წებო, პლაკატი და თბილის ქალაქი !!!

არის ასეთი ქალაქი…

პირევლ რიგში აღსანიშნავია ის რომ ამგვარი ქმედება ამახინჯებს ქალაქის იერსახეს.   ყურადრებას გავამახვილებ შენობის კედლებზე    მიკრულ, მიწერილ  ან მიხატულ სარეკლამო „პლაკატებზე“   რომელიც  წლობით რჩება კედლებზე და მათი „ჩამორეცხვა“ დიდ ძალისხმევად უჯდება მთავრობას.

  •  რეკლამები სახლში, რეკლამები ქუჩებში, შენობებში,  ინეტერნეტში, ტელევიზორში,ყვითელ პრესაში..    უკვე გადაჭარბებულია ეს ყველაფერი და ადამიანს თავისუფლად აზროვნებაში ხელს უშლის.   ყველაფრის რეკლამირება უკვე თავსგასულია.  მითუმეტეს როცა ეს ყოველივე  ქუჩებში ხალხის მიერ არაკორექტულად ხორციელდება. არავის სიამოვნებს როცა შენობების კედლებიდან უაზრო,ფერადი და არაფრისმთქმელი რეკლამები უმზერენ, ეს ჩვენი  როგორც მოქალაქეების  უფლებათა დარღვევაა.
  •  ნებისმიერ სამოქალაქო პირს შეუძლია უნებართვოდ  განათავსოს სასურველი რეკლამა ქუჩებში ,  შენობების კედლებზე, მიწისქვეშა გადასასვლელებსა თუ გასართობ პარკებში.   მაგრამ წარმოიდგინეთ რა საშინელი სიტუაციაა როცა  აკრძალვის მიუხედავად ყველა უკითხავად , დაუფიქრებად აჭრელებს ქალაქს  ბანერებითა და სარეკლამო დევიზებით.  თუ ამას გააკეთებს ერთი პირი, სხვა მას მიბაძავს.  “თუ მან გააკეთა, რატომ არ შემიძლია გავაკეთო ეს მე?!! ”  <<- ასეთი დამოკიდებულება თავიდან რომ ავიცილოთ გადამჭრელი ზომები აუცილებელია.
  •  მეტროპოლიტენი დღეს ის ტრანსპორტია, სადაც ყველაზე მეტ სარეკლამო ფლაერს წააწყდებით.   ბანერები იკვრება , გადის წლები და ისინი კვლავ ვაგონთა კედლებზე გვხვდება ..  თითქოს დრო გაიყინაო ერკლამები აღარ  ბრუნავს. პარადოქსულია როცა რამდნეიმე წელია ვაგონში ერთი და იმავე  ” ტომატ პასტის” რეკლამას ხედავ, როცა ამ ხნის განმავლობაში მისი წარმოება საერთოდ შეწყვეტილია.

და საერთოდ თუ რეკლამირებ ამას შნოც უნდა დაატანო.  აკეთებდე შენს საქმეს და        ამით არღვევდე შენი თანამოქალაქენის უფლებებსა და ინტერესის წყაროებს    ირაციონალური საქციელია.   მ ი უ ღ ე ბ ე ლ ი ა !

ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss)

Posted in თბილისი, რეალობა! | Tagged , , , , , , , | 4 Comments

ნუ სტირი ! მასველებ …

     ამბობენ  წვიმა ცის ცრემლებიაო .

    როცა წვიმს ცა გლოვობსო .

რას გლოვობს? ვის ?!!

ვის?!!    ადამიანებს,მათ თითოეულ სიტყვასა და ქმედებას, თითოეულ წამსა და გრძნობას, თითოეულ ბიწიერ გაელვებას…  მაგრამ  მართლა  ცა ტირის თუ  ეს დედამიწის ცრემლებია?!!   ეს ყოველი ხომ სწორედ დედამიწას ამძიმებს და კლავს. ცა კი მისი თვალებია… თვალები,რომელსაც უხარია  თუკი დედამიწას უხარია, თვალები რომელიც მხოლოდ მაშინ ტირის როცა მის მფლობელს ტკენენ. ტკენენ სულის შეძვრამდე …  ტკივა ცასაც და ამ ტკივილს მუდამ მომზადებული ცრემლებით ახშობს.

დიახ ცა ტირის!      დედამიწა კი გლოვობს !

  

წვიმს… სარკმლიდან სველ და ბინდში გახვეულ ბუნებას გასცქერი… მელანქოლიურ განწყობას იქმნი, თითქმის ყველა და ყველაფერი გეზიზღება .  წვიმას აძაგებ,  უმიზეზოდ იღრინები…  შემდეგ წყნარდები და უფალს სთხოვ ხვალ აღარ იწვიმოსო … თუმცა ადრესატი გეშლება…   პასუხი შენს თავსა და სხვა შენნაირებვს უნდა მოსთხოვო.   წვიმს იმიტომ , რომ ცა ტირის… ტირის ,  იმიტომ , რომ  დედამიწას სტკივა … სტკივა იმიტომ , რომ  ჩვენ ვტკენთ…  ვტკენთ იმიტომ , რომ ულმობელნი ვართ…

                          ახლა  წვიმს…

 ამბობენ  წვიმა ცის ცრემლებიაო .

 როცა წვიმს ცა გლოვობსო .

          

 

ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss)

Posted in სტიქია | Tagged , , , , , , , , | 3 Comments

შაგრენი – ადამიანო , უგუნურო არსებავ დაფიქრდი !

      მდინარე სენას გადაჰყურებს ყმაწვილი… თვალებიდან სასოწარკვეთა გამომსჭვავის… ცრემლის გორგალი წყდება მის ბაგეებს და წყლის მასისკენ მიეშურება,თითქოს მონატრებულ და-ძმებს ეგებებაო. ყმაწვილი ახალგაზრდაა, 24 წლის , თუმცა ვერაგ ცხოვრებას დაუჩაბნავს და მუქი კვალი დაუტოვებია მის უმანკო ცხოვრებაზე. ცხოვრებაზე რომელმაც მხოლოდ გააწამა ვაჟი, მხოლოდ ბნელ ,  ცივ და სასტიკ სამყაროში აცხოვრა…სიღარიბესა და უწმინდრურ გარმოში. ეს მაშინ როდესაც ყმაწვილის სული ოცნებებითა  და ამბიციებით იყო შეპყრობილი. ამბიციებით რომლებიც ეშმაკის სახელოსნოსკენ მიაქანაბდნენ  მის პიროვნებას და დემონისთვის სულის მიყიდვისკენ უბიძგებდნენ  ვაჟს.       

რაფაელი ერქვა…

თავის მოკვლას ლამობდა…

მარტოსული არსება  ბორძიკით მიიწევს სანაპიროზე , ღრმა ტალღებისკენ, ზოგადად სიკვდილისკენ.   რაფაელი ეგოისტი იყო და ყველაფრის მიუხედავად ეძნელებოდა სიცოცხლესთან გამოთხოვება.  უეცრად ზარების შეძახილმა აიღო პარიზის ქუჩები, ხმა ღვთისმშობლის ტაძრის წვეროდან მოდიოდა. რაფაელამც აავლო თვალი ტაძარს და  ეშმაკის ქანდაკებას წააწყდა.  ყმაწვილმა გულგრილად ჩაუკრა თვალი ბოროტი სულის ხილულ ქმნილებას და სენას გახედა. ის ისეთი მკაცრი და მოქუფრული ჩანდა.  რაფაელი იმდენად დაეღალა ცხოვრებას,რომ სიკვდილიც კი ეზარებოდა..  დიახ თავის მოკვლა , გადაიფიქრა სენას გამჭოლი მზერა ესროლა და გაეცალა..    გაეცალა სამუდამოდ…  უეცრად კვლავ ზარების ხმა გაისმა,    მთელი პარიზი შეძრა  ზარების შემაძრწუნებელმა ხმამ.  რაფაელმა კვლავ ტაძრის წვეროს შეავლო თვალი და მისი მზერა კვლავ ეშმაკის ქანდაკებას შეეჩეხა.  ამჯერად თავად ქანდაკება უკრავდა თვალს ყმაწვილკაცს…      რაფაელმა თვალები მოისრისა,  ყურადღება არ მიაქცია და  სენას სანაპიროს გაუყვა…

სანაპიროსთან ახლოს   რაფაელმა ანტიკვარიატის მუზეუმს მოჰკრა თვალი, რომელიც აქამდე არასდროს შეემჩნია. რატომღაც დაინტერესდა,ალბათ ბედისწერის ამბავი იყო და გეზი პირდაპირ მუზეუმისკენ აიღო. მუზეუმში მას  გიდად თავად ექსპონანტების მფლობელი გაუძღვა,რომელიც იმდენად დაინტერესად ახალგაზრდის პიროვნებით,რომ არც კი სურდა გასცლოდა მის გარემოცვას.

