Let yourself live 

  

“Beauty is not long hair, skinny legs, tanned skin or perfect teeth. Believe me. Beauty is the face of who cried and now smiles, beauty is the scar on your knee since you fell when you were a kid, beauty is the circles when love doesn’t let you sleep, beauty is the expression on the face when the alarm rings in the morning, it’s the melted makeup when you have a shower, it’s the laughter when you make a joke you’re the only one who can understand, beauty is meeting his gaze and stopping understanding, beauty is your gaze when you see him, it’s when you cry for all you paranoias, beauty is the lines marked by time. Beauty is what we feel in the inside which also shows outside us. Beauty is the marks the life leaves on us, all the kicks and the caresses the memories leave us. all this evidence that u’ve lived and the sun has shone on you and remember u’re amazing just the way you are .
Beauty is letting yourself live.”  Emma Watson

Keep smiling 

Nia Chumburidze

Anoonymouss 

Advertisements
Posted in Uncategorized | დატოვე კომენტარი

ჩარლი ჩაპლინის წერილი მის ქალიშვილს – ჯერალდინას

charlie-chaplin2

ჩემო გოგონა! ახლა ღამეა. შობაღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა. შენ ისე შორს ხარ ჩემგან, მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთას შენს პორტრეტს არ ვუმზერდე. ის აქ არის, აქ მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლო,შენ კი სად ხარ? შორს. ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგადვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარ მდუმარებაში, თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ამ ლამაზ სპექტაკლში, ხანდახან, დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავ მზეთუნახავი და იცეკვე! იყავ მზეთუნახავი და იკაშკაშე! მაგრამ, თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგახვიოს, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას. მე მამაშენი ვარ, ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი!
იცი კი რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწიას ზღაპრებს გიყვებოდი!ხან მძინარე მზეთუნახავის, ხან ბოროტი გველეშაპის, ხოლო, როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: “დამშორდი! ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს ჯერალდინა, ვხედავდი შენს მომავალს. შენს დღევანდელ დღეს! სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას, მესმოდა, როგორ ლაპარაკობენ ხალხში: “ხედავ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?”
ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია, იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი. შენ პრინცესას სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი, დროდადრო, ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით, მაგრამ, ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება, იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა!იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან ერთად იძინებდი,მე არ მეძინა. დავყურებდი შენი გულის ფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი:”ჩარლ, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?” შენ არ მიცნობ მე, ჯერალდინა………….
იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბნია…………..ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი ხალხისა, ლონდონის ღატაკთა კვარტალში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი… მოწყალებას აგროვებდა! აი ჩემი ზღაპარი! მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა!ე კიდევ რაა. მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო, მაგრამ, მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ. ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ! შენ ჩემი გვარისა ხარ-ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნის მანძილზე ეს გვარი მთელ დედამიწას აცინებდა, მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია. ჯერალდინა, სამყარო, სადაც ვცხოვრობთ, მარტო ცეკვისა და მუსიკის საუფლო როდია!
ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს, ტაქსის მძღოლს ცოლის ამბავი გამოჰკიტხო. შეიძლება, ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფული არა აქვთ, რომ თავიანთი მომავალი პირმშოსთვის სახვევები იყიდონ. თუ ასე, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაისტუმრონ. სხვას კი ყველას ზუსტად გადაუხადე. დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით, ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც თავს უთხარი: “მეც ერთ-ერთი ამათგანი ვარ!”
დიახ,შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ჩემო გოგონა! ხელოვნება,სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს… როცა დადგება წამი და იგრძნობ, რომ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბანს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ-ამ უბანს, იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს-შენსავე მსგავთ, შენზე უფრო ლამაზებსაც კი, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს, შენი თეატრის პროჟექტორების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვეღარსად ნახავ!მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა. დააკვირდი აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა, ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეტ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს და ეს გახსოვდეს: ჩარლის ოჯახი არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლესთვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვარისათვის დაეცინა.
ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ …. მე არ მინდა,ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს. ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-ტქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ეს ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება, საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი, ამ დემონის მაცდური ძალა.
ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს. მაგრამ, აი, რა მინდა გითხრა, ჩემო გოგონა…. ადამიანს ძირს, მყარ ნიადაგზე უპრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება, ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს, ამ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ. გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს. ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვს. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა. ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთნაირად დაგვნათის.
ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, მთელი გულით შეიყვარე შენი რჩეული.
სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი…. სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს, ხელოვნების სახელით შეიძლება სცენაზე შიშველიც გამოხვიდე , მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა და შემოსილი უნდა დაბრუნდე.
მე ბებერი ვარ და შეიძლება ჩემი სიტყვები სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, მე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე, მოძველებული გამოჩნდება…. ჯერალდინა, მე მინდა, რომ შენ ამ შიშველთა უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო.
მე ვიცი, მამებსა და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე, არ მიყვარს მორჩილი შვილები და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობადღე სასწაულების ღამეა. მინდა, რომ მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.
ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან, თეთრი სასცენო კაბის მაგიერ, შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე-იქ მე დამინახავ, შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც…

