,,მე — მოხუცი’’

მე — მოხუცი?!! ჩემს წარმოსახვაში რთულია გავაცოცხლო მომავლის ფოტო… ფოტო იმ მომავლისა,რომელიც სამწუხაროდ არ აგვცდება,არ მინდა ფიქრი იმ მომავალზე, იმ დროზე,იმ ეტაპზე როცა დავბერდები(თ). დავბერდები და ეს ბავშვური ცხოვრების ფერადი ეპიზოდები მართლაც ეპიზოდურ მოგონებებად დარჩება ჩემს გულში… ნუთუ გულიც დაბერდება?!! არა ამბობენ გული არასდროს ბერდებაო და მეც ამის მჯერა.. მჯერა და ამ იმედით ვცხოვრობ, არ მინდა გამოვემშვოდობო ჩემს ხალისიან(ჩემებურად) ნათელ, ენერგიულ სამყაროს და გადავინაცვლო სამყაროში სადაც დრო თითქოს გაყინულია,უძრავია, ცივი და უძლურია..ან იმდენად მოძრავია,რომ უკან მოუხედავად მივყავართ სიცოცხლის ბოლო საფეხურამდე. ეს დრო გვაუძლურებს,ძალას გვაცლის, გრძნობებსა და ახლობელ ადამიანებს გვაშორებს.დიახ ეს ჩემი თვალით დანახული მოხუცებულობის პერიოდია. თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენი კეთილი ბებოები და ბაბუები მიუხედავად გარეგნული სიხალისისა და სიცოცხლისადმი პოზიტიური დამოკიდებულებისა, სულიერად სწორედ ასე გრძნობენ თავს, არა იმიტომ რომ ჩვენ მათ ყურადღებას ვაკლებთ,არა იმიტომ რომ ჩვენ ისინი მივატოვეთ,არა იმიტომ რომ მათ ჩვენი სითბო აკლია, არამედ იმიტომ,რომ ისინი თავს დაუცველად და მიტოვებულად გრძნობენ .ვის გამო? რის გამო? -დროის გამო. დიახ დროის გამო,იმ დროის გამო რომელიც მათ წლებს,თვეებს,კვირებს,დღეებს,საათებს,წუთებსა და წამებს ასე დაუნდობლად ართმევდა და აჯილდოებდა მათ ცხოვრების საუკეთესო ან თუნდაც უსიამოვნო მომენტებით, ახლა რას უკეთებს მათ დრო? მართლაც რომ დროული კითხვაა.. დრო მათთვის გაჩერებულია, გაყინულია.. დიახ გაყინულია მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურად.. რატომ ფორმალურად?!! სწორედ დროის ფორმალური გაყინვა იწვევს ადამიანის გულის უბერებლობას, და სწორედ ეს ფორმალურობა აბერებს და ამჭკნობს კაცობრიობის მოდგმის სხეულებს,სახეს..

აი სახეზე გაჩენილი თითოეული ნაოჭი და ხაზი კი ადამიანის სულზე აჩენს ნაპრალს..დროის ” ფორმალური წინსვლა” ამ ნაპრალს დროთა განმავლობაში ზრდის და დიდ,შავ უფსკულად გადააქცევს,რომელშიც თავიდან ფეხებამდე ვეშვებით – ჩვენ, ადამიანები და იქედან ჩვენი ამოყვანა შეუძლებელია.ვარსებობთ ხილულად, მოჩვენებითი ბედნიერებით(შვილები,შვილიშვილები..) მაგრამ სულით კი სწორედ ასეთი შავი ქვესკნელის ძირს ვიმყოფებით. და ერთადერთი ვისგანაც შველას ვითხოვთ “დროა”. დრო კი ყრუა,დრო მუნჯია, დრო უკმეხია, დრო მახინჯია, დრო სარკაზტული იუმორით დაჯილდევებულია და სწორედ ამ სარკაზმით დაგვცინის და გვეთამაშება იგი მთელი ცხოვრების მანძილზე.რა დაცინვა არ გამოსდის? თამაში არ გამოსდის? როცა თავის ნებაზე დავყავართ?!! გვართმევს საყვარელ ადამიანებს, როცა მოუნდება მაშინ გვტკენს გულს, როცა მოუნდება გვახარებს და გვაბედნიერებს, და მთავარი, როცა მოუნდება მაშინ დაგვაყენებს სიბერის გზაზე, გზაზე,რომელიც მოკლე, მუქი და ნოსტალგიით გაჟღენთილია, იმ ნოსტალგიით, რომლითაც მოხუცებს ბავშვობა,ახალგაზრდობა, ადრეული ასაკი, მშობლები, პატარაობა, უზრუნველი ცხოვრება, სიხარულის წამიერი განცდები ენატრებათ…

მეც დავბერდები,შენც,ისიც, თქვენც,ისინიც… ეს ჩვენი მომავალია,ამიტომ უნდა ვეცადოთ , დღეს როცა ახალგაზრდები ვართ და ჩვენს გვერდით მოხუცებული ადამიანები არსებობენ, ყველანაირად დავეხმაროთ მათ კვლავ გაიფერადონ ცხოვრება თუნდაც “ხილულად”,მაგრამ მაინც გაიფერადონ.. დავეხმაროთ ცოტათი მაინც რომ ოდნავ ზევით ამოინაცვლონ ქვესკნელის ძირიდან, ვეცადოთ არ მივცეთ მათ ნოსტალგიის მუდმივი განცდის საშუალება, ნოსტალგიის რომელიც ახალგაზრდებშიც კი სასოწარკვეთას იწვევს.
გვიყვარდეს ჩვენი გვერდით მყოფი ადამიანები,რომლებმაც სიბერეს მიუკაკუნეს, ადამიანები,რომელთაც ჩვენი სიყვარულის მეტი არაფერი სურთ, გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ მათ.. მოვიქცეთ ისე ,როგროც თავად გვსურს რომ მოგვექცნენ,რადგან ვიმეორებ – ეს ჩვენი მომავალია.

