დიქტატორთა ჭიდილი – უდანაშაულო მსხვერპლი!!!

1913 წელი.. ვენა.. ფრანც-იოზეფის შონბრუნის სასახლის პარკი..ორი დაუდევრად ჩაცმული,ტანდაბალი ფიგურა მაშინ ყოველდღიურად სეირნობდა ამ ადგილას.. ორი შეუნიღბავი პიროვნება რომლებიც ვინ იცის რამდენჯერ ჩაუვლიდა ერთმენთს პარკში სეირნობისას,თუმცა არასდროს გამოლაპარაკებიან ერთურთს…ვინ წარმოიდგენდა,რომ ერთი მათგანი რამდენიმე წელიწადში შექმნიდა მსოფლიოს პირველ მარქსისტულ ხელისუფლებას, ხოლო მეორე მათგანი რასისტული იდეოლოგიის მადომინირებელ იმპერიას.ვინ იფიქრებდა რომ სწორედ ეს ორი პირი სიცოცხლის ბოლომდე მილიონობით ადამიანის სოცოცხლეს შესწირავდა თავიანთ უტოპიურ იდეებს.
ვენა… ფრანც-იოზეფის სასახლის პარკი და 2 მსოფლიოს მომავალი დიქტატორი… მიხვდით ალბათ საუბარია იოსებ (ბესარიონის ძე) ჯუღაშვილზე , იგივე ‘სტალინსა’ და ადოლფ (ალოის ძე) ჰიტლერზე. საუბარია პატარა ‘დიდ’ ადამიანებზე , რომლებმაც შეძრეს მსოფლიო.

გსმენიათ სტალინის ახალგაზრდობაზე? მის ბავშვობაზე? წლებზე რომელიც მან გორში გაატარა და წლები რომლებმაც სტალინის თქმით მას მხოლოდ ფიზიკური ნაკლოვანებები დაუტოვეს?

იოსები თავისი მშობლებისთვის მესამე ვაჟი იყო, მისი წინამორბედი ვაჟები კეკესა(სტალინის დედა) და ბესოს დაეღუპათ,ამიტომ სტალინი მათთვის განსაკუთრებული საჩუქარი იყო ღვთისგან.. იოსები ფიზიკური ნაკლოვანებით დაიბადა. დიახ მას ფეხის თითებს შორის აპკი ჰქონდა , რაც მუდამ ხელს უშლიდა მას სიარულში და სიცოცხლის ბოლომდე აკომპლექსებდა.. სტალინს 8 წლის ასაკში გორში გავრცელებული ყვავილი შეხვდა,რამაც პატარა კობას სამუდამოდ დაამჩნია კვალი.. მისი ნაყვავილარი სახე კიდევ ერთ დამაკომპლექსებელ საბაბს წაროადგენდა სტალინისთვის… სკოლის ასაკში საგზაო შემთხვევისას დაზიანებული ხელი, რომელიც არასრულფასოვანი მკურნალობის შედეგად დეფორმირდა და დაუინვალიდდა სტალინისთვის ყველაზე მეტად დამრთგუნველი იყო, მთელი ცხოვრება რცხვენოდა თავისი მოკლე ხელის გამო რომელსაც თითქმის ვერ ამოძრავებდა. ამასთანავე მთელი ბავშვობა იოსებს თავისი ლოთი მამა ე.წ ‘გიჯი ბესო’ გამუდმებით სცემდა უმიზეზოდ, რამაც პატარა კობას შინაგანი უსამართლობის შეგრძნება ჩამოუყალიბა, რამაც როგორც ჩანს მის სულში სამუდამო სამყოფელი ჰპოვა და სტალინის იმიზეზო და უმიზნო აგრესიული მოქმედება მომავალი დიქტატორობის პირიოდში შეიძლება განგებაზე შურისძიებათაც კი მივიჩნიოთ.განგებაზე,რომელმაც სტალინს ცუდი ბავშვობა და ლოთი მამა არგუნა.


სტალინი სულით პოლიტიკოსი და დიქტატორი იყო… მის ნიჭს წარმოადგენდა თვისება ლიდერობისა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებდა ამძვრალიყო ხელისუფლების მწვერვალზე, მაშინ როცა მწვერვალზე ასვლას მასთან ერთად სხვა არაერთი ბევრად გამოცდილი, დამსახურებული და სასურველი კანდიდატი ცდილობდა.. სემინარიელმა ჭაბუკმა შეძლო უკან ჩამოეტოვებინა მოწინააღმდეგენი , დაეგმო ყვეალს შეხედულებები ; თვით მისი ‘მასწავლებლი’ ლენინის იდეალოგიაც კი დაჩაბნა და რევოლუციის შემდეგ სრულიად დამოუკიდებელი ინიციატივებით დაიწყო მოქმედება. ამას ხელი შეუწყო ერთმა გარემოებამ,რომ ხალხს სტალინის სჯეროდა, ვინაიდან სტალინი ლენინისგან განსხავებით კარგი ორატორი იყო და ისე შეეძლო ხალხის დარწმუნება საკუთარ სიმართლეში, რომ მასში ეჭვი არავის შეჰქონდა.