გკოცნი, ჯერალდინა. შენი ჩარლი დეკემბერი, 1965წელი

                                 ნია ჭუმბურიძე

Posted in ზოგადი, ისტორია, Favourite movies ♥ | დატოვე კომენტარი

Friendship , as we know it !

              მეგობრობა  აი სწორედ იმ მომენტში იბადება , როცა ერთი ადამიანი მეორეს ეტყვის : რაა , შენც ?!!  მეგონა , მხოლოდ მე ვიყავი ასეთი .

მეგობრობა — ქცევა, რომელიც ვლინდება ურთიერთგაგებითა და მხარდაჭერით პიროვნებებს შორის. ის მოიცავს ურთიერთობას ადამიანებს შორის, რომელთაც გააჩნიათ საერთო  ინტერესი, გატაცება.

               მეგობრობა მაშინ იბადება , როცა სიჩუმეც კი კომფორტულია ორ ადამიანს შორის. მეგობრობაში ხომ სიტყვები მთავარი არ არის , მთავარი მათი მნიშვნელობებია !

ადამიანები მეგობრობას სხვადასხვაგვარად აღიქვამენ! ეს გრძნობა ჩემთვის ყველაზე წმინდაა.სიტყვა მეგობრობა განსაკუთრებულ სითბოს ბადებს ჩემში.უიმისოდ არაფერი ვიქნებოდით!!!

                თუ შენ აპირებ 100 წელი იცხოვრო , მაშინ მე 100-ს მინუს ერთი დღე მინდა , ამგვარად ერთი დღეც არ მომიწევს შენს გარეშე სიცოცხლე .

pooh_and_piglet

მეგობარი ის ადამიანია, ვინც მეგობრის ერთგული რჩება ნებისმიერ ვითარებაში. იგი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მეგობარს იმედი არ გაუცრუოს, არ მოატყუოს და ბოლომდე მასთან დარჩეს, მაშინაც კი, როდესაც  სხვები ზურგს შეაქცევენ.

ნამდვილი მეგობრობა ჯანმრთელობას გავს,ყურადღებას არ აქცევ სანამ არ დაკარგავ .

მეგობრობა სხვა რა არის თუ არა ორ სხეულში მობინადრე ერთი სული.  როგორც არისტოტელე იტყოდა ‘What is a friend? A single soul dwelling in two bodies.’ ♥

ყველას ესმის რასაც ლაპარაკობ , ყველა გისმენს როცა ამბობ , საუკეთესო მეგობრებს კი ესმით რატომ სდუმხარ .

collage

მეგობარი არის ის –  ვისაც ესმის შენი სულის სიმღერა და შეუძლია აგყვეს მაშინ როცა სიტყვები გავიწყდება.

მირჩევნია ვიარო უკუნით სიბნელეში , მეგობართან ერთად , ვიდრე მარტომ სინათლეში .

even longer

საუკეთესო მეგობარი ის ადამიანია , რომელმაც იცის ყველაფერი შენს შესახებ და მაინც უყვარხარ .

სწორედ ასეა , მეგობრობაში არ არის გავლებული საზღვრები . აქ არ არსებობს წესები და კანონები  .     მეგობრები ოჯახის წევრები არიან , რომელთა არჩევის საშუალებაც გაქვს .

 ‘Some people go to priests, others to poetry, I to my friends.’ – Virginia Woolf

ps : ეძღვნება ყველა ჩემს მეგობარს ♥

ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss)

Posted in რეალობა! | Tagged , , | დატოვე კომენტარი

კამათი – უბრალოდ !

    რა არის კამათი? რა მიზანს უნდა ისახავდეს იგი? ადამიანთა ურთიერთობის აუცილებელი ატრიბუტია, თუ არა? უნდა  მოვერიდოთ კამათს, თუ პირიქით? ადამიანთა ურთიერთობისთვის უდაოდ სარგებლობის მომტანია, თუ ზიანის მოტანაც შეუძლია?

download

     ჭეშმარიტება კამათში იბადებაო  .  .  . 

      რატომ ყვირიან ადამიანები კამათის დროს?!!