-მინდა რაღაც გიჩვენო,  ის რითაც ჯერ არავინ დაინტერესებულა და არავის ურწმუნია მისი.  რისი რწმენაც გაზიარებთ ცხოვრების  ყოველგვარ  მადლსა და სიამოვნებას.  მხოლოდ უნდა ირწმუნოთ იგი. მე ეს ვერ შევძელი,ვერ ვირწმუნე…

უთხრა მუზეუმის მფლობელმა რაფაელს  და თან სხვენის კარი გახსნა, ფანარი აანთო და კედელზე დაკიდებული მოუხეშავი ტყავისკენ მიუთითა ყმაწვილს. ეს შაგრენის ტყავი გახლდათ. რაფაელი მაშინვე მიხვდა ამ ტყავის განსაკუთრებული მბზინვარების მიზეზს.შაგრენის შავი მარცვალი ისე კარგად იყო გაპრიალებული,გადალესილი და გამოწრთობილი,რომ ტყავის ყოველი ბურთულა სინათლის ანარეკლს იძლეოდა.  ახალგაზრდამ გადმოატრიალა ნაჭერი,როგორც ბავშვმა,რომელიც თავისი ახალი სათამაშოს საიდუმლოების გაგებას ჩქარობს. წარწერამ უკანა მხარეს რაფაელი აღფრთოვანებაში მოიყვანა და ამავდროულად  უნდობლობა აღუბეჭდა თვალებში. თუმცა მოხუცის ცინიკურმა მზერამ ვაჟი აიძულა ნაწერი წაეკითხა და  ჩაღრმავებოდა თილისმას,რომელსაც იგი ყოველი უბედურებისგან უნდა დაეხსნა.

ტყავს უკანა მხარეს ჰქონდა ნიშანი რომელსაც აღმოსავლეთში სოლომონის ნიშანს უწოდებდნენ , რაფაელმა ეს ნისანი მაშინვე იცნო  ვინაიდან იგი ორიენტალისტი იყო.

თუ მე მფლობ,ყოველივეს მფლობელი იქნები.მაგ-

რამ შენი ცხოვრება ჩემი იქნება.ღმერთმა ასე

ინება. ისურვე და შენი სურვილები შენს

ცხოვრებას შეუფარდე.ეს ცხოვრება

აქ არის. ყოველი შენი სურვილის

მიხედვით მე ისევე შევმცირდე-

ბი, როგორც შენი დღეები

შემცირდებიან. გინდი-

ვარ თუ არა? ღმერ-

თი  გაიგონებს.

აღსრულდეს !

აი ეს ნაწერი გადაეშალა წინ ვაჟს , რომელიც უმალ გადაიკითხა  და ისევე მიეჯაჭვა მის ფილოსოფიას,როგორც მშიერი ჩვილი დედის მკერდს.    თვალებში დაუბნელდა,  ცხოვრებამ თვალწინ გაუელვა და თვალწინ რატომღაც ის ქანდაკება წარმოუდგა რომელმაც  ცოტა ხნის წინ მას თვალი ჩაუკრა..   ნუთუ ეშმაკის ხელი ერია ამ საქმეში?.. ნუთუ დადგა ჟამი რაფაელის გამოცდისა, რომელსაც სამწუხაროდ მან თავისი ამბიციების წყალობით ვერ გაუძლო ! ერთი გაელვება გონებაში ” მე მჯერა”  და შაგრენის ტყავი მის სულსა და სიცოცხლეს დაეპატრონებოდა.

               “შეცერდი, არც გაიფიქრო, არ შეცდე, რას სჩადი

ადამიანო , უგუნურო არსებავ დაფიქრდი!”

ჩაესმა ზეციური ხმა რაფაელს, ხმა რომელიც შაგრენის გამოძახილმა დაახშო.

მოხუცმა უამბო რაფაელს თუ რამდენ ადამიანს შესთავაზა ეს თილისმა და როგორ დასცინეს მის მაგიურ ძალას ადამიანებმა ,   გამოუტყდა რომ თავადაც ვერ გაებედა დაჰყოლოდა თილისმის ძლიერებას და გაერისკა ცხოვერბით.

რაფაელს მისი სიტყვები არ ესმოდა. მხოლოდ იმეორებდა   “მე მინდა უძღები ცხოვრება დავიწყო”.

    ტიპიური  მაგალითია ადამიანისა,რომელსაც მხოლოდ ის ესმის და ის სწამს რაც უნდა რომ ესმოდეს და სწამდეს. რაფაელმა წარწერის ის ნაწილი სადაც  შაგრენი სურვილების ასრულებას პირდებოდა ზედმიწევნით გადაიკითხა, ხოლო ნაწილი რომელიც ყმაწვილს  სიცოცხლის ხანგრძლივობასთან ნასყიდობის ხელშეკრულებას სთავაზობდა  უგულებელჰყო.

ეს იცით რას ნიშნავდაა?

რაფაელის  სურვილების ასრულება უდრიდა შაგრენის ტყავის ზომის შემცირებას ეს კი პროპორციულად რაფაელის სოცოცხლის ხანგრძლოვობის ამცირებდა.

        რაფაელის სიცოცხლე შაგრენის ხელში იყო, შაგრენისა, რომლის ხილული სახე ღვთისმშობლის ტაძრის თავიდან უმზერდა მოკვდავთა ყოფას.

რაფაელმა ტყავს ხელი დაავლო და წამოვიდა. გამოეცალა ყველაფერს რასაც შეეძლო ძველი მოგონებები გაეხსენებინა. ახლა მას ხომ მეფური ცხოვრება,  მილიონიანი შემოსავლები, სასახლეები და ფრანგულ არშიებში გახვეული ქერა მანდილოსნები ელოდნენ.    ქუჩაში გამოსულს მეეტლე შემოეგება და ეტლი შესთავაზა, რაფაელმა სურვილის ჩაფიქრებაც კი ვერ მოასწრო,რომ ის უკვე ამხდარიყო.  ვაჟი ეტლში ჩახტა,რომელმაც იგი ახალი სამყაროსა და აღსასრულისკენ გააქანა.

ეტლი გაჩერდა კარი გაიღო, რაფაელს ამჯერად მხევლები შემოეგებნენ  და სასახლისკენ გაუძღვნენ სადაც ყმაწვილს მეფური ვახშამი ელოდა.

მოილხინა და იზეიმა  ჩვენმა პერსონჟმა, მან არც კი იცოდა რა “სიურპრიზი” ელოდა საღამოს როცა ტყავის ნაჭერს შეათვალიერებდა.

განმარტოებულმა რაფაელმა შაგრენი ამოიღო და გაშტერდა.  ტყავი ისე შეკუმშულიყო და  დაპატარევებულიყო რომ გაუზომლადაც კი არ გამორჩებოდა ადამიანის თვალთახედვას. აი მაშინ კი გადაიკითხა წარწერა ხელახლა რაფაელმა და მიხვდა, რომ სული ეშმაკს მიყიდა.

იცით რა მოხდა ამის შემდეგ?   გაინტერესებთ რა იყო რაფაელის მომდევნო სურვილი?

ჰაჰ,  მას შემდეგ რაფაელს აღარაფერი უნატრია. მიხვდა რა მისი სურვილები პროპორციულად ამოკლებდა მის ცხოვრებას. მან განდგომილი ცხოვრება დაიწყო, არცერთი სურვილი, არცერთი ნატვრა მას არარ ჰქონია,  გულში იკლავდა ყოველივეს.

       სიტყვები “ხომ არ გინდათ”  “ხომ არ გსურს” “ხომ არ გწადიათ”    ჩვენი ლექსიკონიდან ამოღებულია- ამბობდა მისი მსახური.

ერთხელ როცა წამომცდა “ბატონო რაფაელ ხომ არ ინებებთ გასეირნებას? ”   რაფაელმა მკაცრად მითხრა –  შენ რა გინდა ცხოვრება მომისწრაფო?!!

ასე გავიდა ხანი..  ყოველგვარი სურვილის,მოთხოვნისა და ჟინის გარეშე.

ყველაფერი კარგად იყო სანამ მის ცხოვერბაში არ გამოჩნდა ქალი.  ახალგაზრდა პოლინა თავდავიწყებით შეუყვარდა რაფაელს.

შეყვარებულმა ყმაწვილმა  უკანა პლანზე გადასწია მისი  ცხოვრება ადრინდელ ყოფაზე უარი თქვა და ბედნიერებით ტკბობა დაიწყო.  ეს ბედნიერება კი ძვირად დაუჯდა.  სურვილებისა და ოცნებების წიაღში გადაშვებული რაფაელი შაგრენს არც  კი უყურებდა..   მაგრამ თანდათან  ვაჟის ჯანმრთელობა გაუარესდა ,  სასიცოცხლო ძალა წაერთვა .  აი მაშინ კი  შეავლო მან თავლი შაგრენის ტყავს ,რომელიც ისე დაპატარავებულიყო,რომ ხელისგულისოდენაც კი აღარ იყო.    შაგრენი  მალე  უკონტროლო გახდა, შესაბამისად უიმედო შეიქნა ყმაწვილის სიცოცხლეც.  აღსასრული ახლოვდებოდა რაფაელისთვის, გაქრობა და გაუჩინარება კი შაგრენისთვის.

