წიგნი და ჩემი ათეული !

მომენატრა აქ წკაპუნი, ხოდა აი დრო გამოვნახე menu->new->post და უკვე პოსტს ვწერ. უფროსწორად იმ წიგნთა ათეულის შედგენას ვაპირებ რომლის წაკითხვაც დაგეგმილი მაქვს და უახლოესი 1 თვის მანძილზე ათივეს ჩავამთავრებ. არდადეგებიც იწყება, საქმე არაფერი მექნება. გარეთ თოვლი, სახლში სითბო….. რა სჯობს ჩავუჯდები და გადავეშვები წარმოსახვით სამყაროში. ჩემი წიგნის კითვის პროცესი მართლაც რომ ფანტეზის სამყაროში მოგზაურობასა და უკიდეგანო სიზმრებთან ასოცირდება. წიგნის კითხვა სიჩუმეში მიყვარს, სადაც გარეშე ხმებისგან დაზღვეული ვარ, გონებას კი მეტი გასაქანი აქვს იფიქროს , გაანალიზოს და დაიმახსოვროს ის ძირეული რამ რასაც ესა თუ ის შემოქმედი გვთავაზობს მის მიერ შეთხზული ნაწარმოებით… არ გქნონიათ შემთხვევა როდესაც წიგნის რომელიმე ფრაგმენტი ისე მოგწონებიათ რამდენჯერმე ხელახლა გადაგეკითხათ, თითქმის ზეპირად გესწავლათ და წუთიერი დაყოვნებით წარმოსახვაში გაგეცოცხლებინათ ის პერსონა,მოვლენა ან გრძნობებისა და ემოციების დაუოკებელი მისწრაფებანი რაც წიგნშია გადმოცემული. მაინც რა საოცარია არა? ადამიანს ძალუძს თეთრზე შავით, ყოველგვარი ფუნდამენტურობის გარეშე ისეტი სამყარო დახატოს,რომელიც ჩვენს რეალობაში არ არსებობს,რომელიც ჩვენთვის ზეციურია,შემაშფოთებელია,დამაფიქრებელია,სანატრელია და ხშირად ეს ყოველი ჩვენზე ისეთ ზემოქმედებას ახდენს რომ რეალური სამყაროდან და აქაური გარემოდან გვწყვეტს და გადაგვისვრის სადმე ფერად ან შავ-თეთრ,ნათელ ან ბნელ უკუნში, მშვიდობიან სამყოფელსა თუ ომისა და დაუდევრობის ქარცეცხლში… გადაგვისვრის და ცდილობს იქვე ჩაგვტოვოს, მაგრამ ჩევნ მაინც ვუბრუნდებით ამ ერთფეროვან, გაყინულ სამყაროს და გვენატრება ის წამები როცა ვმოგზაურობდით ზებუნებრივ სიტყვათა კორიანტელში და აი ვცდილობთ ხელმეორედ გავემგზავროთ იქ, ამიტომ კვლავ მივუბრუნდებით რჩეულ წიგნს , მაგრამ ვერ ვბრუნდებით! რა ხდება ! გზები ჩაიკეტა?!! წარმოსახვას გასაქანი არ ეძლევა, ჩავრციით? შემოგვიშვით! კიდევ ერთხელ!<- გვეუფლება სასოწარკვეთა , მაგრამ არა მაინც გაშეშებულნი ვართ ვერ ვუბრუნდებით ხელმეორედ იმ ადგილს, იმ საოცრებათა ქვეყანას,რომელიც ჩვენს მეხსიერებაში დაილექა და ეს ყველაფერი იცით რატომ ხდება ? -იმიტომ რომ პირველად წაკითხულის შთაბეჭდილებას,ემოციებს,გრძნობებს ვერ დავიბრუნებთ. ამიტომ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში უნდა შევეცადოთ რაც შეიძლება ბევრჯერ გამოვცადოთ ის, თუ როგორია წიგნთან შეხების პირველადი შთაბეჭდილება! შთაბეჭდილება დროში მოგზაურობისა, თაობებთან ჭიდილისა,სტერეოტიპების მსხვრევისა და ერთი სიტყვით თავისუფალ სივრცეში მოგზაურობისა,სადაც სრული ქაოსია!

სიტყვა გამიგრძელდა. ამის დაწერას არც ვაპირებდი,მხოლოდ ათეულის შედგენისთვის შემოვირბინე,მაგრამ ასე რომ ვთქვა შემომეწერა პოსტი 😀
კარგი ახლა საქმეზე გადავალ…. ბრბრბრრრრრრ აი ჩემი ათეულიც:

ნომერი 1 (უმბერტო ეკო “ვარდის სახელი”

მკვლელობები მონასტრის ბიბლიოთეკაში შენახულ საიდუმლო სიბრძნის შემცველ წიგნს უკავშირდება, რომლის ხელში ჩაგდების მსურველებიც უცნაურ ვითარებაში იღუპებიან. ჩემი აზრით საინტერესო იქნება შუა საუკუნეებში გამგზავრება და იმის გამოძიება თუ ვინ ან რა არის დამნაშავე ამ შავბნელ და საიდუმლოებით მოცულ საქმეში.