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰკითხა თვის სტუდენტებს, -რატომ ხდება, რომ ადამიანები როცა კამათობენ ერთმანეთს უყვირიან? -იმიტომ რომ ისინი სიმშვიდეს კარგავენ, თქვა ერთმა -მაგრამ რატომა ყვირილი საჭირო როცა ის ადამიანი რომელსაც ეკამათები დგას შენთან ახლოს? იკითხა პროფესორმა -არ შეიძლება რომ ხმადაბლა ვისაუბროთ, რა საჭიროა ყვირილი? სტუდენტებმა პროფესორს მრავალი პასუხი შესთავაზეს, მაგრამ მას არცერთი არ მოეწონა, ამიტომ პროფესორმა ბოლოს ახსნა დაიწყო -როდესაც ადამიანები ერთმანეთით უკმაყოფილები არიან და ჩხუბობენ, მათი გულები შორდება ერთმანეთს ეს მანძილი კი რომ დაიფაროს ისინი იწყებენ ყვირილს რაც უფრო ყვირიან მით მეტად ბრაზდებიან და შორდებიან ერთმანეთს. – რა ხდება მაშინ როცა ერთმანეთი უყვარდებათ? ისინი არ ყვირიან, პირიქით ხმადაბლა საუბრობენ, იმიტომ რომ მათი გულები ერთმანეთთან ახლოსაა, რაც უფრო მეტად უყვარდებათ რა ხდება ამ დროს? ისინი აღარც კი ლაპარაკობენ, უბრალოდ ჩურჩულებენ, ბოლოს კი ჩურჩულიც ზედმეტი ხდება, ისინი უბრალოდ უყურებენ ერთმანეთს .

  •             ხშირად კამათი სერიოზულ სახეს იძენს და კონფლიქტის ისეთ  ფორმაში გადაიზრდება  ,  რომელიც ადამიანს დიდხანს რჩება გულში ,   მისი ატრება დიდხანს უწევს და სიამაყე არ აძლევს საშუალებას დათმობაზე წავიდეს , პირველი ნაბიჯი გადადგას და  ცადოს სიტუაციის გამოსწორება კონფლიქტის დაგვირგვინება  და  კონსესუსი .

                                 tumblr_mtziq6GGyD1reslrno1_500

 …ჭეშმარიტება კამათში იბადებაო ? !!       ყველაფერს თავისი საზღვარი გააჩნია .   ჯანსაღი ყველაფერი კარგია  , მათ შორის კამათიც , ავღნიშნავ კამათი- ურთიერთ აზრთა მიმოცვლა  და არა კამათი რომელიც ყველ ჩარჩოს ცდება .  

გულდასაწყვეტია , რომ ჩვენს ქვეყანაში “კამათის  კულტურა” არ არსებობს   .  ჩვენი ძვირფასი პოლიტიკოსები ამის თვალსაჩინო მაგალითია , რომელთათვის კამათი და დებატებში მონაწილეობა უმრავლეს შემთხვევაში ხელჩართული ბრძოლით , პირდაპირ ეთერში ცენზურის დარღვევითა და პირადი შეირაცხყოფებით მთავრდება .

Argue            Is it really a solution ?

  •       კამათის სრულყოფილებისთვის მთავარია – მოვუსმინოთ ერთმანეთს არ გამოგვრჩეს არცერთი ფუნდამენტური ნიუანსი , რასაც მოდავე პირი გვთავაზობს .  საუკეთესო შემთხვევაში მოვახდინოთ კამათში ჩართული ყველას თუ არა უმრავლესობის იდეათა ასიმილაცია და მივაღწიოთ კონსესუსს .
  •     ვიმეორებ , მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე და წონასწორობა , რომელთა დაკარგვის შემთხვევაში კამათი იღებს კონფლიქტის საწყისი ეტაპის სახეს და თითქმის შეუძლებელი ხდება  მოპირისპირე მხარის მოსმენა და გააზრება .

    ასე , რომ როგორც ჩვენი ძვირფასი ბრიტანელები იტყვიან

keep-calm-and-you-will-find-a-solution-2

ნია ჭუმბურიძე ( Anoonymouss)