სიცოცხლის უკანასკნელ წამს ,  თვალის დახუჭვამდე რაფაელს თვალწინ ეშმაკის ქანდაკება  წარმოუდგა  და ჩაესმა ზეციური  ხმა : რა ჩაიდინე უგუნურო არსებავ?!! 

“ამბობენ  დღესაც   აშინებთ ადამიანებს პარიზის მთავარი ტაძრის   წვეროსკენ ახედვა,  იქიდან ნამდვილი ეშმაკი იმზირებაო.”

ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss)

Posted in წიგნები | Tagged , , , , , , , , , | 9 Comments

welcome 2012 !

Posted in ზოგადი | 2 Comments

ახალი წელი – ანუ სანტა vs თოვლის ბაბუა

ერთი კვირა ახალ წლამდე… ციებ-ცხელების ერთი კვირა გვრჩება იმისთვის,რომ მოვასწროთ ყველა დაუმთავრებელი საქმის დასრულება,ძველი და ცუდი მოგონებების წყალს გატანება და ახალი 2012 წლის(ოო,რა შიშისმომგვრელია 😀 ) თანხვედრა. იცით სწორედ ეს ბოლო ერთი კვირა არის ყველაზე მსუყე და მადისღმძვრელი ჩემთვის. მიყვარს საახალწლო სამზადისი, საყიდლები, საჩუქრები. იცით რა მიყვარს ყველაზე მეტად?.. ქუჩაში რომ გახვალ და მხოლოდ ბედნიერ სახეებს რომ დაინახავ, მართალია ყველას თავისი საზრუნავი აქვს მაგარმ თვალები ყველას განსხვავებულად უბრწყინავს.. ჰაერიც კი გაჟღენთილია რაღაც ენით აღუწერელი სითბოთი და სურნელით. დიახ მე ამ სურნელსაც შევიგრძნოვ უკვე ეს დღეებია, ალბათ იმიტომ რომ ახალი წელი და ეს პერიოდი ყველაზე მეტად მიყვარს… მიყვარს თავისი დადებითი, უცნაური, სასაცილო, ხშირად პარადოქსული, ქართული ტრადიციებით. აი ჩემი საახალწლო მელოდიაც თქვენ, მოისმინეთ და დატკბით.

ირგვლივ უამრავი განსხვავებული ადამიანია,მაგარმ თუ მათ კითხავთ რის ან ვის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ ახალი წელი ბევრ ერთნაირ პასუხს წააწყდებით.
რის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ ახალი წელი?!! პირველ რიგში თოვლის.

იმისათვის რომ უკეთ იგრძნო ახალი წლის მოახლოება თოვლი აუცილებელი ელემენტია.რაც ბოლო წლებში ასე გავკლია თბილისში.
თოვლი და ახალი წელი მჭიდროდაა დაკავშირებული ჩვენს გულებში და წარმოსახვაში, მაგარმ ამ ბუნების კანონებს სად წაუვალთ, როცა “მოეპრიანება” მაშინ მოვა თოვლი. 😦 (ძვირფასო ბუნების კანონებო საახალწლო საჩუქრად დედამიწელებს თოვლი გამოგვიგზავნე რა 🙂 )

იცით კიდევ რა მეხმარება, მივხვდე,რომ ახალი წელი კარს მოგვადგა?.. სატელევიზიო სივრცის საახალწლო პროგრამები. აბა ის რა ახალი წელია TV-ში გრინჩის თავგადასავალი რომ ვერ ვიხილო. გრინჩის ისტორია საშობაო განწყობას მიმაღლებს და ბავშვურ ფანტაზიებს მიღვიძებს. დარწმუნებული ვარ რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, მაინც 10 წლის ბავშვივით მივუჯდები ტელევიზორს და იგივე სიამოვნებით ვუყურებ ჯადოსნურ ამბავს, იმის შესახებ თუ როგორ მოიპარა გრინჩმა შობა. საოცარი ვარცხნოლობების ქალაქში წეროს მიერ მოყვანილი გრინჩი მომავლის რისხვად იქცა და ეს მწვანე, გაბუსხული, ვარდისფერენიანი არსება ფილმის ბოლომდე შიშს იწვევს პატარების გულებში. 😀 ოხ გრინჩ,გრინჩ შენ დაიპყრე გული ჩვენი.
ეს მომენტი ^^^ ყველაზე მეტად მიყვარს.. უკვე გაკეთილშობებული გრინჩი. ისე ეს დღეებია ველოდები TV-ში და არ ჩანს ჯერ, გადავდგამ რუსთავი 2-ს რომ არ აჩვენონ, ანდა ტიტრებით რომ აჩვენონ.. 😀 😀 😀

ნომერი 2 – ნომერი ორი მარტო სახლში დარჩენილი ოხუნჯი კევინია,რომელიც ყოველ ახალ წელს ცდილობს შემოიჭრას ჩვენს სახლში, გულებში და თავისი ხრიკებით ხან კიბეზე დაგვაგოროს,ხან დამსხვრეული სათამაშოები დაგვიფინოს იატაკზე, ხან ცხელი უთო სახეზე მოგვადოს, ხან ლურსმანი ამოგვდოს ფეხ ქვეშ, ანდა ამ შუა ზამთარში ნაყინის დიდი თასით მოგვევლინოს და ნერწყვები გვაყლაპინოს იმ მომენტზე,როცა საშინელებათა ფილმს დადარაჟებული ნაყინის ფერად ბურთულებს უზარმაზარი კოვზებით პირში იტენის… 😀 რათქმაუნდა ოჯახი,თბილი და მეგობრული გარემო ახალ წელს ნამდვიალდ ყველაზე სასურველი რამ არის, მაგარმ გამოტყდით ერხელ მაინც არ გისურვიათ კევინის მსგავსად უზარმაზარ სახლში მარტო აღმოჩენილიყავით და ყველაფერი თქვენს განკარგულებაში ყოფილიყო?!! <<< არა ისე ნამდვილად სჯობს კევინის ამბავი ფილმში ვნახოთ და არა რეალურ ცხოვრებაში ჩვენს თავს, მარტოობა ხომ საშინელებაა და განსაკუთრებით ახალ ახალ წელს.

დიდი მზადებაა საახალწლო “THE ვანოს შოუსთვისაც” , რადგან შარშანდელი გადაცემა საკმაოდ  წარმატებული აღმოჩნდა.. მაგრამ იცით საინტერესო რა არის?!! რომელი ვანო მოგვევლინება ამჯერად ტელეეკრანებში.. თვით დიდი და განუმეორებელი THE ვანო 1-ლი
თუ მეორე, თვით საოცრება და განუმეორებლობა THE ვანო მე-2
1-ლი თუ მე-2 საკითხავი აი ეს არის!..

ახალ წელს რუსთავი 2  ტრადიციულად შემოგვთავაზებს კურიერისა და პატრული “წლის პრიკოლებსაც”. იმედია გაგვიმართლებს და მე და ჩემი მკითხველი არ აღმოვჩნდებით წელს საახალწლო პატრულის ინსცენირების ობიექტები.. 😀 მაგრამ იცინის ის ვინც ბოლოს იცინის, ამიტომ აღარ დავწერ მეტს პატრულზე 😀 😀

ახალი წელი რის ახალი წელი იქნებოდა ერთი და უკვე ორი თვით ადრე საახალწლო ასაფეთქებლების დამაყრუებელი ხმა რომ არ ძრავდეს თბილისის უბნებს.საახალწლო ბათქა-ბუთქი სადარბაზოებსა და ქუჩებში ჯერ კიდევ დეკემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო და საკმაოდ მძიმე შედეგების მიუხედავად, დღემდე გრძელდება.
^^ ეს ფოტო ჩამივარდა ხელთ და მინდოდა გამეზიარებინა.  ძვირფასო პატარებო  ყველაფერი ყველაფერი მაგრამ მეშინია ჩვენც არ აგვაფეთქოთ .

    ახალი წელი რის ახალი წელი იქნებოდა რომ ჩვენი მიხეილ ცაგარელი წინასწარი პროგნოზირებით არ გვამცნობდეს,რომ თუ სუფრაზე დრაკონის ფერებში გადაწყვეტილ სურსათს არ დავდებთ ჩვენი საქმე ცუდად წავა.(ერთი ვინმემ გამაგებინეთ დრაკონისფერი სურსათი სდ ვოშოვო 😀 მინდა რომ უკვე ვიყიდო , თორემ ტაცებაა თურმე… )

ახალი წელი რის ახალი წელი იქნებოდა,რომ არა ჩვენი საყვარელი გოზინაყი და ჩურჩხელა.. და შემდგომ მუდმივი შედარებები შენს მიერ მომზადებული გოზინაყის გემოსა და სტუმრად ყოფნისას დაგემოვნებული გოზინაყის გემოს შორის.

