კამათი – უბრალოდ !

    რა არის კამათი? რა მიზანს უნდა ისახავდეს იგი? ადამიანთა ურთიერთობის აუცილებელი ატრიბუტია, თუ არა? უნდა  მოვერიდოთ კამათს, თუ პირიქით? ადამიანთა ურთიერთობისთვის უდაოდ სარგებლობის მომტანია, თუ ზიანის მოტანაც შეუძლია?

download

     ჭეშმარიტება კამათში იბადებაო  .  .  . 

      რატომ ყვირიან ადამიანები კამათის დროს?!!

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰკითხა თვის სტუდენტებს, -რატომ ხდება, რომ ადამიანები როცა კამათობენ ერთმანეთს უყვირიან? -იმიტომ რომ ისინი სიმშვიდეს კარგავენ, თქვა ერთმა -მაგრამ რატომა ყვირილი საჭირო როცა ის ადამიანი რომელსაც ეკამათები დგას შენთან ახლოს? იკითხა პროფესორმა -არ შეიძლება რომ ხმადაბლა ვისაუბროთ, რა საჭიროა ყვირილი? სტუდენტებმა პროფესორს მრავალი პასუხი შესთავაზეს, მაგრამ მას არცერთი არ მოეწონა, ამიტომ პროფესორმა ბოლოს ახსნა დაიწყო -როდესაც ადამიანები ერთმანეთით უკმაყოფილები არიან და ჩხუბობენ, მათი გულები შორდება ერთმანეთს ეს მანძილი კი რომ დაიფაროს ისინი იწყებენ ყვირილს რაც უფრო ყვირიან მით მეტად ბრაზდებიან და შორდებიან ერთმანეთს. – რა ხდება მაშინ როცა ერთმანეთი უყვარდებათ? ისინი არ ყვირიან, პირიქით ხმადაბლა საუბრობენ, იმიტომ რომ მათი გულები ერთმანეთთან ახლოსაა, რაც უფრო მეტად უყვარდებათ რა ხდება ამ დროს? ისინი აღარც კი ლაპარაკობენ, უბრალოდ ჩურჩულებენ, ბოლოს კი ჩურჩულიც ზედმეტი ხდება, ისინი უბრალოდ უყურებენ ერთმანეთს .

  •             ხშირად კამათი სერიოზულ სახეს იძენს და კონფლიქტის ისეთ  ფორმაში გადაიზრდება  ,  რომელიც ადამიანს დიდხანს რჩება გულში ,   მისი ატრება დიდხანს უწევს და სიამაყე არ აძლევს საშუალებას დათმობაზე წავიდეს , პირველი ნაბიჯი გადადგას და  ცადოს სიტუაციის გამოსწორება კონფლიქტის დაგვირგვინება  და  კონსესუსი .

                                 tumblr_mtziq6GGyD1reslrno1_500

 …ჭეშმარიტება კამათში იბადებაო ? !!       ყველაფერს თავისი საზღვარი გააჩნია .   ჯანსაღი ყველაფერი კარგია  , მათ შორის კამათიც , ავღნიშნავ კამათი- ურთიერთ აზრთა მიმოცვლა  და არა კამათი რომელიც ყველ ჩარჩოს ცდება .  

გულდასაწყვეტია , რომ ჩვენს ქვეყანაში “კამათის  კულტურა” არ არსებობს   .  ჩვენი ძვირფასი პოლიტიკოსები ამის თვალსაჩინო მაგალითია , რომელთათვის კამათი და დებატებში მონაწილეობა უმრავლეს შემთხვევაში ხელჩართული ბრძოლით , პირდაპირ ეთერში ცენზურის დარღვევითა და პირადი შეირაცხყოფებით მთავრდება .

Argue            Is it really a solution ?

  •       კამათის სრულყოფილებისთვის მთავარია – მოვუსმინოთ ერთმანეთს არ გამოგვრჩეს არცერთი ფუნდამენტური ნიუანსი , რასაც მოდავე პირი გვთავაზობს .  საუკეთესო შემთხვევაში მოვახდინოთ კამათში ჩართული ყველას თუ არა უმრავლესობის იდეათა ასიმილაცია და მივაღწიოთ კონსესუსს .
  •     ვიმეორებ , მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა , რომელთა დაკარგვის შემთხვევაში კამათი იღებს კონფლიქტის საწყისი ეტაპის სახეს და თითქმის შეუძლებელი ხდება  მოპირისპირე მხარის მოსმენა და გააზრება .

    ასე , რომ როგორც ჩვენი ძვირფასი ბრიტანელები იტყვიან

keep-calm-and-you-will-find-a-solution-2

ნია ჭუმბურიძე ( Anoonymouss)

Advertisements

About anoonymouss

https://anoonymouss.wordpress.com/ Be my follower
შენიშვნა | This entry was posted in ზოგადი, პოლიტიკა, რეალობა! and tagged , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s