შენიშვნა | Posted on by | Tagged , , , , , , | დატოვე კომენტარი

აინშტაინი და რწმენა უფლისადმი

ერთხელ უნივერსიტეტში პროფესორმა სტუდენტს კითხვა დაუსვა.
პროფესორი: ღმერთი კარგია?
სტუდენტი: დიახ
პ: ეშმაკიც კარგია?
ს: არა
პ: სწორია. მიპასუხე შვილო, დედამიწაზე ბოროტება არსებობს?
ს: დიახ
პ. ბოროტება ყველგანაა და ეს ყველაფერი ღმერთმა შექმნა, ხომ მართალია?
ს: დიახ
პ: ე.ი. ვინ შექმნა ბოროტება?
ს: …
პ: დედამიწაზე არის სიმახინჯე, თავხედობა, ავადმყოფობა, უმეცრება?ეს ყველაფერი ხომ ნამდვილად არის?
ს: დიახ, სერ
პ: ვინ შექმნა ისინი?
ს:, …
პ: მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანს 5 გრძნობა აქვს იმისთვის, რომ მის ირგვლივ მყოფი სამყარო აღიქვას. მიპასუხე შვილო, როდისმე გინახავს ღმერთი?
ს: არა, სერ
პ: გვითხარი, ღმერთის ხმა გსმენია?
ს: არა, სერ
პ: როდესმე გიგრძვნია ღმერთი? მისთვის გემო თუ გაგისინჯავს? ან თუ გიყნოსია?
ს: ვშიშობ, რომ არა, სერ
პ: და შენ მაინც გწამს მისი?
ს: დიახ
პ: მიღებული დასკვნების საფუძველზე მეცნიერებას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ღმერთი არ არსებობს. რაიმეს დაუპირისპირებ ამას?
ს: არა პროფესორო, მე მხოლოდ რწმენა გამაჩნია.
პ: სწორედ ასეა. რწმენა-ესაა მთავარი პრობლემა მეცნიერებისათვის.
ს: პროფესორო, არსებობს ყინვა (სიცივე)?
პ: რა შეკითხვაა? რა თქმა უნდა. შენ არასოდეს შეგცივებია?
(სტუდენტებს ყმაწვილის კითხვაზე გაეცინათ)
ს: სინამდვილეში სერ, ყინვა (სიცივე) არ არსებობს. ფიზიკის კანონების მიხედვით, ის რასაც ჩვენ სიცივეს ვეძახით, სითბოს არარსებობაა (უქონლობაა). ადამიანი ან საგანი ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ იმის მიხედვით, თუ მას გააჩნია ენერგია ან გასცემს მას. აბსოლუტური ნოლი (-460 გრადუსი ფარინგეიტით), ეს სითბური ენერგიის სრული არქონაა (არარსებობაა). ასეთ ტემპერატურაზე მატერია ინერტული და სრულიად უუნარო ხდება. სიცივე არ არსებობს. ეს სიტყვა იმისთვის მოვიგონეთ, რომ სითბოს არარსებობის შემთხვევაში ჩვენი მდგომარეობა ავღწეროთ.
( აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოწვა).
ს: პროფესორო სიბნელე არსებობს?
პ: რა თქმა უნდა. რა არის ღამე, თუ არა სიბნელე.
ს: თქვენ ისევ ცდებით, სერ. სიბნელე სინამდვილეში სინათლის არქონაა. ჩვენ შეგვიძლია შევისწავლოთ სინათლე და არა სიბნელე. ნიუტონის პრიზმის გამოყნებით შეგვიძლია თეთრი შუქის უამრავ ფერად დაშლა და თითოეული ფერის სხვადასხვა სიგრძის ტალღების შესწავლა. თქვენ არ ძალგიძთ სიბნელის გაზომვა. სინათლის უბრალო სხივს შეუძლია სიბნელეში შეღწევა და მისი განათება. როგორ უნდა გამოვიკვლიოთ რამდენად ბნელია რაიმე სივრცე? ამისათვის თქვენ ითვლით, თუ რა რაოდენობის სინათლეა იქ. სიბელე ეს ის მცნებაა, რომელსაც ადამიანი იმისთვის იყენებს, რომ გაიგის რა ხდება სინათლის არქონის შემთხვევაში. ეხლა კი მიპასუხეთ პროფესორო, სიკვდილი არსებობს?
პ: რა თქმა უნდა. არის სიცოცხლე და არის სიკვდილი-მისი საწინააღმდეგო მხარე.
ს: თქვენ ცდებით, პროფესორო. სიკვდილი-სიცოცხლის საწინააღმდეგო მხარე კი არა, მისი არარსებობაა. თქვენმა მეცნიერულმა თეორიამ სერიოზული ბზარი მისცა.
პ: რისკენ მიდიხართ ახალგაზრდავ?
ს: თქვენ გვასწავლით, რომ ჩვენ მაიმუნისგან წარმოვიშვით. თქვენი თვალით გინახავთ ევოლუცია?
პროფესორმა ღიმილით დააქნია თავი, როცა მიხვდა საით მიდიოდა საუბარი.
ს: არავის არ უნახავს ეს პროცესი. ამიტომ თქვენ უფრო მღვდელი ხართ, ვიდრე მეცნიერი.
(აუდიტორია ახარხარდა)
ს: ეხლა მითხარით, არის ამ კლასში ვინმე, ვისაც პროფესორის ტვინი უნახავს? უყნოსია მისთვის, მისი ხმა გაუგია, ან შეხებია მას?
(სტუდენტები კვლავ ხარხარებენ)
ს: მე მგონი ასეთი არავინაა. მაშინ მეცნიერულ ფაქტზე დაყრდნობით შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ პროფესორს ტვინი არ აქვს. მიუხედავად ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემისა პროფესორო, როგორ უნდა ვენდოთ თქვენს ლექციებს?
( აუდიტორია გაირინდა)
პ: ვფიქრობ, რომ თქვენ უბრალოდ უნდა მენდოთ (დამერწმუნოთ).
ს: ნამდვილად! ღმერთს და ადამიანს შორის ერთადერთი კავშირია-ეს არის რწმენა (ნდობა) !
პროფესორი დაჯდა.
ამ სტუდენტს ალბერტ აინშტაინი ერქვა..