იცით ჩემს გამოკითხვაში დაფიქსირდა შამპანურის სიმბოლიკაც,რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენლათ ეჩვენებათ ადამიანებს. მართლაც თავისი ხიბლი აქვს შუშხუნა სადღესასწაულო სასმელს…მმმ….
^^ გაგვიმარჯოს!

ახალი წლის ლამაზად გაფორმებული მაგიდა და უამრავი სასუსნავი( ოო, როგორ მოვიმატებთ წონაში ახალ წლებზე) ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დეტალია.

და ეს ყველაფერი ნაძვის ხის გვერდით თუ არ ხდება, რაღა ახალი წელი გამოდის.. ამიტომ მოდით ჩვენს სახლები ლამაზად მორთული, ხელოვნური ნაძვებითაც მოვრთოთ.(ხო აბა ბუნებრივი ნაძვები სადღაა, ამ გაქანებულ ეკოლოგიურ კრიზისში)

და რაღა თამაუნდა საჩუქრები,საჩუქრები და ისევ საჩუქრები.სანტა და ტრადიციული თეთრ ნაბდიანი თოვლის პაპაც საახალწლო სიმბოლიკის ნაწილია და მათ გარეშე ვერ წარმომიდეგნია.

(სანტა VS თოვლის ბაბუა)

და ბოლოს ამდენი სამზადისისა და მოლოდინის შემდეგ ის ნანატრი წუთები,როცა უკანასკნელ წამებს ითვლი ძველი წლის გაცილებამდე და ახალი წლის შემობრძანებამდე.

და აი შესრულდა თორმეტიც.. გილოცავთ და საოცარი ფეირვერკით გემშვიდობებით.

ნია ჭუმბურიძე(Anoonymouss)

Posted in შობა-ახალი წელი | Tagged , , , , , , , , , , , , , | 18 Comments

,,მე — მოხუცი’’

მე — მოხუცი?!! ჩემს წარმოსახვაში რთულია გავაცოცხლო მომავლის ფოტო… ფოტო იმ მომავლისა,რომელიც სამწუხაროდ არ აგვცდება,არ მინდა ფიქრი იმ მომავალზე, იმ დროზე,იმ ეტაპზე როცა დავბერდები(თ). დავბერდები და ეს ბავშვური ცხოვრების ფერადი ეპიზოდები მართლაც ეპიზოდურ მოგონებებად დარჩება ჩემს გულში… ნუთუ გულიც დაბერდება?!! არა ამბობენ გული არასდროს ბერდებაო და მეც ამის მჯერა.. მჯერა და ამ იმედით ვცხოვრობ, არ მინდა გამოვემშვოდობო ჩემს ხალისიან(ჩემებურად) ნათელ, ენერგიულ სამყაროს და გადავინაცვლო სამყაროში სადაც დრო თითქოს გაყინულია,უძრავია, ცივი და უძლურია..ან იმდენად მოძრავია,რომ უკან მოუხედავად მივყავართ სიცოცხლის ბოლო საფეხურამდე. ეს დრო გვაუძლურებს,ძალას გვაცლის, გრძნობებსა და ახლობელ ადამიანებს გვაშორებს.დიახ ეს ჩემი თვალით დანახული მოხუცებულობის პერიოდია. თითქმის დარწმუნებული ვარ,რომ ჩვენი კეთილი ბებოები და ბაბუები მიუხედავად გარეგნული სიხალისისა და სიცოცხლისადმი პოზიტიური დამოკიდებულებისა, სულიერად სწორედ ასე გრძნობენ თავს, არა იმიტომ რომ ჩვენ მათ ყურადღებას ვაკლებთ,არა იმიტომ რომ ჩვენ ისინი მივატოვეთ,არა იმიტომ რომ მათ ჩვენი სითბო აკლია, არამედ იმიტომ,რომ ისინი თავს დაუცველად და მიტოვებულად გრძნობენ .ვის გამო? რის გამო? -დროის გამო. დიახ დროის გამო,იმ დროის გამო რომელიც მათ წლებს,თვეებს,კვირებს,დღეებს,საათებს,წუთებსა და წამებს ასე დაუნდობლად ართმევდა და აჯილდოებდა მათ ცხოვრების საუკეთესო ან თუნდაც უსიამოვნო მომენტებით, ახლა რას უკეთებს მათ დრო? მართლაც რომ დროული კითხვაა.. დრო მათთვის გაჩერებულია, გაყინულია.. დიახ გაყინულია მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალურად.. რატომ ფორმალურად?!! სწორედ დროის ფორმალური გაყინვა იწვევს ადამიანის გულის უბერებლობას, და სწორედ ეს ფორმალურობა აბერებს და ამჭკნობს კაცობრიობის მოდგმის სხეულებს,სახეს..

აი სახეზე გაჩენილი თითოეული ნაოჭი და ხაზი კი ადამიანის სულზე აჩენს ნაპრალს..დროის ” ფორმალური წინსვლა” ამ ნაპრალს დროთა განმავლობაში ზრდის და დიდ,შავ უფსკულად გადააქცევს,რომელშიც თავიდან ფეხებამდე ვეშვებით – ჩვენ, ადამიანები და იქედან ჩვენი ამოყვანა შეუძლებელია.ვარსებობთ ხილულად, მოჩვენებითი ბედნიერებით(შვილები,შვილიშვილები..) მაგრამ სულით კი სწორედ ასეთი შავი ქვესკნელის ძირს ვიმყოფებით. და ერთადერთი ვისგანაც შველას ვითხოვთ “დროა”. დრო კი ყრუა,დრო მუნჯია, დრო უკმეხია, დრო მახინჯია, დრო სარკაზტული იუმორით დაჯილდევებულია და სწორედ ამ სარკაზმით დაგვცინის და გვეთამაშება იგი მთელი ცხოვრების მანძილზე.რა დაცინვა არ გამოსდის? თამაში არ გამოსდის? როცა თავის ნებაზე დავყავართ?!! გვართმევს საყვარელ ადამიანებს, როცა მოუნდება მაშინ გვტკენს გულს, როცა მოუნდება გვახარებს და გვაბედნიერებს, და მთავარი, როცა მოუნდება მაშინ დაგვაყენებს სიბერის გზაზე, გზაზე,რომელიც მოკლე, მუქი და ნოსტალგიით გაჟღენთილია, იმ ნოსტალგიით, რომლითაც მოხუცებს ბავშვობა,ახალგაზრდობა, ადრეული ასაკი, მშობლები, პატარაობა, უზრუნველი ცხოვრება, სიხარულის წამიერი განცდები ენატრებათ…

მეც დავბერდები,შენც,ისიც, თქვენც,ისინიც… ეს ჩვენი მომავალია,ამიტომ უნდა ვეცადოთ , დღეს როცა ახალგაზრდები ვართ და ჩვენს გვერდით მოხუცებული ადამიანები არსებობენ, ყველანაირად დავეხმაროთ მათ კვლავ გაიფერადონ ცხოვრება თუნდაც “ხილულად”,მაგრამ მაინც გაიფერადონ.. დავეხმაროთ ცოტათი მაინც რომ ოდნავ ზევით ამოინაცვლონ ქვესკნელის ძირიდან, ვეცადოთ არ მივცეთ მათ ნოსტალგიის მუდმივი განცდის საშუალება, ნოსტალგიის რომელიც ახალგაზრდებშიც კი სასოწარკვეთას იწვევს.
გვიყვარდეს ჩვენი გვერდით მყოფი ადამიანები,რომლებმაც სიბერეს მიუკაკუნეს, ადამიანები,რომელთაც ჩვენი სიყვარულის მეტი არაფერი სურთ, გვიყვარდეს და პატივს ვცემდეთ მათ.. მოვიქცეთ ისე ,როგროც თავად გვსურს რომ მოგვექცნენ,რადგან ვიმეორებ – ეს ჩვენი მომავალია.

ჩვენი აწმყო და მომავალი სწორედ ასე ^^^ მიუყვებიან დროის ხაზს. ხელჩაკიდებულნი,განუშორებელნი,შემჭიდროვებულნი და შეხმატკბილებულნი. აწმყოდან მომავლამდე კი “ძვირფასი დროის” წყალობით ერთი ნაბიჯი გვაშორებს.

თქვენ გგონიათ მოხუცებს არ სტკივათ, ისე როგორც ბავშვებს სტკივათ?!! თქვენ გგონიათ მოხუცებს არ უყვართ ისე როგორც ახალგაზრდებს უყვართ? თქვენ გგონაით მოხუცები არ მოგზაურობენ ღამით ვარდისფერ სიზმრებში,სადაც ფრენაც შეუძლიათ?!! თქვენ ასე ფიქრობთ? მე ასე არ ვფიქრობ და მჯერა რომ მე–მოხუცს ამეტირება სენტიმენტალიზმზე,ისევე როგორ დღეს, მე–მოხუცს მეყვარება ისე როგორც დღეს.(ისე დღეს არავინ არ მიყვარს :p ) მე–მოხუცი ვიმოგზაურებ ფერად ,ზეციურ სამყაროში ყოველ ღამით და ფანტაზიას გასაქანის საშუალებას არ მოვაკლებ,ისევე როგორც დღეს.
მათი სიყვარული ყველაზე გულრწფელია!