სტალინი თავის თავს ციმბირელს უწოდებდა,ციმბირში გატარებული 2 წლის გამო. ციმბირში 28 წლის სტალინმა რომანი გააბა 13 წლის ლიდია პერაპრიგინასთან,რომელმაც სტალინს უკანონო ვაჯი გაუჩინა,თუმცა სტალინმა მსგავსად სხვა უკანონო შვილებისა(რაც მას მრავლად ჰყავდა) არც ლიდიას ვაჟი აღიარა.

თუ გადავხედავთ სტალინის სასიყვარულო ურთიერთობებს მთელი ცხოვერბის მანძილზე, 50-ზე მეტი რომანის დასახელებას შევძლებთ. მათგან ძალიან ბევრი სტალინს არასრულწლოვან და მასზე ასაკით პატარა გოგონებთან ჰქონდა, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს რომ სტალინი ნახევარი პიროვნებით პედოფილი იყო.. თან ამას იმ ფაქტსაც თუ დავუკავშირებთ,რომ სტალინს იდეალური ურთიერთობები ჰქონდა თავისი მეგობრების პატარა ქალიშვილებთან…. თავისი მემუარების ერთ ეპიზოდში სტალინი წერს,რომ ერთ ერთი ძმაკაცის პატარა გოგონას იგი დედაზე მეტად უყვარდა და დარწმუნებული იყო,რომ თუ დედა და კობა გოგონას ერთდროულად დაუძახებდნენ გოგონა აუცილებლად სტალინისკენ გაიქცეოდა… იქნებ ეს ყოველი მხოლოდ და მხოლოდ სტალინის თანდაყოლილი მომნუსხველობის ბრალია.. ვინ იცის….სტალინსა და თავის პირველ და მეორე ცოლებს შორისაც დიდი ასაკობრივი ზღვარი იყო…ნაყვავილარ სახიანი სტალინი ძალინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა სუსტი სქესის წარმომადგენლებში და ქალებს ყოველთვის მოსწონდათ კავკასიური გარეგნობის გორელი კობა.

სტალინი – ისტორიამ შერაცხა ნეგატიურ პერსონად!! მაშინ რატომ იყო, რომ იგი უყვარდა ხალხს, მთელ პოსტ საბჭოთა სივრცეში?!! საკვირველია ფაქტები, იმისა თუ როგორ განიცადა ხალხმა სტალინის გარდაცვალება. ცრემლი ახრჩობდა ადამიანებს,რომელთა ახლობლები,მეზობლები, მეგობრები, მეუღლეები და შვილები სწორედ სტალინის არამიზნობრივ,უტოპიურ იდეებს შეეწირნენ. ნუთუ ამ ადამიანს ქონდა ნიჭი იმისა,რომ ერთდროულად საძულველიც და საყვარელიც ყოფილიყო საზოგადოებისთვის.ყველაფრის მიუხედავად დღევანდელი გადმოსახედიდან სტალინი მაინც – ბოროტების სიმბოლოა!..

ადოლფ ჰიტლერი 1889 წელს ზემო ავსტრიის სასზღვრო ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში დაიბადა. მამამისი ალოის ჰიტლერი საბაჟოს მოხელე იყო, დედა – კლარა ალოისის ბიძაშვილისშვილი. ადოლფი მშობლების მეოთხე შვილი იყო. ალოის ჰიტლერის 6 შვილიდან მხოლოდ ადოლფმა და პაულამ მიაღწიეს ზრდასრულ ასაკამდე. გარდა ამისა ალოის ჰიტლერს 2 უკანონო შვილი ჰყავდა – ალოის უმცროსი და ანგელა.
«მაინ კამპფში» ჰიტლერი მამას ახასიათებს, როგორც ტირანს. თუმცა არცერთი სხვა წყარო იმას არ ადასტურებს რომ ალოისი იმაზე მკაცრი მამა ყოფილიყო, ვიდრე ეს მაშინდელ დროში იყო მიღებული.თუმცა ცნობილია,რომ სტალინის მსგავსად ადოლფსაც ხსირად სცემდა ლოთი მამა, რის გამოც ჰიტლერიც შერყეული ფსიქიკით ხასიათდებოდა ბავშვობაში და ამ ფაქტმა შესაბამისი გავკლენაც იქონია ადოლფის მოღვაწეობაზე.

