შაგრენი – ადამიანო , უგუნურო არსებავ დაფიქრდი !

      მდინარე სენას გადაჰყურებს ყმაწვილი… თვალებიდან სასოწარკვეთა გამომსჭვავის… ცრემლის გორგალი წყდება მის ბაგეებს და წყლის მასისკენ მიეშურება,თითქოს მონატრებულ და-ძმებს ეგებებაო. ყმაწვილი ახალგაზრდაა, 24 წლის , თუმცა ვერაგ ცხოვრებას დაუჩაბნავს და მუქი კვალი დაუტოვებია მის უმანკო ცხოვრებაზე. ცხოვრებაზე რომელმაც მხოლოდ გააწამა ვაჟი, მხოლოდ ბნელ ,  ცივ და სასტიკ სამყაროში აცხოვრა…სიღარიბესა და უწმინდრურ გარმოში. ეს მაშინ როდესაც ყმაწვილის სული ოცნებებითა  და ამბიციებით იყო შეპყრობილი. ამბიციებით რომლებიც ეშმაკის სახელოსნოსკენ მიაქანაბდნენ  მის პიროვნებას და დემონისთვის სულის მიყიდვისკენ უბიძგებდნენ  ვაჟს.       

რაფაელი ერქვა…

თავის მოკვლას ლამობდა…

მარტოსული არსება  ბორძიკით მიიწევს სანაპიროზე , ღრმა ტალღებისკენ, ზოგადად სიკვდილისკენ.   რაფაელი ეგოისტი იყო და ყველაფრის მიუხედავად ეძნელებოდა სიცოცხლესთან გამოთხოვება.  უეცრად ზარების შეძახილმა აიღო პარიზის ქუჩები, ხმა ღვთისმშობლის ტაძრის წვეროდან მოდიოდა. რაფაელამც აავლო თვალი ტაძარს და  ეშმაკის ქანდაკებას წააწყდა.  ყმაწვილმა გულგრილად ჩაუკრა თვალი ბოროტი სულის ხილულ ქმნილებას და სენას გახედა. ის ისეთი მკაცრი და მოქუფრული ჩანდა.  რაფაელი იმდენად დაეღალა ცხოვრებას,რომ სიკვდილიც კი ეზარებოდა..  დიახ თავის მოკვლა , გადაიფიქრა სენას გამჭოლი მზერა ესროლა და გაეცალა..    გაეცალა სამუდამოდ…  უეცრად კვლავ ზარების ხმა გაისმა,    მთელი პარიზი შეძრა  ზარების შემაძრწუნებელმა ხმამ.  რაფაელმა კვლავ ტაძრის წვეროს შეავლო თვალი და მისი მზერა კვლავ ეშმაკის ქანდაკებას შეეჩეხა.  ამჯერად თავად ქანდაკება უკრავდა თვალს ყმაწვილკაცს…      რაფაელმა თვალები მოისრისა,  ყურადღება არ მიაქცია და  სენას სანაპიროს გაუყვა…

სანაპიროსთან ახლოს   რაფაელმა ანტიკვარიატის მუზეუმს მოჰკრა თვალი, რომელიც აქამდე არასდროს შეემჩნია. რატომღაც დაინტერესდა,ალბათ ბედისწერის ამბავი იყო და გეზი პირდაპირ მუზეუმისკენ აიღო. მუზეუმში მას  გიდად თავად ექსპონანტების მფლობელი გაუძღვა,რომელიც იმდენად დაინტერესად ახალგაზრდის პიროვნებით,რომ არც კი სურდა გასცლოდა მის გარემოცვას.