მათი სიზმარი ყველაზე ზღაპრულია

მათი ცრემლები ამ ბავშვის ცრემლებივით უმანკო და ნამდვილია

მოხუცთა პატივის ცემა და სიყვარული დღეს ჩვენი მოვალეობაა.

მე დავიბადე.. მე ვიზრდები.. მე დავბერდები..
დაბერდები შენც!!!

ნია ჭუმბურიძე(Anoonymouss)

Posted in რეალობა! | Tagged , , , , , , , , , , | 16 Comments

უნიღბობა – აი რა გვაშინებს სიბნელეში !!!

ყველა ჩვენგანისთვისაა დამახასიათებელი ესა თუ ის ფობია.მილიარდობით ადამიანი არსებობს და ყველას ეშინია რაღაცის. თუმცა არსებობს ერთი რამ, რისიც სინამდვილეში ყველას გვეშინია. შეიძლება არ დამეთანხმოთ და გაიფიქროთ,რომ სრულიადაც არ გეშინიათ ამის,მაგრამ თუ ჩაუღრმავდებით აღმოაჩენთ,რომ თქვენც შეპყრობილი ხართ უჩვეულო გრძნობითა და რეფლექსური მოქმედებით როდესაც აღმოჩნდებით სიბნელეში…ბნელი,შავი,უკუნი და ბურუსით მოცული ადგილი მუდამ შიშს იწვევდა ადამიანთა სულებში.
გვეშინია ბავშვობის ასაკიდან, ზრდასრულობამდე,სიბერემდე,სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე… საინტერესოა, რით არის გამოწვეული ჩვენში ეს გრძნობა?!! საინტერესოა რა აშინებს ადამიანს ბნელ სამყაროში, განსაკუთრებით მაშინ როცა ის მარტოა?!! ნუთუ საკუთარ თავთან მარტო დარჩენის გვეშინია, თუმცა მარტო ხომ სხვა დროსაც ვართ…მაგრამ არა განსხვავება არსებობს ამ ორს შორის, რადგან როცა მარტონი ვრჩებით ირგვლივ გამაფებულ წყვდიადში სახიდან ყოველგვარი ადამიანურობის გამომხატველი ცინიკური ნიღაბი გვეხსნება, და ვრჩებით უნიღბოდ ცხოველური ინსტიქტების ამარა. სწორედ ეს გვაშინებს… ჩვენი რეალური სახე,რომელიც ასე კარგადაა შენიღბული და სიბნელე ყველანაირად გვფილტრავს,გვიტოვებს მხოლოდ ნამდვილს, რეალურს და აი აქ მჟღავნდება ჩვენი სისუსტე, ადამიანები ხომ ძლიერ ნიღაბს ამოფარებულნი დავიარებით და ამ ნიღბის გარეშე უსუსური, დაუცველი და სააშკარაოზე გამოტანილი უგუნური არსებები ვხვდებით.<<- აი რის გვეშინია, ამის გამო გავურბიართ სიბნელეს,წყვდიადს, იგი ჩვენ გვაშინებს, რადგან ვიცით რომ მის წინასე პირისპირ დარჩენისას ჩვენი საიდუმლოებანი გაიცემა და იმუნური დეფიციტი დაგვატყდება თავს… აი გასაქცევი კი რთული საპოვნელია.დიახ რთულია იპოვო გზა სინათლისკენ… გარეგნულად ნათელ სამყაროს ადვილად ვიპოვნით, მაგრამ იცით რა გაგვიჭირდება?!! სინათლის მოძებნა ჩვენს სულში.

უმეტეს წილად ჩვენი სული ამ სანთელს გავს,რომელიც ობლად ანთია ცივ,შავ და წინააღმდეგობებით აღვსილ გარემოში.და რომელიც შეიძლება ნებისმიერ წამს ჩააქროს სუსტმა სიომ(მარცხმა), ნიავმა(სასოწარკვეთამ),ქარმა(შურმა) ან წვიმამ,სეტყვამ და ქარბუქმა ერთად(ბოროტებამ,სისასტიკემ,დაუნდობლობამ).

არ გქონიათ შემთხვევა,როცა დარჩენილხართ სიბნელეში სრულიად მარტო… თავიდან ვერ გრძნობ ვერანაირ შიშს, ვერავითარ საბაბს აღელვებისას. წამები…წუთები… შენს თვალებში ჩამდგარი წყვდიადის ქარცეცხლი და უკვე გეუფლება პირველი ნეგატიური შეგრძნებაც…
გიფიქრიათ იმ მომენტში თუ რაოდენ დაუცველნი ხართ?!! უძლურნი!!! მაგრამ არსებობს კი საფრთხე?!! შიშის საფუძველი?!!

ბავშვობაში სიბნელეში ამათ ^^^ გამო გვეშინოდა, გვჯეროდა და მუდამ ვგრძნობდით მათ სიახლოვეს წყვდიადში მარტო დარჩენისას.

პარადოქსია,მაგრამ დღეს ბავშვობის ასაკიდან გამოსულებს სიბნელეში უმთვარესად ერთი რამ გვაშინებს- ჩვენს რეალურ მესთან შეხვედრა…ჩვენს თავთან პირისპირ დარჩენა და რეალობასთან თვალის გასწორება… თვალის გასწორება და იმის აღიარება,რომ სინამდვილეში მშიშარა,დაბნეული, ნულოვანი წარმონაქმნები ვართ… ეს ასეა!!!

ps: მეც მქონია შემთხვევა,როცა აღმოვჩენილვარ მარტო,ბნელ გარემოში… შიში კი დამუფლებია მხოლოდ მას შემდეგ რაც ფიქრებს ავყოლილვარ, ჩავღრმავებივარ და გამიანალიზებია ზემოთ ხსენებული სინამდვილე.

ნია ჭუმბურიძე(Anoonymouss)

Posted in რეალობა!, ფობიები | Tagged , , , , , , , , , , , | 4 Comments

დიქტატორთა ჭიდილი – უდანაშაულო მსხვერპლი!!!

1913 წელი.. ვენა.. ფრანც-იოზეფის შონბრუნის სასახლის პარკი..ორი დაუდევრად ჩაცმული,ტანდაბალი ფიგურა მაშინ ყოველდღიურად სეირნობდა ამ ადგილას.. ორი შეუნიღბავი პიროვნება რომლებიც ვინ იცის რამდენჯერ ჩაუვლიდა ერთმენთს პარკში სეირნობისას,თუმცა არასდროს გამოლაპარაკებიან ერთურთს…ვინ წარმოიდგენდა,რომ ერთი მათგანი რამდენიმე წელიწადში შექმნიდა მსოფლიოს პირველ მარქსისტულ ხელისუფლებას, ხოლო მეორე მათგანი რასისტული იდეოლოგიის მადომინირებელ იმპერიას.ვინ იფიქრებდა რომ სწორედ ეს ორი პირი სიცოცხლის ბოლომდე მილიონობით ადამიანის სოცოცხლეს შესწირავდა თავიანთ უტოპიურ იდეებს.
ვენა… ფრანც-იოზეფის სასახლის პარკი და 2 მსოფლიოს მომავალი დიქტატორი… მიხვდით ალბათ საუბარია იოსებ (ბესარიონის ძე) ჯუღაშვილზე , იგივე ‘სტალინსა’ და ადოლფ (ალოის ძე) ჰიტლერზე. საუბარია პატარა ‘დიდ’ ადამიანებზე , რომლებმაც შეძრეს მსოფლიო.

გსმენიათ სტალინის ახალგაზრდობაზე? მის ბავშვობაზე? წლებზე რომელიც მან გორში გაატარა და წლები რომლებმაც სტალინის თქმით მას მხოლოდ ფიზიკური ნაკლოვანებები დაუტოვეს?