წყარო უცნობია

Anoonymouss

Posted in ზოგადი, თანამედროვე ეპოქა, ისტორია, რეალობა!, უცნაური ფაქტები, ფილოსიფია | Tagged , , , , | 3 Comments

ფობიებო, ფობიებო …

ფობია— რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობისა ან ადამიანის (ან ცხოველის) მიმართ ძლიერი, პანიკური შიში. ამ ანომალიის ძირითადი სიმპტომია  შიშის მომგვრელი ობიექტისგან თავის არიდების გადამეტებული, გაუმართლებელი სურვილი, მოთხოვნილება. როცა ამგვარი შიში კონტროლს აღარ ექვემდებარება, ან როცა ეს შიში ადამიანის ყოველდრიურ საქმიანობაში ხელისშემშლელი ხდება, დიაგნოზი კეთდება ნერვულ გადახრა/ანომალიის ერთ-ერთი ნაირსახეობაში.

იცით თუ არა რომ …

აკროფობია – ეს არის სიმაღლის შიში

აეროფობია-ფრენის შიში

აგორაფობია-  შიში ხალხის თავშეყრის ადგილებისადმი

ეილუროფობია- კატების შიში

ამატოფობია- მტვრის შიში

არაქნოფობია- შიში ობობების მიმართ

ასტრაფოფობია- შიში ელვისადმი

კლაუსტროფობია- შიში დახურულ ადგილებისადმი

იმიტოფობია- გულისრევის შიში

ჰემატოფობია- სისხლის მიმართ შიში

მიკროფობია- შიში მიკრობებისადმი

მისოფობია- შიში სიბინძურისადმი

ნისტოფობია- სიბნელის შიში

ოქლოფობია- შიში ბრბოს მიმართ

ორნიტოფობია – შიში ფრინველებისადმი

პათოფობია- შიში დაავადებებისადმი

ფაიარფობია- ცეცხლის შიში

ტრისკაედეკაფობია- შიში რიცხვი ცამეტისადმი  “13”

ქსენოფობია- შიში უცნობებისადმი

ზოოფობია- შიში ცხოველებიადმი

ატოფობია – ყვავილების შიში

აკროფობია – სიკვდილის შიში

 

ადამიანია და ბუნება  ..    ყველა ადამიანს აქვს თავისი ფობია , რომელიც გარკვეულ ასაკში გამოვლინდება და ასევე გარკვეულ ასაკში იწყებს უკუსვლას.

 

ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Posted in ზოგადი, ფობიები | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

LoVE And oTher DruGs ♥♥♥

“Because this isn’t about connection for you. This isn’t even about sex for you. This is about finding an hour or two of relief from the pain of being you. And that’s fine with me, see, because all I want is the exact same thing.”
“It doesn’t matter if I have ten thousand more moments like this, or just this one, because it’s all the same. Just that. Right now, this moment, I have this.”
I have never known anyone who actually believed that I was enough, till I met you. And then you made me believe me it too.”  
“I’m gonna need you more than you need me.”
That’s okay.”
“No, it’s not! It isn’t fair! I have places to go.”
“You’ll go there, I just may have to carry you.”
“Let’s just say, in some alternate universe, there’s a couple that’s just like us. Only, she’s healthy, and he’s.. he’s perfect. And their world is about how much money they’re gonna spend on vacation, who’s in a bad mood that day, or whether they feel guilty about having a cleaning lady. I don’t wanna be those people. I want us. You. This.
Sometimes the things you most want doesn’t happen. And sometimes the things you never expect happen, does… I don’t know – you meet thousands of people and none of them really touch you. And then you meet that one person and your life is changed. Forever.

