ავისმომასწავებელი ცრურწმენები

ცრურწმენები…

დაკვირვებიხართ ალბათ ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენჯერ გითქვამთ ფრაზა : “ოჰ , სისულელეა , ცრურწმენაა და მეტი არაფერი , არ მჯერა ! ”   თუმცა გულის სიღრმეში მაინც ითვალისწინებთ მოსალოდნელ შედეგს და  ცდილობთ ამ “ცრუ ” რწმენის წინააღმდეგ არ იმოქმედოთ .

საქართველოში დამკვიდრებული ცრურწმენები დამაინტრიგებელ და ამავდროულად საკმაოდ იუმორისტულ ხასიათს ატარებს , ამასთან აღსანიშნავია რომ ისინი ორ სახეს განეკუთვნებიან ავისმომასწავებელსა და კარგის მომასწავებელს.

ცრურწმენების სჯეროდათ და სწამდათ ოდითგან.  წარსულში მომხდარი უცანური ფაქტებით დამკვიდრებული რწმენები დღემდე შემორჩა ხალხში.   ძირითადად მათი რწმენა ბებია-ბაბუების თაობას ახასიათებს. რომლებისგანაც გამუდმებით ისმის რჩევა დარიგებები იმ ფატალური შედეგების თაობაზე ,რომელიც შეიძლება მოგვიტანოს :

  •  თვალის თამაშმა
  • შავი კატის წინ გადარბენამ
  • ყვავის გადაფრენამ თუ მისმა ჩხავილმა

  • მარილის დაყრამ
  • ნაგვის ღამით გადაყრამ
  • მაგიდის ქაღალდით გადაწმენდამ
  • ღამით თმის ან ფრჩხილების მოჭრამ
  • სარკის გატეხვამ
  • ჩანგლის დავარდნამ (არასტუმართმოყვარეთათვის :D)
  • სახლში სტვენამ
  • სიზმარში კბილების ამოღებამ
  • მაგიდის კუთხეში გასათხოვარო გოგონას დაჯდომამ
  • საპონის ხელიდან ხელში გადაწოდებამ
  • ქუდის მაგიდაზე დადებამ
  • ფულის ორი თითით გამორთმევამ
  • კარის ზღურბლზე დადგომამ
  • მზესუმზირის სახლში ჭამამ…

ზემოთ ჩამოთვლილი ცრურწმენები იმ ნაცნობი ფრაზების სახით ჩამოვწერე რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას “ამკობენ . ” სწორედ ისინი მიეკუთვნებიან ავის მომასწავებელთ , თუმცა საინტერესოა რას გვიქადიან კეთილის მსურველნი.

მაგალითად  ჩიტის ფეკალიების მასპინძლობა – გამდიდრებას გვიქადის.

ცრურწმენების შემსწავლელი მეცნიერება რომ არსებობდეს , ამ დარგის მიმდევრებს რთული საქმის კეთება მოუწევდათ. წარმოიდგინეთ რამდენი სახის ცრურწმენაა ირგვლივ და რა იქნებოდა მათი დახარისხება , ტიპებისა და მნიშვნელობების გამორკვევა.

უცნაური და დამთრგუნველია საქართველოში არსებული ცრურწმენები მიცვალებულთან კავშირში.   ერთგავრი გამოკითხვა ჩავატარე საზოგადოებაში და ახლა სწორედ მათაგნ მოსმენილ ასეთ ცრურწმენებს გაგაცნობთ და  გეტყვით რომ რამდენიმე მათგანზე წარმოდგენაც არ მქონდა. მაშ ასე >>>

იცოდით თუ არა რომ ..

  • მიცვალებულის  კუთვნილი ნივთების გამოყენება და მისაკუთრება არასახარბიელოა ცოცხალი ადამიანისთვის.
  •    გავიგე , თურმე 2 სკამი რომლებზედაც მიცვალებულის სასახლე ასვენია , გასვენების შემდგომ აუცილებლად გააქვთ სახლიდან და ამტვრევენ.
  •  ასევე აღსანიშნავია , რომ სახლში ყვავილის , ფოთლის ნასახიც კი არ უნდა დარჩეს პანაშვიდების შემდგომ .
  •   ის კი ცნობილი ცრურწმენაა , რომ ყველა სარკეს ფარდა უნდა ჩამოეფაროს , სახლში როდესაც მიცვალებულია.

