” გოგონამ ხელი ერთმანეთს ჩავკიდეთ,ხოდა კი დავდივართ დღემდე ასე ხელჩაკიდებულები. ❤
აა,რასაკვირველია გაინტერესებთ “იმ” გოგონას ვინაობაა?.. ახლავე არ დაგაყოვნებთ.
სახელი:ანი მათიაშვილი
ასაკი:15 წლის
დახასიათება:
ლამაზი
კეთილი
ერთგული
მეგობრული
ჰობი:ჩემთან ტლიკინი საათობით,სულისმოუთქმელად/ბუფეტში სიარული
ოცნებობს:თვითონაც არ იცის რაზე
იცის: FACEBOOK-ის გატეხვა,ასე რომ მოერიდეთ 😀
არ იცის: ფიზიკა(დაქალს გავს)
ფობია:ძაღლები,ძაღლები და ისევ ძაღლები (კიდევ ერთი მსგავსება)
საუკეთესო საჩუქარი მისთვის: რაფაელო და ვარდი
რამდენიმე საერთო ფოტოც :ნიანა
3) ეს რაღაც ორიგინალურობის შექმნის მცდელობა (წარუმატებელიი 😀 )
გავაგრძელოთ… ყოველი ერთად გატარებული საათი,წუთი და წამი უფრო ღრმას ხდის ჩვენს მეგობრობას.. უამრავი მსგავსება ხასიათში ,რომელიც ხელს გვიწყობს იმაში რომ ულაპარაკოდ გვესმოდეს ერთმანეთის,ხსირად პარადოქსულია.. ახლი კი მინდა პატარ-პატარა “JOKE”ების სახით მიმოვიხილო ჩვენი ცხოვრებისეული ჩვეულებები და უნარებიი (უუ,ჩვენ ძალიან უნარიანები ვართ :D)
მაშ ასე,წარმოგიდგენთ ნიანასეულ წეს-კანონებს!!!
წესი პირველი-გაიქეცი მაშინაც კი თუ ძაღლი შენგან 10 მეტრის მოშორებოითაა (არ აქვს მნიშვნელობა როგორია ძაღლი) თუ გინდ ასეთი
წესი მეორე- შეხედე მანდატურს ასეტი თვალებით,რათა აირიდო რისხვა,თუ გაკვეთილზე დაიგვიანებ.
წესი მესამე-ეცადე პირველ გაკვეთილზე ასე არ გამოიყურებოდე (თუმცა ეს კანონი დარღვევებს ექვემდებარება )
წესი მეოთხე-შეამოწმე ჯურნალი კვირაში ერთხელ მაინც,რა იცი იქნება რუსულის მასწავლებელს ხელი წაუცდა 😀
წესი მეხუთე-გეშინოდეს ბიოლოგიის საკონტროლოს წინ და მერეც
წესი მეექვსე-დაიმახსოვრე სიზმრები შენი,რათა აუწყო ყოველი იგი დაქალსა შენსა
წესი მეშვიდე- სკოლამდე შეიარე პოპულში და წამომიღე
წესი მერვე- აღარასდროს შემადარო ამას! 😀 ( ხშირად მადარებს და ვგავარ მართლაა? )
წესი მეცხრე-მეშვიდე გაკვეთილზე,როცა დაღლილი და მშიერი ხარ იოცნებე მხოლოდ ამაზე
წესი მეათე-არასდროს დაჯდე ამ გიჟობაზე.. (მერე მე უნდა ვიწვალო შენ ჩამოყვანაზე) ვერ ვუყურებ ისე მეშინია ფოტოზეც კი
წესი მეთერთმეტე-არასდროს ჩაიქნიო ხელი ოცნებაზე,რომ ერთ დღეს შატალოზე აქ წავალთ
წესი მეთორმეტე-თუ ასეთის ყიდვას დამასწრებ,მათხოვებ ხოლმე
წესი მეცამეტე- გადახედე,შეითვისე და შეიყვარე ზემოთ აღნიშნული წესები!
გაინტერესებთ რა კითხვა გვაწუხებს გამუდმებით? რატოომ? თქვენ ხომ ვერ მეტყვით? – ვერაა? კაი.. 😀
ის გითხარით განსაკუთრებით ფიზიკა-ქიმიით რომ ვართ დაინტერესებულიი? არაა? მაშინ ახლა გეტყვით.. გვიყვარს ეს ორი საგანი უგონოდ, უსაზღვროდ.. და ჩვენი ფიზიკის მასწი ლავრენტიც.. ❤ მოკითხვა მასწ 😀
წესი საბოლოო- ისწავლე ,რათა მიაგნო ჭეშმარიტებას!
სწავლის ძირი მწარე არის,კენწეროში გატკბილდებისო–> გაგონილი გვაქვს ხოდა ჩვენც სხვა რა გზა დაგვრჩენია ვსწავლობთ და ვიღწვით,რათა დავიმკვიდროთ სამკვიდრებელი ჩვენი !!!
***
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,
თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით…
ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,
დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა…
ღრუბლებს გაჰყვა… სად ვეძებო, სადა? <<< ჟენ ჟემოგევლე არსად გაფრინდე , არ მაქვს შენი ძებნის თავი,ისედაც ძლივს გიპოვე 😀
რაღაც მეტიჩრობა პოსტუკა გამომივიდა,მაგარმ წერის დროს მაგრად გავერთე და ბევრი ვიხალისე, იმედია თქვენც იხალისებთ და "დედა ვერ არის ეს ბავშვი დალაგებული"-ს შთაბეჭდილება არ დაგრჩებათ ჩემზე..
აბა გავიქეცი ახლა.. და მალე დაგიბრუნდებით ისევ ფილოსოფიურ-მელანქოლიური პოსტებით !
თქვენი ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss) >> ამჯერად შენთვის დაოო!
ვიხალისე 😀 საოცრად თბილი და მხიარული პოსტია 🙂 და ლამაზები ხართ ორივე 😉
უთბილესი, ძალიან მხიარული და საყვარელი 🙂 წარმომიდგენია, შენს მეგობარს როგორ გაუხარდება…
მოლის ალბათ განსაკუთრებით მოეწონა პოსტი და სენი მეგობარიც :)) კრუასანი ჰყვარებია :))
ხოო seven days – ის კრუასანიი 😀
ra kargi iyoo daooo dzalian momewona mikvarxaaar yvelaperze metaaad chemi cxvoreba xar ❤
1997 წლის 1 სექტემბერი და ჩემი მეგობრის შეშინებულ-დაბნეული სახე გამახსენდა 😀 სამწუხაროდ, მეთერთმეტე წესი ოცნებად დაგვრჩა 😀
კარგია ძალია! 🙂 😀 😀 😀 შენი მეგობრის წესები მაგრად მომეწონა! 😉
ხოო არაჩვეულებრივი წესებია, ეგ რომ დაიცვაა მიაღწევ წარმატებას და გახდები “პეზიდენტიიიი” 😀 😀 😀
ჰაჰა :))))
ძალიან მხიარული პოსტი იყო. წმინდად “დაქალური” :))))
ჩემები გამახსენდნენ ❤ მაგრამ ცემები ეხლა აგიბერენ და მაგათი ბავშვები გადამრევენ ვატყობ :)))
Ra kargebi xart :** sul ertad yofnas gisurvebt <3<3
რა საყვარელი პოსტია.
მესიამოვნა წაკითხვა. ^^