 

Posted in რეალობა!, Favourite movies ♥ | Tagged , , , , , | დატოვე კომენტარი

ავისმომასწავებელი ცრურწმენები

ცრურწმენები…

დაკვირვებიხართ ალბათ ყოველდღიურ ცხოვრებაში რამდენჯერ გითქვამთ ფრაზა : “ოჰ , სისულელეა , ცრურწმენაა და მეტი არაფერი , არ მჯერა ! ”   თუმცა გულის სიღრმეში მაინც ითვალისწინებთ მოსალოდნელ შედეგს და  ცდილობთ ამ “ცრუ ” რწმენის წინააღმდეგ არ იმოქმედოთ .

საქართველოში დამკვიდრებული ცრურწმენები დამაინტრიგებელ და ამავდროულად საკმაოდ იუმორისტულ ხასიათს ატარებს , ამასთან აღსანიშნავია რომ ისინი ორ სახეს განეკუთვნებიან ავისმომასწავებელსა და კარგის მომასწავებელს.

ცრურწმენების სჯეროდათ და სწამდათ ოდითგან.  წარსულში მომხდარი უცანური ფაქტებით დამკვიდრებული რწმენები დღემდე შემორჩა ხალხში.   ძირითადად მათი რწმენა ბებია-ბაბუების თაობას ახასიათებს. რომლებისგანაც გამუდმებით ისმის რჩევა დარიგებები იმ ფატალური შედეგების თაობაზე ,რომელიც შეიძლება მოგვიტანოს :

  •  თვალის თამაშმა
  • შავი კატის წინ გადარბენამ
  • ყვავის გადაფრენამ თუ მისმა ჩხავილმა

  • მარილის დაყრამ
  • ნაგვის ღამით გადაყრამ
  • მაგიდის ქაღალდით გადაწმენდამ
  • ღამით თმის ან ფრჩხილების მოჭრამ
  • სარკის გატეხვამ
  • ჩანგლის დავარდნამ (არასტუმართმოყვარეთათვის :D)
  • სახლში სტვენამ
  • სიზმარში კბილების ამოღებამ
  • მაგიდის კუთხეში გასათხოვარო გოგონას დაჯდომამ
  • საპონის ხელიდან ხელში გადაწოდებამ
  • ქუდის მაგიდაზე დადებამ
  • ფულის ორი თითით გამორთმევამ
  • კარის ზღურბლზე დადგომამ
  • მზესუმზირის სახლში ჭამამ…

ზემოთ ჩამოთვლილი ცრურწმენები იმ ნაცნობი ფრაზების სახით ჩამოვწერე რომლებიც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას “ამკობენ . ” სწორედ ისინი მიეკუთვნებიან ავის მომასწავებელთ , თუმცა საინტერესოა რას გვიქადიან კეთილის მსურველნი.

მაგალითად  ჩიტის ფეკალიების მასპინძლობა – გამდიდრებას გვიქადის.

ცრურწმენების შემსწავლელი მეცნიერება რომ არსებობდეს , ამ დარგის მიმდევრებს რთული საქმის კეთება მოუწევდათ. წარმოიდგინეთ რამდენი სახის ცრურწმენაა ირგვლივ და რა იქნებოდა მათი დახარისხება , ტიპებისა და მნიშვნელობების გამორკვევა.

უცნაური და დამთრგუნველია საქართველოში არსებული ცრურწმენები მიცვალებულთან კავშირში.   ერთგავრი გამოკითხვა ჩავატარე საზოგადოებაში და ახლა სწორედ მათაგნ მოსმენილ ასეთ ცრურწმენებს გაგაცნობთ და  გეტყვით რომ რამდენიმე მათგანზე წარმოდგენაც არ მქონდა. მაშ ასე >>>

იცოდით თუ არა რომ ..

  • მიცვალებულის  კუთვნილი ნივთების გამოყენება და მისაკუთრება არასახარბიელოა ცოცხალი ადამიანისთვის.
  •    გავიგე , თურმე 2 სკამი რომლებზედაც მიცვალებულის სასახლე ასვენია , გასვენების შემდგომ აუცილებლად გააქვთ სახლიდან და ამტვრევენ.
  •  ასევე აღსანიშნავია , რომ სახლში ყვავილის , ფოთლის ნასახიც კი არ უნდა დარჩეს პანაშვიდების შემდგომ .
  •   ის კი ცნობილი ცრურწმენაა , რომ ყველა სარკეს ფარდა უნდა ჩამოეფაროს , სახლში როდესაც მიცვალებულია.

უსიამოვნოა ამ თემაზე საუბარი.

ასევე არსებობს ცრურწმენები ქორწინებასთან დაკავშირებით.>>

პატარძლის თაიგულის “დაპატრონება” გათხოვებას უქადის ამ პირს.