უსიამოვნოა ამ თემაზე საუბარი.

ასევე არსებობს ცრურწმენები ქორწინებასთან დაკავშირებით.>>

პატარძლის თაიგულის “დაპატრონება” გათხოვებას უქადის ამ პირს.

ქორწილის დღეს ,ნეფე-პატარძლის მიერ  , კარის ზღურბლზე, ფეხით დამსხვრეული თეფშის ნატეხის ბალიშის ქვეშ  დადება პიროვნებას მომავალი საბედოს დასიზმრებას უქადის.

მე კი ყველაზე მეტად ერთი ცრურწმენა მომწონს , რომელიც დარწმუნებული ვარ ყოველ თგვენგანს აქვს გონებაში ჩარჩენილი და სადღაც გულის კუნჭულში მაინც სჯერა მისი.

”  ბაყაყი არ მოკლა , ლოკოკინა არ გასრისო , თორემ იწვიმებს ”

ანდაც

 ცაზე ბევრი ვარსკვლავია , ხვალ კარგი ამინდი იქნება – ო . ”

დაგემშვიდობებით , წავალ ცას გავხედავ , იქნებ ხვალ მართლაც კარგი ამინდი გველის , თუმცა არა ვარსკვლავების დათვლა ხომ არ შეიძლება ამბობენ “მეჭეჭებს აჩენსო . ”

ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss)

Advertisements

About anoonymouss

https://anoonymouss.wordpress.com/ Be my follower
This entry was posted in ზოგადი, ზღაპარი, უცნაური ფაქტები, ფობიები and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to ავისმომასწავებელი ცრურწმენები

  1. mishossite ამბობს:

    მომეწონა კარგია :დ

  2. Kejeradze ამბობს:

    სტუმართმოყვარეებმა ჩანგლები ვყაროთ? 😀 …ქორწინებასთან დაკავშირებული ცრურწმენები აშკარად არ ამართლებს :))

  3. nancygaladriel ამბობს:

    მგონი ნიას პოსტის დალაიქება არაფერს იწვევს ,ტაკ შტო… :დ

    • nancygaladriel ამბობს:

      რას ვე მიხვდი:შენი პოსტის დალაიქება მეჭეჭებს არ გამოიწვევს ჩემს სახეზე იმედია თქო,ვიხუმრე,მაგრამ როგორც ჩანს არცთუ ისე კარგად :დ კაი დაიკიდე.

  4. Ibi ამბობს:

    არ მჯერა და ვიცინი ხოლმე იმ ადამიანზე, რომელიც კატის გადანარბენ ქუჩას გვერდს უვლის… ჩემთან ერთად მოსეირნე ხალხშიც პირველი მე ვკვეთ ხოლმე და ყველა მეუბნება არ გეშინია ან რამე ეგეთი :დ
    ,მოკლედ, არ მჯერა მე
    და პოსტი ძალიან კარგი იყო ❤

  5. tsotnee ამბობს:

    გადამრევს ეს ხალხი, ისეთი რაღაცეების ეშინიათ და ჯერათ და რაც მართლა დასაჯერებელი და გასათვალისწინებელია საერთოდაც არ ადარდებთ. 🙂

  6. glamtaia ამბობს:

    haaa, ra amis pasuxia magram ertic gamaxsenda. axali wlis games karis gzurblze unda dadge da cheqma unda isroloo. tu cxvirit shensken daecema im wels gatxovdebio, tu piriqit daeca im wels gatxoveba ar giwevso 🙂

  7. finiki ამბობს:

    პატარძალს ქორწილში ]უნდა ქონეს – something borrowed, something blue, something old, something new 🙂 🙂

  8. glamtaia ამბობს:

    ნია, სად დაიკარგე? 😦
    რამდენი ხანია ბლოგზე პოსტები აღარ დაგიწერია 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s