იოსები თავისი მშობლებისთვის მესამე ვაჟი იყო, მისი წინამორბედი ვაჟები კეკესა(სტალინის დედა) და ბესოს დაეღუპათ,ამიტომ სტალინი მათთვის განსაკუთრებული საჩუქარი იყო ღვთისგან.. იოსები ფიზიკური ნაკლოვანებით დაიბადა. დიახ მას ფეხის თითებს შორის აპკი ჰქონდა , რაც მუდამ ხელს უშლიდა მას სიარულში და სიცოცხლის ბოლომდე აკომპლექსებდა.. სტალინს 8 წლის ასაკში გორში გავრცელებული ყვავილი შეხვდა,რამაც პატარა კობას სამუდამოდ დაამჩნია კვალი.. მისი ნაყვავილარი სახე კიდევ ერთ დამაკომპლექსებელ საბაბს წაროადგენდა სტალინისთვის… სკოლის ასაკში საგზაო შემთხვევისას დაზიანებული ხელი, რომელიც არასრულფასოვანი მკურნალობის შედეგად დეფორმირდა და დაუინვალიდდა სტალინისთვის ყველაზე მეტად დამრთგუნველი იყო, მთელი ცხოვრება რცხვენოდა თავისი მოკლე ხელის გამო რომელსაც თითქმის ვერ ამოძრავებდა. ამასთანავე მთელი ბავშვობა იოსებს თავისი ლოთი მამა ე.წ ‘გიჯი ბესო’ გამუდმებით სცემდა უმიზეზოდ, რამაც პატარა კობას შინაგანი უსამართლობის შეგრძნება ჩამოუყალიბა, რამაც როგორც ჩანს მის სულში სამუდამო სამყოფელი ჰპოვა და სტალინის იმიზეზო და უმიზნო აგრესიული მოქმედება მომავალი დიქტატორობის პირიოდში შეიძლება განგებაზე შურისძიებათაც კი მივიჩნიოთ.განგებაზე,რომელმაც სტალინს ცუდი ბავშვობა და ლოთი მამა არგუნა.


სტალინი სულით პოლიტიკოსი და დიქტატორი იყო… მის ნიჭს წარმოადგენდა თვისება ლიდერობისა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებდა ამძვრალიყო ხელისუფლების მწვერვალზე, მაშინ როცა მწვერვალზე ასვლას მასთან ერთად სხვა არაერთი ბევრად გამოცდილი, დამსახურებული და სასურველი კანდიდატი ცდილობდა.. სემინარიელმა ჭაბუკმა შეძლო უკან ჩამოეტოვებინა მოწინააღმდეგენი , დაეგმო ყვეალს შეხედულებები ; თვით მისი ‘მასწავლებლი’ ლენინის იდეალოგიაც კი დაჩაბნა და რევოლუციის შემდეგ სრულიად დამოუკიდებელი ინიციატივებით დაიწყო მოქმედება. ამას ხელი შეუწყო ერთმა გარემოებამ,რომ ხალხს სტალინის სჯეროდა, ვინაიდან სტალინი ლენინისგან განსხავებით კარგი ორატორი იყო და ისე შეეძლო ხალხის დარწმუნება საკუთარ სიმართლეში, რომ მასში ეჭვი არავის შეჰქონდა.

სტალინი თავის თავს ციმბირელს უწოდებდა,ციმბირში გატარებული 2 წლის გამო. ციმბირში 28 წლის სტალინმა რომანი გააბა 13 წლის ლიდია პერაპრიგინასთან,რომელმაც სტალინს უკანონო ვაჯი გაუჩინა,თუმცა სტალინმა მსგავსად სხვა უკანონო შვილებისა(რაც მას მრავლად ჰყავდა) არც ლიდიას ვაჟი აღიარა.

თუ გადავხედავთ სტალინის სასიყვარულო ურთიერთობებს მთელი ცხოვერბის მანძილზე, 50-ზე მეტი რომანის დასახელებას შევძლებთ. მათგან ძალიან ბევრი სტალინს არასრულწლოვან და მასზე ასაკით პატარა გოგონებთან ჰქონდა, რამაც შეიძლება გვაფიქრებინოს რომ სტალინი ნახევარი პიროვნებით პედოფილი იყო.. თან ამას იმ ფაქტსაც თუ დავუკავშირებთ,რომ სტალინს იდეალური ურთიერთობები ჰქონდა თავისი მეგობრების პატარა ქალიშვილებთან…. თავისი მემუარების ერთ ეპიზოდში სტალინი წერს,რომ ერთ ერთი ძმაკაცის პატარა გოგონას იგი დედაზე მეტად უყვარდა და დარწმუნებული იყო,რომ თუ დედა და კობა გოგონას ერთდროულად დაუძახებდნენ გოგონა აუცილებლად სტალინისკენ გაიქცეოდა… იქნებ ეს ყოველი მხოლოდ და მხოლოდ სტალინის თანდაყოლილი მომნუსხველობის ბრალია.. ვინ იცის….სტალინსა და თავის პირველ და მეორე ცოლებს შორისაც დიდი ასაკობრივი ზღვარი იყო…ნაყვავილარ სახიანი სტალინი ძალინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა სუსტი სქესის წარმომადგენლებში და ქალებს ყოველთვის მოსწონდათ კავკასიური გარეგნობის გორელი კობა.

სტალინი – ისტორიამ შერაცხა ნეგატიურ პერსონად!! მაშინ რატომ იყო, რომ იგი უყვარდა ხალხს, მთელ პოსტ საბჭოთა სივრცეში?!! საკვირველია ფაქტები, იმისა თუ როგორ განიცადა ხალხმა სტალინის გარდაცვალება. ცრემლი ახრჩობდა ადამიანებს,რომელთა ახლობლები,მეზობლები, მეგობრები, მეუღლეები და შვილები სწორედ სტალინის არამიზნობრივ,უტოპიურ იდეებს შეეწირნენ. ნუთუ ამ ადამიანს ქონდა ნიჭი იმისა,რომ ერთდროულად საძულველიც და საყვარელიც ყოფილიყო საზოგადოებისთვის.ყველაფრის მიუხედავად დღევანდელი გადმოსახედიდან სტალინი მაინც – ბოროტების სიმბოლოა!..

ადოლფ ჰიტლერი 1889 წელს ზემო ავსტრიის სასზღვრო ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში დაიბადა. მამამისი ალოის ჰიტლერი საბაჟოს მოხელე იყო, დედა – კლარა ალოისის ბიძაშვილისშვილი. ადოლფი მშობლების მეოთხე შვილი იყო. ალოის ჰიტლერის 6 შვილიდან მხოლოდ ადოლფმა და პაულამ მიაღწიეს ზრდასრულ ასაკამდე. გარდა ამისა ალოის ჰიტლერს 2 უკანონო შვილი ჰყავდა – ალოის უმცროსი და ანგელა.
«მაინ კამპფში» ჰიტლერი მამას ახასიათებს, როგორც ტირანს. თუმცა არცერთი სხვა წყარო იმას არ ადასტურებს რომ ალოისი იმაზე მკაცრი მამა ყოფილიყო, ვიდრე ეს მაშინდელ დროში იყო მიღებული.თუმცა ცნობილია,რომ სტალინის მსგავსად ადოლფსაც ხსირად სცემდა ლოთი მამა, რის გამოც ჰიტლერიც შერყეული ფსიქიკით ხასიათდებოდა ბავშვობაში და ამ ფაქტმა შესაბამისი გავკლენაც იქონია ადოლფის მოღვაწეობაზე.

პარალელების გავლება ამ ორ ტირანს შორის მრავალჯერ უცდიათ… აღსანიშნავია ებრაელების მიმართ მათი ერთგვარი-თუ არაერთგვარი დამოკიდებულება, რაშიც ვგულისხმობ იმ ფაქტს,რომ ჰიტლერსა და სტალინს სხვადასხვანაირად ეზიზღებოდა ეს ერი. ებრაელები გულს ურევდა და აღიზიანებდა ჰიტლერს და ხელს უშლიდა სტალინს. ჰიტლერისთვის ზედმეტად ძლიერი რასა იყო,სტალინისთვის კი არასრულფასოვანი,როგორც ერი.
ჰიტლერმა თავისი იერიში სწორედ ებრაელებისკენ მიმართა და მტელი თავისი ცხოვრების განმავლობაში უსასტიკესი დევნა გამოუცხადა ამ ერს. სრულფასოვნების დაავადებით შეპყრობილი ეს სასტიკი და ამავდროულად ფსიქიკურად არაჯანმრთელი პიროვნება თავისი იდეებით დაუპირისპირდა არასრულფასოვნების კომპლესსით შეპყრობილ სტალინს. “მსოფლიოს მბრძანებლის” ტიტულის მოსაპოვებლად მათ გადასრისეს ათასობით მილიონი ადამიანი,არსება და ყველა ადამიანური ღირსება დაგმეს.

