უნიღბობა – აი რა გვაშინებს სიბნელეში !!!

ყველა ჩვენგანისთვისაა დამახასიათებელი ესა თუ ის ფობია.მილიარდობით ადამიანი არსებობს და ყველას ეშინია რაღაცის. თუმცა არსებობს ერთი რამ, რისიც სინამდვილეში ყველას გვეშინია. შეიძლება არ დამეთანხმოთ და გაიფიქროთ,რომ სრულიადაც არ გეშინიათ ამის,მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით აღმოაჩენთ,რომ თქვენც შეპყრობილი ხართ უჩვეულო გრძნობითა და რეფლექსური მოქმედებით როდესაც აღმოჩნდებით სიბნელეში…ბნელი,შავი,უკუნი და ბურუსით მოცული ადგილი მუდამ შიშს იწვევდა ადამიანთა სულებში.
გვეშინია ბავშვობის ასაკიდან, ზრდასრულობამდე,სიბერემდე,სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე… საინტერესოა, რით არის გამოწვეული ჩვენში ეს გრძნობა?!! საინტერესოა რა აშინებს ადამიანს ბნელ სამყაროში, განსაკუთრებით მაშინ როცა ის მარტოა?!! ნუთუ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის გვეშინია, თუმცა მარტო ხომ სხვა დროსაც ვართ…მაგრამ არა განსხვავება არსებობს ამ ორს შორის, რადგან როცა მარტონი ვრჩებით ირგვლივ გამაფებულ წყვდიადში სახიდან ყოველგვარი ადამიანურობის გამომხატველი ცინიკური ნიღაბი გვეხსნება, და ვრჩებით უნიღბოდ ცხოველური ინსტიქტების ამარა. სწორედ ეს გვაშინებს… ჩვენი რეალური სახე,რომელიც ასე კარგადაა შენიღბული და სიბნელე ყველანაირად გვფილტრავს,გვიტოვებს მხოლოდ ნამდვილს, რეალურს და აი აქ მჟღავნდება ჩვენი სისუსტე, ადამიანები ხომ ძლიერ ნიღაბს ამოფარებულნი დავიარებით და ამ ნიღბის გარეშე უსუსური, დაუცველი და სააშკარაოზე გამოტანილი უგუნური არსებები ვხვდებით.<<- აი რის გვეშინია, ამის გამო გავურბიართ სიბნელეს,წყვდიადს, იგი ჩვენ გვაშინებს, რადგან ვიცით რომ მის წინასე პირისპირ დარჩენისას ჩვენი საიდუმლოებანი გაიცემა და იმუნური დეფიციტი დაგვატყდება თავს… აი გასაქცევი კი რთული საპოვნელია.დიახ რთულია იპოვო გზა სინათლისკენ… გარეგნულად ნათელ სამყაროს ადვილად ვიპოვნით, მაგრამ იცით რა გაგვიჭირდება?!! სინათლის მოძებნა ჩვენს სულში.

უმეტეს წილად ჩვენი სული ამ სანთელს გავს,რომელიც ობლად ანთია ცივ,შავ და წინააღმდეგობებით აღვსილ გარემოში.და რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს ჩააქროს სუსტმა სიომ(მარცხმა), ნიავმა(სასოწარკვეთამ),ქარმა(შურმა) ან წვიმამ,სეტყვამ და ქარბუქმა ერთად(ბოროტებამ,სისასტიკემ,დაუნდობლობამ).

არ გქონიათ შემთხვევა,როცა დარჩენილხართ სიბნელეში სრულიად მარტო… თავიდან ვერ გრძნობ ვერანაირ შიშს, ვერავითარ საბაბს აღელვებისას. წამები…წუთები… შენს თვალებში ჩამდგარი წყვდიადის ქარცეცხლი და უკვე გეუფლება პირველი ნეგატიური შეგრძნებაც…
გიფიქრიათ იმ მომენტში თუ რაოდენ დაუცველნი ხართ?!! უძლურნი!!! მაგრამ არსებობს კი საფრთხე?!! შიშის საფუძველი?!!

ბავშვობაში სიბნელეში ამათ ^^^ გამო გვეშინოდა, გვჯეროდა და მუდამ ვგრძნობდით მათ სიახლოვეს წყვდიადში მარტო დარჩენისას.

პარადოქსია,მაგრამ დღეს ბავშვობის ასაკიდან გამოსულებს სიბნელეში უმთვარესად ერთი რამ გვაშინებს- ჩვენს რეალურ მესთან შეხვედრა…ჩვენს თავთან პირისპირ დარჩენა და რეალობასთან თვალის გასწორება… თვალის გასწორება და იმის აღიარება,რომ სინამდვილეში მშიშარა,დაბნეული, ნულოვანი წარმონაქმნები ვართ… ეს ასეა!!!

ps: მეც მქონია შემთხვევა,როცა აღმოვჩენილვარ მარტო,ბნელ გარემოში… შიში კი დამუფლებია მხოლოდ მას შემდეგ რაც ფიქრებს ავყოლილვარ, ჩავღრმავებივარ და გამიანალიზებია ზემოთ ხსენებული სინამდვილე.

ნია ჭუმბურიძე(Anoonymouss)

Advertisements

About anoonymouss

https://anoonymouss.wordpress.com/ Be my follower
This entry was posted in რეალობა!, ფობიები and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to უნიღბობა – აი რა გვაშინებს სიბნელეში !!!

  1. glamtaia ამბობს:

    უცნაურია . . . მე პირიქით მგონია. მეშინია სიბნელის იმიტომ რომ მანდ ყველაფერი დაფარულია და არასდროს არ იცი რა გელის მოსახვევში 🙂

  2. tsotnee ამბობს:

    საინტერესოა! 🙂

  3. Elle ამბობს:

    გავიზარდე და არ მეშინია ჩემი თავის. არც სიბნელის, თუ ფეხს არ წამოვკრავ რამეს. ვისვენებ უფრო.
    ისე საინტერესო იდეაა

  4. Chiamaria ამბობს:

    ნაწილობრივ ასეა, მაგრამ რეალურად სიბნელეში სულ სხვა რაღაცეების მეშინია, ვიდრე საკუთარი ნამდვილი სახის : )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s