ნომერი 2 (კატარინა მასეტი “ტიპი მეზობელი საფლავიდან” )

ორიგინალურია არა? სასაფლაოზე დაწყებული ურთიერთობა და ინტრიგა თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ნომერი 3 (თომას მანის “ბუდენბროკები”

ირონია იგრძნობა პირველი გვერდიდანვე რასაც თვალი გადავავლე , + ჩემი შეხედულებაც ამ ეპოქისადმი. წინასიტყვაობაც საინტერესო ჩანს:თომას მანი “ბუდენბროკებს” პესიმისტური იუმორით გაჯღენთილ წიგნს უწოდებდა.რომანში ასახულ უიმედო,ნაღვლიანი განწყობილებით აღსავსე სამყაროში მწერალს მხოლოდ ერთი შესაძლებლობა რჩებოდა ჰუმანიზმის დაცვისა.და რა ამას წიგნიდან გავიგებ.

ნომერი 4 (მარიო პიუზო “ნათლია” ამის მიხედვით გადაღებული ფილმი ხალხმა რატომღაც “ნათლიმამად” მონათლა.ალბათ იმიტომ,რომ მთავარი გმირი ერთდროულად დაუკავშირეს მამასაც და ნათლიასაც. საინტერესოა იმის გაგება თავად ავტორი როგორ დაგვიხატავს ამ პერსონას.

ნომერი 5 (რობერტ კონკვესტის “დიდი ტერორი” )

ნუ რა ვქნა, ვერ ვეშვები სტალინს და სსრკ-ს და მომკალით 😀 ალბათ მალე დისერტაციას დავწერ ამ ეპოქაზე 😀 <<რა თამამი განცხადებაა.

ნომერი 6 -(ონორე დე ბალზაკი " 30 წლის ქალი"

პარალელები,პარალელები,პარაელლები აი რატომ მიმიზიდა ამ წიგნმა, იმედია ბევრის მომცემი არმოჩნდება და არა ფუჭი სიტყვების რახარუხი…მაგრამ რომელ ფუჭ სიტყვებზეა საუბარი ეს ხომ ბალზაკია.

ნომერი 7 -(გუსტავ ფლობერი “მადამ ბოვარი”
ამის შესახებ რა გითხრათ წარმოდგენაც არ მაქვს, მაგრამ მგონი კარგი უნდა იყოს,რას იტყვით??

ნომერი 8 (ონორე დე ბალზაკი “შაგრენის ტყავი” )
აი კვლავ ბალზაკი. “შაგრენის ტყავის” მტავარი იდეა ერთდროულად ძველთაძველიც არის და მარად ახალიც- დაპირისპირება სურვილსა და შესაძლებლობას,რეალურსა და წარმოსახულს შორის ეს ყოველი რათქმაუნდა საინტერესო წარმოსახვით მოგზაურობას გვპირდება შოერულ დროში.

ნომერი 9 (ჰერმან ჰესე "ტრამალის მგელი"

წინასიტყვაობა ასეთია: „ ეს კაცი … სულს გვიფორიაქებდა , ლოდივით გვაწვა გულზე და , გულახდილად რომ გითხრათ , ამ გრძნობას დღემდე თავი ვერა და ვერ დავაღწიე . ტრამალის მგელს ღამღამობით ახლაც ვხედავ ხოლმე სიზმარში და ვგრძნობ , რომ თვით მისი არსებობაც კი თითქოს მბოჭავს და სულის სიმშვიდეს მაკარგვინებს , თუმცა კი ნამდვილად ძალიან მიყვარს .“ საინტერესოა როგრო შთაბეჭდილებას მოახდენს ტრამალის მგელი ჩემზე.

ნომერი 10 (სტიგ ლარსონი “გოგონა დრაკონის ტატუთი”

როგორც იქნა ხელში ჩავიგდე ხოდა ჩავუჯდები ცოტა ხანში… რას იტყვით კარგიაა???

სულ ეს იყო….

ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss)

About anoonymouss

https://anoonymouss.wordpress.com/ Be my follower
This entry was posted in წიგნები and tagged , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to წიგნი და ჩემი ათეული !

  1. მოლი ბლუმი ამბობს:

    ნათლიმამად იმათ მონათლეს, ვინც ამ ორი სიტყვის მნიშვნელობა არ იცის. ნათლია სხვაა, ნათლიმამა სხვა.

    ეკოს, მასეტის, პიუზოს და ლარსონს – პლიუსები. მეც მომწონს.