იბადებიან ადამიანი- მესიები და იბადებიან ადამიანები,რომლებიც სამყაროს ევლინებიან იმისთვის რომ მოიტანონ ტანჯვა,ვაება,წამება,ნგრევა,მსხვერპლი,ფატალური შედეგები და საავტორო ბეჭდები,რომლითაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ტოვებენ საკუთარ ანაბეჭდს. იმ ანაბეჭდსა და კვალს,რომლის ტარება უდანაშაულო მსხვერპლს უწევს. მაგრამ არიან კი ისინი უდანაშაულონი?!!მათ ხომ მისცეს საშუალება ჰიტლერს (სტალინს) მიწასთან გაესწორებინა ყოველი… ნუთუ ასეთი რთული იყო ამ დიქტატორთა სისასტიკის მოგერიება.. გაუჭირდათ თუ უბრალოდ დანებდნენ და საშუალება მისცეს მათ სულებსა და სხეულებზე ებატონათ ტირანებს… წინააღმდეგობა იყო ხალხის მხრიდან, მაგრამ არა შედეგობრივი, ეს იმის ბრალი ხომ არ იყო რომ თავად წინააღმდეგობის გაწევის ძალაც ჩაკლეს ადამიანებში ტირანებმა..
ტირანებმა არა სახელმწიფოებისა, არა მიწისა,არა სხეულებისა არამედ სულებისა…

საბჭოთა კავშირის ფეხაპკიანი დიქტატორი-ანუ ჩვენი გორელი სტალინი და ფსიქიკა შერყეული ჰიტლერი XIX-XX საუკუნებს შავი ჭირივით მოევლინნენ,მოედნენ,შეესისხლხორცნენ,გაბატონდნენ,ძალა გამოაცალეს და მიწასთან გაასწორეს ყოველი .

 

ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss)

Posted in ისტორია | Tagged , , , , , , , , , , , , , , , | 9 Comments

წიგნი და ჩემი ათეული !

მომენატრა აქ წკაპუნი, ხოდა აი დრო გამოვნახე menu->new->post და უკვე პოსტს ვწერ. უფროსწორად იმ წიგნთა ათეულის შედგენას ვაპირებ რომლის წაკითხვაც დაგეგმილი მაქვს და უახლოესი 1 თვის მანძილზე ათივეს ჩავამთავრებ. არდადეგებიც იწყება, საქმე არაფერი მექნება. გარეთ თოვლი, სახლში სითბო….. რა სჯობს ჩავუჯდები და გადავეშვები წარმოსახვით სამყაროში. ჩემი წიგნის კითვის პროცესი მართლაც რომ ფანტეზის სამყაროში მოგზაურობასა და უკიდეგანო სიზმრებთან ასოცირდება. წიგნის კითხვა სიჩუმეში მიყვარს, სადაც გარეშე ხმებისგან დაზღვეული ვარ, გონებას კი მეტი გასაქანი აქვს იფიქროს , გაანალიზოს და დაიმახსოვროს ის ძირეული რამ რასაც ესა თუ ის შემოქმედი გვთავაზობს მის მიერ შეთხზული ნაწარმოებით… არ გქნონიათ შემთხვევა როდესაც წიგნის რომელიმე ფრაგმენტი ისე მოგწონებიათ რამდენჯერმე ხელახლა გადაგეკითხათ, თითქმის ზეპირად გესწავლათ და წუთიერი დაყოვნებით წარმოსახვაში გაგეცოცხლებინათ ის პერსონა,მოვლენა ან გრძნობებისა და ემოციების დაუოკებელი მისწრაფებანი რაც წიგნშია გადმოცემული. მაინც რა საოცარია არა? ადამიანს ძალუძს თეთრზე შავით, ყოველგვარი ფუნდამენტურობის გარეშე ისეტი სამყარო დახატოს,რომელიც ჩვენს რეალობაში არ არსებობს,რომელიც ჩვენთვის ზეციურია,შემაშფოთებელია,დამაფიქრებელია,სანატრელია და ხშირად ეს ყოველი ჩვენზე ისეთ ზემოქმედებას ახდენს რომ რეალური სამყაროდან და აქაური გარემოდან გვწყვეტს და გადაგვისვრის სადმე ფერად ან შავ-თეთრ,ნათელ ან ბნელ უკუნში, მშვიდობიან სამყოფელსა თუ ომისა და დაუდევრობის ქარცეცხლში… გადაგვისვრის და ცდილობს იქვე ჩაგვტოვოს, მაგრამ ჩევნ მაინც ვუბრუნდებით ამ ერთფეროვან, გაყინულ სამყაროს და გვენატრება ის წამები როცა ვმოგზაურობდით ზებუნებრივ სიტყვათა კორიანტელში და აი ვცდილობთ ხელმეორედ გავემგზავროთ იქ, ამიტომ კვლავ მივუბრუნდებით რჩეულ წიგნს , მაგრამ ვერ ვბრუნდებით! რა ხდება ! გზები ჩაიკეტა?!! წარმოსახვას გასაქანი არ ეძლევა, ჩავრციით? შემოგვიშვით! კიდევ ერთხელ!<- გვეუფლება სასოწარკვეთა , მაგრამ არა მაინც გაშეშებულნი ვართ ვერ ვუბრუნდებით ხელმეორედ იმ ადგილს, იმ საოცრებათა ქვეყანას,რომელიც ჩვენს მეხსიერებაში დაილექა და ეს ყველაფერი იცით რატომ ხდება ? -იმიტომ რომ პირველად წაკითხულის შთაბეჭდილებას,ემოციებს,გრძნობებს ვერ დავიბრუნებთ. ამიტომ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში უნდა შევეცადოთ რაც შეიძლება ბევრჯერ გამოვცადოთ ის, თუ როგორია წიგნთან შეხების პირველადი შთაბეჭდილება! შთაბეჭდილება დროში მოგზაურობისა, თაობებთან ჭიდილისა,სტერეოტიპების მსხვრევისა და ერთი სიტყვით თავისუფალ სივრცეში მოგზაურობისა,სადაც სრული ქაოსია!

სიტყვა გამიგრძელდა. ამის დაწერას არც ვაპირებდი,მხოლოდ ათეულის შედგენისთვის შემოვირბინე,მაგრამ ასე რომ ვთქვა შემომეწერა პოსტი 😀
კარგი ახლა საქმეზე გადავალ…. ბრბრბრრრრრრ აი ჩემი ათეულიც:

ნომერი 1 (უმბერტო ეკო “ვარდის სახელი”

მკვლელობები მონასტრის ბიბლიოთეკაში შენახულ საიდუმლო სიბრძნის შემცველ წიგნს უკავშირდება, რომლის ხელში ჩაგდების მსურველებიც უცნაურ ვითარებაში იღუპებიან. ჩემი აზრით საინტერესო იქნება შუა საუკუნეებში გამგზავრება და იმის გამოძიება თუ ვინ ან რა არის დამნაშავე ამ შავბნელ და საიდუმლოებით მოცულ საქმეში.

ნომერი 2 (კატარინა მასეტი “ტიპი მეზობელი საფლავიდან” )

ორიგინალურია არა? სასაფლაოზე დაწყებული ურთიერთობა და ინტრიგა თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ნომერი 3 (თომას მანის “ბუდენბროკები”

ირონია იგრძნობა პირველი გვერდიდანვე რასაც თვალი გადავავლე , + ჩემი შეხედულებაც ამ ეპოქისადმი. წინასიტყვაობაც საინტერესო ჩანს:თომას მანი “ბუდენბროკებს” პესიმისტური იუმორით გაჯღენთილ წიგნს უწოდებდა.რომანში ასახულ უიმედო,ნაღვლიანი განწყობილებით აღსავსე სამყაროში მწერალს მხოლოდ ერთი შესაძლებლობა რჩებოდა ჰუმანიზმის დაცვისა.და რა ამას წიგნიდან გავიგებ.

ნომერი 4 (მარიო პიუზო “ნათლია” ამის მიხედვით გადაღებული ფილმი ხალხმა რატომღაც “ნათლიმამად” მონათლა.ალბათ იმიტომ,რომ მთავარი გმირი ერთდროულად დაუკავშირეს მამასაც და ნათლიასაც. საინტერესოა იმის გაგება თავად ავტორი როგორ დაგვიხატავს ამ პერსონას.

ნომერი 5 (რობერტ კონკვესტის “დიდი ტერორი” )

ნუ რა ვქნა, ვერ ვეშვები სტალინს და სსრკ-ს და მომკალით 😀 ალბათ მალე დისერტაციას დავწერ ამ ეპოქაზე 😀 <<რა თამამი განცხადებაა.

ნომერი 6 -(ონორე დე ბალზაკი " 30 წლის ქალი"

პარალელები,პარალელები,პარაელლები აი რატომ მიმიზიდა ამ წიგნმა, იმედია ბევრის მომცემი არმოჩნდება და არა ფუჭი სიტყვების რახარუხი…მაგრამ რომელ ფუჭ სიტყვებზეა საუბარი ეს ხომ ბალზაკია.

ნომერი 7 -(გუსტავ ფლობერი “მადამ ბოვარი”
ამის შესახებ რა გითხრათ წარმოდგენაც არ მაქვს, მაგრამ მგონი კარგი უნდა იყოს,რას იტყვით??

ნომერი 8 (ონორე დე ბალზაკი “შაგრენის ტყავი” )
აი კვლავ ბალზაკი. “შაგრენის ტყავის” მტავარი იდეა ერთდროულად ძველთაძველიც არის და მარად ახალიც- დაპირისპირება სურვილსა და შესაძლებლობას,რეალურსა და წარმოსახულს შორის ეს ყოველი რათქმაუნდა საინტერესო წარმოსახვით მოგზაურობას გვპირდება შოერულ დროში.

