Friendship , as we know it !

              მეგობრობა  აი სწორედ იმ მომენტში იბადება , როცა ერთი ადამიანი მეორეს ეტყვის : რაა , შენც ?!!  მეგონა , მხოლოდ მე ვიყავი ასეთი .

მეგობრობა — ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანებს შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო  ინტერესი, გატაცება.

               მეგობრობა მაშინ იბადება , როცა სიჩუმეც კი კომფორტულია ორ ადამიანს შორის. მეგობრობაში ხომ სიტყვები მთავარი არ არის , მთავარი მათი მნიშვნელობებია !

ადამიანები მეგობრობას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ! ეს გრძნობა ჩემთვის ყველაზე წმინდაა.სიტყვა მეგობრობა განსაკუთრებულ სითბოს ბადებს ჩემში.უიმისოდ არაფერი ვიქნებოდით!!!

                თუ შენ აპირებ 100 წელი იცხოვრო , მაშინ მე 100-ს მინუს ერთი დღე მინდა , ამგვარად ერთი დღეც არ მომიწევს შენს გარეშე სიცოცხლე .

pooh_and_piglet

მეგობარი ის ადამიანია, ვინც მეგობრის ერთგული რჩება ნებისმიერ ვითარებაში. იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეგობარს იმედი არ გაუცრუოს, არ მოატყუოს და ბოლომდე მასთან დარჩეს, მაშინაც კი, როდესაც  სხვები ზურგს შეაქცევენ.

ნამდვილი მეგობრობა ჯანმრთელობას გავს,ყურადღებას არ აქცევ სანამ არ დაკარგავ .

მეგობრობა სხვა რა არის თუ არა ორ სხეულში მობინადრე ერთი სული.  როგორც არისტოტელე იტყოდა ‘What is a friend? A single soul dwelling in two bodies.’ ♥

ყველას ესმის რასაც ლაპარაკობ , ყველა გისმენს როცა ამბობ , საუკეთესო მეგობრებს კი ესმით რატომ სდუმხარ .

collage

მეგობარი არის ის –  ვისაც ესმის შენი სულის სიმღერა და შეუძლია აგყვეს მაშინ როცა სიტყვები გავიწყდება.

მირჩევნია ვიარო უკუნით სიბნელეში , მეგობართან ერთად , ვიდრე მარტომ სინათლეში .

even longer

საუკეთესო მეგობარი ის ადამიანია , რომელმაც იცის ყველაფერი შენს შესახებ და მაინც უყვარხარ .

სწორედ ასეა , მეგობრობაში არ არის გავლებული საზღვრები . აქ არ არსებობს წესები და კანონები  .     მეგობრები ოჯახის წევრები არიან , რომელთა არჩევის საშუალებაც გაქვს .

 ‘Some people go to priests, others to poetry, I to my friends.’ – Virginia Woolf

ps : ეძღვნება ყველა ჩემს მეგობარს ♥

ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss)

Advertisements

About anoonymouss

https://anoonymouss.wordpress.com/ Be my follower
This entry was posted in რეალობა! and tagged , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s