  2. Kejeradze ამბობს:

    ჰესე, ჰესე 🙂 ამ ადამიანის მიმართ გულგრილი არ ვარ 🙂
    “დიდ ტერორს” დავიმახსოვრებ. მაინტერესებს საბჭოთა ეპოქა…

    • anoonymouss ამბობს:

      თუ გაინტერესესბ კიდევ სემილია გირციო ის რაც მე უკვე წავიკითხე.მაგალიტად ზალიან კარგიასტივენ ჯონსის “socializm in georgian colors”
      მიკლოს კანის “stalin:an unknown portrait”

  3. rockermelomank ამბობს:

    ბოლოშიღა მივხვდი რომ არ წაგიკითხია და წაკითხვას აპირებ :დ მე მხოლოდ ბალზაკი, ფლობერი, ჰესე, პიუზო და მანი მაქვს წაკითხული აქედან და ყველა ძალიან მომწონს (მეტ ნაკლებად მაგრამ ყველა მომწონს), დანარჩენების რა გითხრა.. :დ მარტო ის მაინტერესებს ეს სია როგორ შექმენი? ეს წიგნები ჩაგივარდა ხელში ეხლა თი ვინმემ გირჩია? ჟანრობრივად იმხელა სხვაობაა რომ.. :დ

  4. katerina ამბობს:

    1,7 და 9 🙂 დანარჩენს ამოვაგდებდი. მაგრამ ალბათ წაკითხვა მაინც ღირს. ძალიან მრცხვენია ამის, მაგრამ ვერა და ვერ შევიყვარე თომას მანი. ვიცი, რომ დიდი მწერალია, მაგრამ რა ვქნა, ძალიან შორს არის ჩემგან და ვერა და ვერ მოვიახლოვე.

  5. Lord Vader ამბობს:

    არც ერთი არ დაემთხვა ჩემ სიას 🙂

  6. vasasi ამბობს:

    მდაჰ…

    1. უმბერტო ეკოს იმხელა პერო აქვს ამ რომანში გაჩრილი, მე მგონი, მთელ მის ნათესაობას ეყოფა. ძალიან რთული წიგნია მათთვის, ვინც ელემენტარულ დონეზე მაინც არ იცნობს შუა საუკუნეების რომაულ ეკლესიას: http://www.vasassi.com/2011/05/blog-post_12.html
    2. მე პლუსს ვაძლევ ამ წიგნს, მომწონს ფრიად მიუხედევად იმისა, რომ ფემინიზმზე უაზრო ქადაგებით არის გამოტენილი.
    3. ბუდენბროკები არის კარგი;
    5. პიუზო არ წამიკითხავს, სამაგიეროდ, “რვაფეხას” გირჩევ.. 😀
    6. არც ეს წიგნი წამიკითხავს;
    7. არც ეს;
    8. ლეღვობაა ჩვეულებრივად. ამ სტლში გაცილებით უკეთესია “წითელი და შავი”;
    9. ძალიან რთულია და ფსიქოლოგიური. ზოგადად, ჰესეა ასეთი მწერალი.. 🙂
    10. კანფეტია, მზესუმზირა, ნუ, განსატვირთად წავა.. 🙂

    • Lord Vader ამბობს:

      მაიცა წითელი და შავი შაგრენის ტყავის სტილში რატოა?
      დორიან გრესი პორტრეტი რომ გეთქვა კიდე ჰო…

      მე წითელი და შავი არ წამიკითხავს, მარა ფილმი მაქვს ნანახი 🙂 აშკარად სხვა პონტია. ჩვეულებრივი იმდორინდელი ლეღვობა.
      და საერთოდ სტენდალი ერთი კუანა მწერალი იყო მამენტ მეტი არაფერი.
      ბალზაკი ფიგურაა.

  7. tsotnee ამბობს:

    ეკო და ლარსონის ეს 2 ნაწარმოები წაკითხული მაქვს. ორივე მაგარია <3.

  8. glamtaia ამბობს:

    კარგი სიაა 🙂 წაიკითხე და გაგვიზიარე შენი შეხედულებები 🙂

  9. Elisoon ამბობს:

    p.s sheni 10 usayvarelis wignic mainteresbes:)))))

  10. dada ამბობს:

    n5 არ ვიცი და ვერაფელს გეტყვი დანარჩენები ძალიან კარგია განსაკუთრებით შაგრენის ტყავს და ტრამალის მგელს გამოვყოფდი, და გირჩევ თუ არ გაქვს წაკითხული ბეგბედერის და კენ კიზის ნამდვილად გაგამდიდრებს აზრობრივად…

    P.S. იმ კომენტარის ავტორს არ დავეთანხმები, სხვადასხვა ჟანრის და სირთულის წიგნების წაკითხვას აქვს სწორედ დიდი მუგამი და ინტერესი.

Leave a reply to tsotnee კომენტარის გაუქმება