ჩვენი აწმყო და მომავალი სწორედ ასე ^^^ მიუყვებიან დროის ხაზს. ხელჩაკიდებულნი,განუშორებელნი,შემჭიდროვებულნი და შეხმატკბილებულნი. აწმყოდან მომავლამდე კი “ძვირფასი დროის” წყალობით ერთი ნაბიჯი გვაშორებს.

თქვენ გგონიათ მოხუცებს არ სტკივათ, ისე როგორც ბავშვებს სტკივათ?!! თქვენ გგონიათ მოხუცებს არ უყვართ ისე როგორც ახალგაზრდებს უყვართ? თქვენ გგონაით მოხუცები არ მოგზაურობენ ღამით ვარდისფერ სიზმრებში,სადაც ფრენაც შეუძლიათ?!! თქვენ ასე ფიქრობთ? მე ასე არ ვფიქრობ და მჯერა რომ მე–მოხუცს ამეტირება სენტიმენტალიზმზე,ისევე როგორ დღეს, მე–მოხუცს მეყვარება ისე როგორც დღეს.(ისე დღეს არავინ არ მიყვარს :p ) მე–მოხუცი ვიმოგზაურებ ფერად ,ზეციურ სამყაროში ყოველ ღამით და ფანტაზიას გასაქანის საშუალებას არ მოვაკლებ,ისევე როგორც დღეს.
მათი სიყვარული ყველაზე გულრწფელია!

მათი სიზმარი ყველაზე ზღაპრულია

მათი ცრემლები ამ ბავშვის ცრემლებივით უმანკო და ნამდვილია

მოხუცთა პატივის ცემა და სიყვარული დღეს ჩვენი მოვალეობაა.

მე დავიბადე.. მე ვიზრდები.. მე დავბერდები..
დაბერდები შენც!!!

ნია ჭუმბურიძე(Anoonymouss)

Advertisements

About anoonymouss

https://anoonymouss.wordpress.com/ Be my follower
This entry was posted in რეალობა! and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to ,,მე — მოხუცი’’

  1. Ani Matiashvili ამბობს:

    კარგი პოსტია ! რაღაც სევდიანი ბევრ რამეზე დასაფიქრებელი : )) დავბერდები და ეს ბავშვური ცხოვრების ფერადი ეპიზოდები მართლაც ეპიზოდურ მოგონებებად დარჩება ჩემს გულში… (( <3<3<3

  2. ლაშა ბაშარული ამბობს:

    ნია, ჩემო ჭკვიანო, ძალიან საინტერესოდ გაქვს ჩამოყალიბებული, დიდ პატივს ვცემ შენ აზრს… მომეწონა…
    მაგრამ მე ცოტა სხვანაირი შეხედულება მაქვს სიბერეზე, მე, როგორც ადამიანი რომელიც ვამბობ რომ ყოველი წუთისგან უნდა მივიღოთ სიამოვნება, ამ შემთხვევაშიც ვიტყვი რომ სიბერე ასეთი ტრაგიკული არაა, ეს ცხოვრების ერთი ჩვეულებრივი ეპიზოდია, მეტიც, გიზო ნიშნიანიძემ (ჩემმა საყვარელმა პოეტმა) თქვა, რომ “სიბერე არის დიდი ჯილდო სიჭაბუკისა”… ჩვენ ცოტა პატარები ვართ იმისთვის რომ ბოლომდე ჩავუღრმავდეთ ამ საკითხს, იმიტომ რომ სიბერე არ გამოგვიცდია, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ სიბერეც, ხანშიშესულობაც, ახლგაზრდობაც, სიჭაბუკეც და ბავშვობაც არის ნაწილი ჩვენი ცხოვრებისა!!!
    ჩვენ კი ჩვენი ცხოვრების ყველა ნაწილი და ყველა წამი უნდა გვიყვარდეს!!! :)))

  3. ლაშა ბაშარული ამბობს:

    ხო,, მეც მასე ვფიქრობ რომ რამდენიმე წელში შენ სხვანაირად იფიქრებ ამ საკითხზე :)))

  4. Ibi ამბობს:

    ძალიან კარგია ❤

  5. tsotnee ამბობს:

    აჰა! მეც დავბერდები! კაია! ❤

  6. katerina ამბობს:

    მე ვგიჟდები მოხუცებზე, ჯერ ერთი იმიტომ, რომ ბებია-ბაბიას გაზრდილი ვარ და მეორეც, ისინი ძალიან ჰგვანან ბავშვებს. ხოსე მარია სელლას ერთი მოთხრობა გამახსენდა, მოხუცი ქალი რომ თოჯონას იპარავს…

  7. mariam ამბობს:

    niaa ❤ vaimee ra kargii temaa :*

  8. Sofo ამბობს:

    postis bolo nawili momewona gansakut. თქვენ გგონიათ მოხუცებს არ სტკივათ, ისე როგორც ბავშვებს სტკივათ?!! -aqedan rom iwyeba.
    manamde mgonia rom cota gawelili iyo yvelaferi.
    posti saboloo jamshi momwons :*

  9. »♥» ana «♥« ამბობს:

    ყველანი დავბერდებით! 🙂
    კარგი იყო. )

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s