-მინდა რაღაც გიჩვენო,  ის რითაც ჯერ არავინ დაინტერესებულა და არავის ურწმუნია მისი.  რისი რწმენაც გაზიარებთ ცხოვრების  ყოველგვარ  მადლსა და სიამოვნებას.  მხოლოდ უნდა ირწმუნოთ იგი. მე ეს ვერ შევძელი,ვერ ვირწმუნე…

უთხრა მუზეუმის მფლობელმა რაფაელს  და თან სხვენის კარი გახსნა, ფანარი აანთო და კედელზე დაკიდებული მოუხეშავი ტყავისკენ მიუთითა ყმაწვილს. ეს შაგრენის ტყავი გახლდათ. რაფაელი მაშინვე მიხვდა ამ ტყავის განსაკუთრებული მბზინვარების მიზეზს.შაგრენის შავი მარცვალი ისე კარგად იყო გაპრიალებული,გადალესილი და გამოწრთობილი,რომ ტყავის ყოველი ბურთულა სინათლის ანარეკლს იძლეოდა.  ახალგაზრდამ გადმოატრიალა ნაჭერი,როგორც ბავშვმა,რომელიც თავისი ახალი სათამაშოს საიდუმლოების გაგებას ჩქარობს. წარწერამ უკანა მხარეს რაფაელი აღფრთოვანებაში მოიყვანა და ამავდროულად  უნდობლობა აღუბეჭდა თვალებში. თუმცა მოხუცის ცინიკურმა მზერამ ვაჟი აიძულა ნაწერი წაეკითხა და  ჩაღრმავებოდა თილისმას,რომელსაც იგი ყოველი უბედურებისგან უნდა დაეხსნა.

ტყავს უკანა მხარეს ჰქონდა ნიშანი რომელსაც აღმოსავლეთში სოლომონის ნიშანს უწოდებდნენ , რაფაელმა ეს ნისანი მაშინვე იცნო  ვინაიდან იგი ორიენტალისტი იყო.

თუ მე მფლობ,ყოველივეს მფლობელი იქნები.მაგ-

რამ შენი ცხოვრება ჩემი იქნება.ღმერთმა ასე

ინება. ისურვე და შენი სურვილები შენს

ცხოვრებას შეუფარდე.ეს ცხოვრება

აქ არის. ყოველი შენი სურვილის

მიხედვით მე ისევე შევმცირდე-

ბი, როგორც შენი დღეები

შემცირდებიან. გინდი-

ვარ თუ არა? ღმერ-

თი  გაიგონებს.

აღსრულდეს !

აი ეს ნაწერი გადაეშალა წინ ვაჟს , რომელიც უმალ გადაიკითხა  და ისევე მიეჯაჭვა მის ფილოსოფიას,როგორც მშიერი ჩვილი დედის მკერდს.    თვალებში დაუბნელდა,  ცხოვრებამ თვალწინ გაუელვა და თვალწინ რატომღაც ის ქანდაკება წარმოუდგა რომელმაც  ცოტა ხნის წინ მას თვალი ჩაუკრა..   ნუთუ ეშმაკის ხელი ერია ამ საქმეში?.. ნუთუ დადგა ჟამი რაფაელის გამოცდისა, რომელსაც სამწუხაროდ მან თავისი ამბიციების წყალობით ვერ გაუძლო ! ერთი გაელვება გონებაში ” მე მჯერა”  და შაგრენის ტყავი მის სულსა და სიცოცხლეს დაეპატრონებოდა.

               “შეცერდი, არც გაიფიქრო, არ შეცდე, რას სჩადი

ადამიანო , უგუნურო არსებავ დაფიქრდი!”

ჩაესმა ზეციური ხმა რაფაელს, ხმა რომელიც შაგრენის გამოძახილმა დაახშო.

მოხუცმა უამბო რაფაელს თუ რამდენ ადამიანს შესთავაზა ეს თილისმა და როგორ დასცინეს მის მაგიურ ძალას ადამიანებმა ,   გამოუტყდა რომ თავადაც ვერ გაებედა დაჰყოლოდა თილისმის ძლიერებას და გაერისკა ცხოვერბით.

რაფაელს მისი სიტყვები არ ესმოდა. მხოლოდ იმეორებდა   “მე მინდა უძღები ცხოვრება დავიწყო”.