ქორწილის დღეს ,ნეფე-პატარძლის მიერ  , კარის ზღურბლზე, ფეხით დამსხვრეული თეფშის ნატეხის ბალიშის ქვეშ  დადება პიროვნებას მომავალი საბედოს დასიზმრებას უქადის.

მე კი ყველაზე მეტად ერთი ცრურწმენა მომწონს , რომელიც დარწმუნებული ვარ ყოველ თგვენგანს აქვს გონებაში ჩარჩენილი და სადღაც გულის კუნჭულში მაინც სჯერა მისი.

”  ბაყაყი არ მოკლა , ლოკოკინა არ გასრისო , თორემ იწვიმებს ”

ანდაც

 ცაზე ბევრი ვარსკვლავია , ხვალ კარგი ამინდი იქნება – ო . ”

დაგემშვიდობებით , წავალ ცას გავხედავ , იქნებ ხვალ მართლაც კარგი ამინდი გველის , თუმცა არა ვარსკვლავების დათვლა ხომ არ შეიძლება ამბობენ “მეჭეჭებს აჩენსო . ”

ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss)

Posted in ზოგადი, ზღაპარი, უცნაური ფაქტები, ფობიები | Tagged , , , , , | 10 Comments

სად მოხვდები რეიკარნაციის შემდეგ

დღევანდელი პოსტი საინეტრესო და უცანურ ფაქტებს ეხება, რომელთა შესახებ ცნობებს რამდენიმე ხანია ვაგროვებ და მინდა გაგიზიაროთ.

მაშ ასე ვიწყებ >>>

იცოდით თუ არა , რომ :

1)  ყოველდღიურად მსოფლიოში 20 ბანკი იძარცვება და საშუალო დანაკარგი 2500 $-ს შეადგენს .

2) ყველაზე პოპულარული სახელი მსოფლიოში მუჰამედია .

3) მზე დედამიწაზე 330,330 -ჯერ  დიდია .

4) აქლემებს სამმაგი ქუთუთო აქვთ , რომ  თვალები ქვიშისგან დაიცვან .

5)  ძველ ეგვიპტელებს ქვისგან დამზადებულ ბალიშებზე ეძინათ .

6) ადამიანის ძვალი უფრო მაგარია ვიდრე ბეტონი .

7)  შენი გული 100,000-ჯერ  “ფეთქავს” დღეში.

8) მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთი ადამიანის მიერ მირთმეული საკვების წონა  6 სპილოს საერთო წონას აჭარბებს.

9)  რეიკარნაციის ცნება უპირველესად აღმოსავლურ რელიგიებს ,კერძოდ,იუდაიზმს ახასიათებს.ინდუსებს მტკიცედ სჯერათ,რომ უკვდავი სული სხეულს სიკვდილის შემდეგ ტოვებს და კვლავ იბადება სხვა სხეულით,რათა უსასრული გზა განაგრძოს უსასრულო სიცოცხლეში.

10)იცოდით თუ არა რომ  “სად მოხვდები რეიკარნაციის შემდეგ  “<< ჩემი პირველი   მყვირალა  სათაურია.

11) ამერიკის ერთ ერთ შტატში  არის ასეთი კანონი , რომ შენობის ყველა კარი გაერთ უნდა იღებოდეს. PS: იცით თუ არა რატომ?

12)  იცოდით თუ არა რომ ამერიკის შეერთებულ  შტატებში 50 მილიონზე მეტი ძაღლია  ?..

13)  ადამიანი საშუალოდ 13-ჯერ იცინის დღეში.

14) აისბერგი საშუალოდ 20,000,000  ტონას იწონის.

15) ადამიანი 69-ჯერ ასლოკინებს წელიწადში.

16) ლოს ანჟელესის სრული სახელწოდებაა : El Pueblo de Nuestra Senora la Reina de los Angeles de Porciuncula

17) იცოდით თუ არა რომ ღამურა უფრო დიდხანს ძლებს უწყლოდ ვიდრე აქლემი.

18) პირევლი ნოველა რომელიც საბეჭდი დაზგის გამოყენებით დაიბეჭდა ტომ სოიერი იყო.

19)  იცოდით თუ არა რომ  მხოლოდ ერთი ადამიანი 2 მილიარდიდან ცოცხლობს 116 წლის მაღლა.

20) ნეგატიური ემოციები იმუნურ სისტემას გვირღვევენ.

21) იცოდით თუ არა რომ  ესკიმოსები მაცივარს იყენებენ რათა საკვეი გაყინვისგან დაიცვან.

22)   ქართული ანბანის შექმნის ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ჩვენი ანბანი სომეხმა ენათ მცოდნე მესროტ მაშროტმა შექმნა და საფუძვლად სომხური ანბანი დაუდო. ( ამ ვერსიას სომხები ავრცელებენ ,  “შოთა რუსთაველი სომეხია”-სთან ერთად.