პარალელების გავლება ამ ორ ტირანს შორის მრავალჯერ უცდიათ… აღსანიშნავია ებრაელების მიმართ მათი ერთგვარი-თუ არაერთგვარი დამოკიდებულება, რაშიც ვგულისხმობ იმ ფაქტს,რომ ჰიტლერსა და სტალინს სხვადასხვანაირად ეზიზღებოდა ეს ერი. ებრაელები გულს ურევდა და აღიზიანებდა ჰიტლერს და ხელს უშლიდა სტალინს. ჰიტლერისთვის ზედმეტად ძლიერი რასა იყო,სტალინისთვის კი არასრულფასოვანი,როგორც ერი.
ჰიტლერმა თავისი იერიში სწორედ ებრაელებისკენ მიმართა და მტელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უსასტიკესი დევნა გამოუცხადა ამ ერს. სრულფასოვნების დაავადებით შეპყრობილი ეს სასტიკი და ამავდროულად ფსიქიკურად არაჯანმრთელი პიროვნება თავისი იდეებით დაუპირისპირდა არასრულფასოვნების კომპლესსით შეპყრობილ სტალინს. “მსოფლიოს მბრძანებლის” ტიტულის მოსაპოვებლად მათ გადასრისეს ათასობით მილიონი ადამიანი,არსება და ყველა ადამიანური ღირსება დაგმეს.

იბადებიან ადამიანი- მესიები და იბადებიან ადამიანები,რომლებიც სამყაროს ევლინებიან იმისთვის რომ მოიტანონ ტანჯვა,ვაება,წამება,ნგრევა,მსხვერპლი,ფატალური შედეგები და საავტორო ბეჭდები,რომლითაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტოვებენ საკუთარ ანაბეჭდს. იმ ანაბეჭდსა და კვალს,რომლის ტარება უდანაშაულო მსხვერპლს უწევს. მაგრამ არიან კი ისინი უდანაშაულონი?!!მათ ხომ მისცეს საშუალება ჰიტლერს (სტალინს) მიწასთან გაესწორებინა ყოველი… ნუთუ ასეთი რთული იყო ამ დიქტატორთა სისასტიკის მოგერიება.. გაუჭირდათ თუ უბრალოდ დანებდნენ და საშუალება მისცეს მათ სულებსა და სხეულებზე ებატონათ ტირანებს… წინააღმდეგობა იყო ხალხის მხრიდან, მაგრამ არა შედეგობრივი, ეს იმის ბრალი ხომ არ იყო რომ თავად წინააღმდეგობის გაწევის ძალაც ჩაკლეს ადამიანებში ტირანებმა..
ტირანებმა არა სახელმწიფოებისა, არა მიწისა,არა სხეულებისა არამედ სულებისა…

საბჭოთა კავშირის ფეხაპკიანი დიქტატორი-ანუ ჩვენი გორელი სტალინი და ფსიქიკა შერყეული ჰიტლერი XIX-XX საუკუნებს შავი ჭირივით მოევლინნენ,მოედნენ,შეესისხლხორცნენ,გაბატონდნენ,ძალა გამოაცალეს და მიწასთან გაასწორეს ყოველი .

 

ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss)

Advertisements

About anoonymouss

https://anoonymouss.wordpress.com/ Be my follower
This entry was posted in ისტორია and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to დიქტატორთა ჭიდილი – უდანაშაულო მსხვერპლი!!!

  1. unbroken1243 ამბობს:

    dzalian kargi postia.. bravo me momewona

  2. katerina ამბობს:

    ძალიან სწორი მიდგომა იყო. მეც ერთ საფეხურზე დავაყენებდი მაგათ, ორი მონსტრი, ორი მახინჯი ფსიქიკის ადამიანი, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ სტალინი უფრო მაგარი აღმოჩნდა, ამაზე თუნდაც ომის შედეგები მეტყველებდა 🙂

  3. Kejeradze ამბობს:

    ჩემთვის ეს ორი ადამიანი ბოროტების სიმბოლოა. ვერაფრით ვუგებ ადამიანებს (ძირითადად მათ, ვინც სტალინის ეპოქას მოესწრო), რომლებსაც სტალინი ჰიტლერთან შედარებით “ანგელოზი” ჰგონიათ.

  4. ლაშა ბაშარული ამბობს:

    ნია, ძალიან მომეწონა, ძალიან საინტერესოდ მსჯელობ, მარტო ერთი მხრიდან არ ცდილობ დაგვანახო ადამიანები,,, ნიჭიერი ხარ :)) :*

  5. tsotnee ამბობს:

    ნამდვილად! დიქტატორი დიქტატორია, მკვლელი მკვლელია და მტარვალი მტარვალია. ორივე ასეთი იყო! 😦

  6. kavteli ამბობს:

    მომეწონა და მიუხედავად იმისა, რომ დიდია ძალიან მალე ჩავიკითხე : ))

  7. nancygaladriel ამბობს:

    კარგი პოსტია.
    ნუ,ასეთ “სერიოზულ”თემებზე დაწერილ პოსტებს ნაკლებად ვეტანები,მაგრამ ეს იმდენად მსუბუქი წასაკითხი იყო რომ ბოლომდე გემრიელად ჩავიკითხე.
    ორი განდიდების მანიით შეპყრობილი იდიოტი–აი რას ვფიქრობ მე ზოგადად ვერ ვიტან მმართველების ხელში დამონებულ ხალხს და ამ შემთხვევაში დამონებული კიარა ნაწამები და განადგურებული იყო ხალხი.

  8. მესაფლავე ამბობს:

    შეგვიძლია დავგმოთ მათი ქმედების პროცესი და შედეგი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მათი პიროვნული და გონებრივი სიძლიერე.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s