    ტიპიური  მაგალითია ადამიანისა,რომელსაც მხოლოდ ის ესმის და ის სწამს რაც უნდა რომ ესმოდეს და სწამდეს. რაფაელმა წარწერის ის ნაწილი სადაც  შაგრენი სურვილების ასრულებას პირდებოდა ზედმიწევნით გადაიკითხა, ხოლო ნაწილი რომელიც ყმაწვილს  სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ნასყიდობის ხელშეკრულებას სთავაზობდა  უგულებელჰყო.

ეს იცით რას ნიშნავდაა?

რაფაელის  სურვილების ასრულება უდრიდა შაგრენის ტყავის ზომის შემცირებას ეს კი პროპორციულად რაფაელის სოცოცხლის ხანგრძლოვობის ამცირებდა.

        რაფაელის სიცოცხლე შაგრენის ხელში იყო, შაგრენისა, რომლის ხილული სახე ღვთისმშობლის ტაძრის თავიდან უმზერდა მოკვდავთა ყოფას.

რაფაელმა ტყავს ხელი დაავლო და წამოვიდა. გამოეცალა ყველაფერს რასაც შეეძლო ძველი მოგონებები გაეხსენებინა. ახლა მას ხომ მეფური ცხოვრება,  მილიონიანი შემოსავლები, სასახლეები და ფრანგულ არშიებში გახვეული ქერა მანდილოსნები ელოდნენ.    ქუჩაში გამოსულს მეეტლე შემოეგება და ეტლი შესთავაზა, რაფაელმა სურვილის ჩაფიქრებაც კი ვერ მოასწრო,რომ ის უკვე ამხდარიყო.  ვაჟი ეტლში ჩახტა,რომელმაც იგი ახალი სამყაროსა და აღსასრულისკენ გააქანა.

ეტლი გაჩერდა კარი გაიღო, რაფაელს ამჯერად მხევლები შემოეგებნენ  და სასახლისკენ გაუძღვნენ სადაც ყმაწვილს მეფური ვახშამი ელოდა.

მოილხინა და იზეიმა  ჩვენმა პერსონჟმა, მან არც კი იცოდა რა “სიურპრიზი” ელოდა საღამოს როცა ტყავის ნაჭერს შეათვალიერებდა.

განმარტოებულმა რაფაელმა შაგრენი ამოიღო და გაშტერდა.  ტყავი ისე შეკუმშულიყო და  დაპატარევებულიყო რომ გაუზომლადაც კი არ გამორჩებოდა ადამიანის თვალთახედვას. აი მაშინ კი გადაიკითხა წარწერა ხელახლა რაფაელმა და მიხვდა, რომ სული ეშმაკს მიყიდა.

იცით რა მოხდა ამის შემდეგ?   გაინტერესებთ რა იყო რაფაელის მომდევნო სურვილი?

ჰაჰ,  მას შემდეგ რაფაელს აღარაფერი უნატრია. მიხვდა რა მისი სურვილები პროპორციულად ამოკლებდა მის ცხოვრებას. მან განდგომილი ცხოვრება დაიწყო, არცერთი სურვილი, არცერთი ნატვრა მას არარ ჰქონია,  გულში იკლავდა ყოველივეს.

       სიტყვები “ხომ არ გინდათ”  “ხომ არ გსურს” “ხომ არ გწადიათ”    ჩვენი ლექსიკონიდან ამოღებულია- ამბობდა მისი მსახური.

ერთხელ როცა წამომცდა “ბატონო რაფაელ ხომ არ ინებებთ გასეირნებას? ”   რაფაელმა მკაცრად მითხრა –  შენ რა გინდა ცხოვრება მომისწრაფო?!!

ასე გავიდა ხანი..  ყოველგვარი სურვილის,მოთხოვნისა და ჟინის გარეშე.

ყველაფერი კარგად იყო სანამ მის ცხოვერბაში არ გამოჩნდა ქალი.  ახალგაზრდა პოლინა თავდავიწყებით შეუყვარდა რაფაელს.