26)  იცოდით თუ არა რომ  დღე-ღამის განმავლობაში ადამიანი 500-ზე მეტი სახის სხვადასხვა მოძრაობას ასრულებს.

23)    თმის ფორმას ცილა “კერატინის” სინთეზი განაპირობებს.

24)  ამ ფაქტებს ერთი წელია ვაგროვებ სხვადასხვა უცხოურ ენოვანი საიტებიდან ,  ძველი სტატიებიდან , ჩემი შესწავლილი ფაქტებიდანაც ამოვარჩიე რამდენიმე.

25 )  იცოდით თუ არა :

“სწავლა , სწავლა , სწავლა << გვიანდერძა ლენინმა

ლენინი :  ხალხო უბრალოდ კალამს ვამოწმებდი.

26)   იცოდით თუ არა რომ სტალინის ერთ-ერთი კოდ სახელი იყო   “კავკასიელი არწივი “..

სულ ეს იყო (ჯერჯერობით).   მალე განვაახლებ ამ მასალას, ახალი , საინეტრესო და უცნაური ფაქტებით.

     ნია ჭუმბურიძე (Anoonymouss)

Posted in უცნაური ფაქტები | Tagged , , , , , | 4 Comments

Life is so fast , you will never catch it ….

 

I just can’t live in a world where you don’t exist.

“იღბალი სამუდამოდ არაფერს გვაძლევს , ის მხოლოდ დროებით გვათხოვებს ხოლმე ”

  • Today is the the tomorrow we worried about yesterday
  • Can you make yourself love ?   “can you make yourself beloved  ? “
  • There is no such as fun for the family
  • Love is like war : easy to begin ,hard to end
  • When the life hands a lemon , say ‘oh’ I love lemons. What else ya got ?  ” როცა ცხოვრება განსაცდელს მოგივლენს , თქვი  ‘ოჰ’ როგორ მიყვარს განსაცდელი…  სხვა რა დაგრჩენია?!!
  • I have seen the future and it’s like the present , only longer. “მე უკვე ვნახე მომავალი , აწმყოს გავს , ოღონდ უფრო დიდხანს გრძელდება “
  •  ხიფათში გაბმას ტავის ხიბლი აქვს. (ზიგმუნდ ფროიდი )
  • Sometimes you’re the windshield , sometimes you’re the bug. “ზოგჯერ საქარე მინა ხარ , ზოგჯერ მასზე მეხეთქებული მწერი. (მარკ კნოფპლერი)
  • If you feel like you’re under control , you’re just not going fast enough. “თუ ხვდები რომ თავის მართვა შეგიძლია, ესეიგი სწრაფად არ მიდიხარ. (მარიო ანდრეტი )
  • The problem isn’t the problem , the problem is your attitude about the problem. “პრობლემა კი არ არის პრობლემა  , პრობლემა შენი პრობლემისადმი დამოკიდებულებაა”.
  • If you don’t find it in the index, look very carefully through catalog. “თუკი საძიებელში ვერ პოულობ იმას, რასაც ეძებ მაშინ ყურადღებით დაათვალიერე მტელი კატალოგი.

  • Before you criticize someone  , you should walk with a mile in their shoes. That way , when you criticize them , you are a mil away from them and you’ve their shoes. (ფრიდა ნორისი)
  • Time tells the truth.” დრო სიმართლეს ფარდას  ახდის”
  • Of thirty-six ways of avoiding disaster running away is the best. ” თავის დაღწევის 36 საშუალებიდან გაქცევა საუკეთესოა.”

life IS SO WHATEVER… “ცხოვრება ისეთია როგორიც არის. (KELLY Marquette)

  • Is there world enough for me? (ჯეინ ფრენსისი)
  • In your eyes I’m complete. (Piter gabrielle )
  • Wish for what you want , work  for what you need . “ინატრე ის რაც გსურს , იშრომე იმისთვი რაც გჭირდება “
  • MY karma ran over my dog ma. “ჩემი მსოფლმხედველობა ჩემმა ბედისწერამ გააცამტვერა.”
  • you can  take a road that , gets you to the stars. I can take a road that will see me through .  (Nickolas dreike)
  • What you do , speaks so loudly that I can’t hear what you say. “რასაც აკეთებ ისე გაჰყვირი, რომ არაფერი მესმის .”
  • ‘oh’ who can tell , save he whose heart hath tried. ” ვის ძალუძს თქვას , იხსენით იგი , ვისი გულიც ტრფობამ დაღალა . “ 

ნია ჭუმბურიძე  (Anoonymouss )

Posted in ზოგადი, ფილოსიფია | Tagged , , , | 3 Comments