ნომერი 9 (ჰერმან ჰესე "ტრამალის მგელი"

წინასიტყვაობა ასეთია: „ ეს კაცი … სულს გვიფორიაქებდა , ლოდივით გვაწვა გულზე და , გულახდილად რომ გითხრათ , ამ გრძნობას დღემდე თავი ვერა და ვერ დავაღწიე . ტრამალის მგელს ღამღამობით ახლაც ვხედავ ხოლმე სიზმარში და ვგრძნობ , რომ თვით მისი არსებობაც კი თითქოს მბოჭავს და სულის სიმშვიდეს მაკარგვინებს , თუმცა კი ნამდვილად ძალიან მიყვარს .“ საინტერესოა როგრო შთაბეჭდილებას მოახდენს ტრამალის მგელი ჩემზე.

ნომერი 10 (სტიგ ლარსონი “გოგონა დრაკონის ტატუთი”

როგორც იქნა ხელში ჩავიგდე ხოდა ჩავუჯდები ცოტა ხანში… რას იტყვით კარგიაა???

სულ ეს იყო….

ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss)

Posted in წიგნები | Tagged , , , , , , , , , , , , , , , , | 14 Comments

მე და ჩემი მეორე მე :D მოკლედ წაიკითხე და იხალისე

ქალბატონებო და ბატონებო დღევანდელი პოსტი მინდა სახალისო იყოს და ამავდროულად მინდა ის ჩემს საუკეთესო მეგობარს მივუძღვნა.

შენ გეძღვნება დაოო!

ზუსტად 10 წლის წინ.. 2002 წელი/1 სექტემბერი / დილის 9 საათი..

პირველი დღე,პირველი აურზაური,პირველი საფეხური,პირველი მასწავლებელი,პირველი წიგნი,პირველი სიხარული(ეჰ რა გვიხაროდა ეგ ვიცოდე?!!) მოკლედ მიხვდით ალბათ ჩემი და სკოლის პირველ პაემანზე რომ ვწერ. 😀
სკოლის ეზოში უამრავი ჭყიპინა,ლაწირაკა პირველკლასელი ირეოდა.. <მეც მათ შორის გახლლდით… ხო რა იყო? რომელი არ ყოფილხართ ლაწირაკიი? 😀 თვალებს დაბნეულად ვაცეცებდი,მაინტერესებდა სად მოვხვდი (ნეტა წინასწარ ეთქვა ვინმეს 😀 ) ხოდა ამ დაბნეულობაში ერთმა (ჩემნაირმა ლაწირაკმა) გოგონამ მიიქცია ყურადრება,რომელსაც შევატყე არც ისე ძალიან უხაროდა ამ საგიჯეთში მოხვედრა როგორც დანარჩნებს. 😀 … მერე, უეცრად ჩემი პირველი მასწავლებელი გამოვიდა ორ-ორად დაგვაწყო და საკლასო ოთახისკენ გაგვიძღვა. მე და “იმ” გოგონამ ხელი ერთმანეთს ჩავკიდეთ,ხოდა კი დავდივართ დღემდე ასე ხელჩაკიდებულები. ❤

აა,რასაკვირველია გაინტერესებთ “იმ” გოგონას ვინაობაა?.. ახლავე არ დაგაყოვნებთ.
სახელი:ანი მათიაშვილი
ასაკი:15 წლის
დახასიათება:
ლამაზი
კეთილი
ერთგული
მეგობრული
ჰობი:ჩემთან ტლიკინი საათობით,სულისმოუთქმელად/ბუფეტში სიარული
ოცნებობს:თვითონაც არ იცის რაზე
იცის: FACEBOOK-ის გატეხვა,ასე რომ მოერიდეთ 😀
არ იცის: ფიზიკა(დაქალს გავს)
ფობია:ძაღლები,ძაღლები და ისევ ძაღლები (კიდევ ერთი მსგავსება)
საუკეთესო საჩუქარი მისთვის: რაფაელო და ვარდი

რამდენიმე საერთო ფოტოც :ნიანა


3) ეს რაღაც ორიგინალურობის შექმნის მცდელობა (წარუმატებელიი 😀 )

I LOVE MY BFF

გავაგრძელოთ… ყოველი ერთად გატარებული საათი,წუთი და წამი უფრო ღრმას ხდის ჩვენს მეგობრობას.. უამრავი მსგავსება ხასიათში ,რომელიც ხელს გვიწყობს იმაში რომ ულაპარაკოდ გვესმოდეს ერთმანეთის,ხსირად პარადოქსულია.. ახლი კი მინდა პატარ-პატარა “JOKE”ების სახით მიმოვიხილო ჩვენი ცხოვრებისეული ჩვეულებები და უნარებიი (უუ,ჩვენ ძალიან უნარიანები ვართ :D)

მაშ ასე,წარმოგიდგენთ ნიანასეულ წეს-კანონებს!!!
წესი პირველი-გაიქეცი მაშინაც კი თუ ძაღლი შენგან 10 მეტრის მოშორებოითაა (არ აქვს მნიშვნელობა როგორია ძაღლი) თუ გინდ ასეთი

თუ გინდ ასეთი 😀

წესი მეორე- შეხედე მანდატურს ასეტი თვალებით,რათა აირიდო რისხვა,თუ გაკვეთილზე დაიგვიანებ.

წესი მესამე-ეცადე პირველ გაკვეთილზე ასე არ გამოიყურებოდე (თუმცა ეს კანონი დარღვევებს ექვემდებარება )

წესი მეოთხე-შეამოწმე ჯურნალი კვირაში ერთხელ მაინც,რა იცი იქნება რუსულის მასწავლებელს ხელი წაუცდა 😀

წესი მეხუთე-გეშინოდეს ბიოლოგიის საკონტროლოს წინ და მერეც

წესი მეექვსე-დაიმახსოვრე სიზმრები შენი,რათა აუწყო ყოველი იგი დაქალსა შენსა

წესი მეშვიდე- სკოლამდე შეიარე პოპულში და წამომიღე

წესი მერვე- აღარასდროს შემადარო ამას! 😀 ( ხშირად მადარებს და ვგავარ მართლაა? )

წესი მეცხრე-მეშვიდე გაკვეთილზე,როცა დაღლილი და მშიერი ხარ იოცნებე მხოლოდ ამაზე

წესი მეათე-არასდროს დაჯდე ამ გიჟობაზე.. (მერე მე უნდა ვიწვალო შენ ჩამოყვანაზე) ვერ ვუყურებ ისე მეშინია ფოტოზეც კი

წესი მეთერთმეტე-არასდროს ჩაიქნიო ხელი ოცნებაზე,რომ ერთ დღეს შატალოზე აქ წავალთ

წესი მეთორმეტე-თუ ასეთის ყიდვას დამასწრებ,მათხოვებ ხოლმე

წესი მეცამეტე- გადახედე,შეითვისე და შეიყვარე ზემოთ აღნიშნული წესები!

გაინტერესებთ რა კითხვა გვაწუხებს გამუდმებით? რატოომ? თქვენ ხომ ვერ მეტყვით? – ვერაა? კაი.. 😀

ის გითხარით განსაკუთრებით ფიზიკა-ქიმიით რომ ვართ დაინტერესებულიი? არაა? მაშინ ახლა გეტყვით.. გვიყვარს ეს ორი საგანი უგონოდ, უსაზღვროდ.. და ჩვენი ფიზიკის მასწი ლავრენტიც.. ❤ მოკითხვა მასწ 😀

წესი საბოლოო- ისწავლე ,რათა მიაგნო ჭეშმარიტებას!

სწავლის ძირი მწარე არის,კენწეროში გატკბილდებისო–> გაგონილი გვაქვს ხოდა ჩვენც სხვა რა გზა დაგვრჩენია ვსწავლობთ და ვიღწვით,რათა დავიმკვიდროთ სამკვიდრებელი ჩვენი !!!

***
მე ლამაზი მეგობარი მყავდა,

თვალჟუჟუნა, წაბლისფერი თმებით…

ერთხელ მტრედმა მოუტანა ფრთები,

დამტოვა და ღრუბლებს გაჰყვა ცადა…

ღრუბლებს გაჰყვა… სად ვეძებო, სადა? <<< ჟენ ჟემოგევლე არსად გაფრინდე , არ მაქვს შენი ძებნის თავი,ისედაც ძლივს გიპოვე 😀

რაღაც მეტიჩრობა პოსტუკა გამომივიდა,მაგარმ წერის დროს მაგრად გავერთე და ბევრი ვიხალისე, იმედია თქვენც იხალისებთ და "დედა ვერ არის ეს ბავშვი დალაგებული"-ს შთაბეჭდილება არ დაგრჩებათ ჩემზე..

აბა გავიქეცი ახლა.. და მალე დაგიბრუნდებით ისევ ფილოსოფიურ-მელანქოლიური პოსტებით !

თქვენი ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss) >> ამჯერად შენთვის დაოო!

Posted in მე და ჩემები | 11 Comments