შეყვარებულმა ყმაწვილმა  უკანა პლანზე გადასწია მისი  ცხოვრება ადრინდელ ყოფაზე უარი თქვა და ბედნიერებით ტკბობა დაიწყო.  ეს ბედნიერება კი ძვირად დაუჯდა.  სურვილებისა და ოცნებების წიაღში გადაშვებული რაფაელი შაგრენს არც  კი უყურებდა..   მაგრამ თანდათან  ვაჟის ჯანმრთელობა გაუარესდა ,  სასიცოცხლო ძალა წაერთვა .  აი მაშინ კი  შეავლო მან თავლი შაგრენის ტყავს ,რომელიც ისე დაპატარავებულიყო,რომ ხელისგულისოდენაც კი აღარ იყო.    შაგრენი  მალე  უკონტროლო გახდა, შესაბამისად უიმედო შეიქნა ყმაწვილის სიცოცხლეც.  აღსასრული ახლოვდებოდა რაფაელისთვის, გაქრობა და გაუჩინარება კი შაგრენისთვის.

სიცოცხლის უკანასკნელ წამს ,  თვალის დახუჭვამდე რაფაელს თვალწინ ეშმაკის ქანდაკება  წარმოუდგა  და ჩაესმა ზეციური  ხმა : რა ჩაიდინე უგუნურო არსებავ?!! 

“ამბობენ  დღესაც   აშინებთ ადამიანებს პარიზის მთავარი ტაძრის   წვეროსკენ ახედვა,  იქიდან ნამდვილი ეშმაკი იმზირებაო.”

ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss)

Advertisements

About anoonymouss

https://anoonymouss.wordpress.com/ Be my follower
This entry was posted in წიგნები and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to შაგრენი – ადამიანო , უგუნურო არსებავ დაფიქრდი !

  1. glamtaia ამბობს:

    მე მაინც მგონია რომ ქალმა კი არა თავად მოისწრაფა სიცოცხლე 😦

  2. ჯი-ნია-ნი ამბობს:

    მიუხედავად ყველაფრისა,მაინც ვიქონიებდი შაგრენის ტყავს:))

  3. მოლი ბლუმი ამბობს:

    ყველა თავისით იკლავს თავს, თაია.

  4. agatako ამბობს:

    მეც მექნებოდა შაგრენი ))

  5. ninnaka ამბობს:

    ქალმა კი არა, საკუთარმა სიხარბემ და უგუნურებამ მოუსწრაფა სიცოცხლე. და საერთოდ მე ამ წიგნის შინაარსი კი არა ის აზრი მომწონს რაც მასში დევს, ის რაც თითოეული ნაკვესის თუ თავის კითხვისას იდო მასში, თითო წინადადება, თითო აბზაცი, რომლებსაც ვკითხულობდი, ვკითხულობდი და მერე ისევ თავიდან ვუბრუნდებოდი. ბალზაკი ერთადერთია, რომელსაც ერთხელ წაკითხვის შემდეგ ძალიან მალე ხელახლა ვუბრუნდები, იმისთვის რომ კიდევ უფრო კარგად გავიგო რისი თქმაც უნდოდა.

  6. Kejeradze ამბობს:

    ჩემი აზრით, ქალი არაფერ შუაშია. ყველაფრის მიზეზი სიხარბეა და არა მხოლოდ ამ ნაწარმოებში. ბალზაკს უყვარდა ეს თემა.
    რაც შეეხება შაგრენის ტყავს, ნამდვილად არ მინდა 🙂 მე თუ ოცნებებში “გადავეშვი”, რამდენიმე საათში გაქრება ტყავი 🙂

  7. katerina ამბობს:

    მეც არ ვიქონიებდი. არ დავმალავ და არ მიყვარს ეს წიგნი და არც ბალზაკზე ვგიჟდები, თუმცა იმასაც ვაღიარებ, რომ საკმაოდ საინტერესოდ გამოუვიდა ჩანაფიქრის განხორციელება.

  8. Ninna ამბობს:

    მომეწონა ♥
    მიყვარს ბალზაკი ძალიან ..
    ჩემთანაც შემოიარე ♥ http://ninasblogi.wordpress.com/

  9. გიორგი ამბობს:

    აბა ვაჭრის სიბრძნე არ სჯობდა შაგრრენის ყოვლისშემდძლეობას?!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s